ჩემი TLC PRADO |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩემი TLC PRADO |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
აი ეს იქნება ჩემი შემდეგი მანქანა !!!
ძალიან მაგარია.... მობილური, კომფორტული, ჰამაც ჯიპი..... ნაწილები და სერვისი არის და ორიგინალი ნაწილები ბევრად უფრო იაფი ღირს ვიდრე სხვა ნებისმიერი მარკის ორიგინალი ნაწილები..... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ეხლა ყურადღებით მისმინეთ.... სიბრძნეები უნდა ვილაპარაკო
![]() ![]() ![]() მოკლედ ვიყავი ტოიოტა ცენტრში... ვნახე ორივე მანქანა: 2 კარიანი პრადო და ეფჯი კრუზერი პრადო ღირდა 33800 დოლარი (ოღონდაც 2008 წლის იყო), ხოლო ეფჯი კრუზერი ღირდა 39'000 დოლარამდე - სამაგიეროდ 2009 წლის გამოშვება. ორივე მანქანას 4 ლიტრიანი ბენზინის ძრავი აქვს 5 სიჩქარიანი ავტომატით... ტექნიკურად დიდი განსხვავება არ არის: - სიგრძეში ორივე ერთია (ეფჯი ოოოდნავ მოკლეა) - კლირენსი ორივე 22 სანტიმეტრი - წყალში ორივე გადის 70 სანტიმეტრიანში - პრადოს ნაჭრის სალონი აქვს, ხოლო ეფჯის ოფფროუდისთვის გაზმადებული წყალგაუმტარი რაღაცა მასალის სალონი აქვს + ხალიჩების მაგივრად ყველგან რეზინი - პრადოს აქვს GPS ნავიგაცია და დიდი ტელევიზორი, ეფჯის ჩვეულებრივი მაგნირაფონი, მაგრამ ბლუთუზით (მობილურ ტელეფონს უერთდება და ამუშავებს) - მოცულობა და საბარგული, ორივეს ერთნაირად პატარა აქვს - ეფჯის კი აქვს უკან ნახევარკარი - მაგრამ მგონი დიდი სისულელეაა.... ბავშვი თუ გაეტევა, თორე მე მაგალითად ვერ შევძვრებოდი საინტერესო იყო შემდეგი მომენტი: პრადოს აქვს როგორც ცენტრლაური ბლოკირება, ასევე უკანა ხიდის ბლოკირების ელექტრო რეგულირება; ხოლო ეფჯის - ცენტრალური ბლოკირება ვერ ვუნახე და არც სპეციფიკაციაში არ ეწერა, სამაგიეროდ აქვს უკანა ხიდის ბლოკირება (DIFF LOCK) შიგნითაც ჩავჯექი.... ნუ პრადო გასაგებია.... ეფჯი ცოტა არ იყოს და არ მომეწონა - ხილვადობა აქვს - 0. უკანა პარპრეზი ძალიან ვიწრო და ისიც სათადარიგო საბურავით დაფარულია ნაწილობრივ. წინ კიდე იმდენია ხილვადობა, რომ მინდორში ხეს არ დაეჯახო.... ქალაქში ძალიან მოუხერხებელი მომეჩვენა.... წინა სტოიკები ძალიან სქელია და გვერდიტ მხედველობას ფარავს, ასევე ტორპედო საკმაოდ მაღლაა აწეული და ცხვირის მოცულობასაც თუ დავამატებთ - მარჯვენა კუთხე ფაქტიურად არ ჩანს საერთოდ მოკლედ მე უფრო პრადო მომეწონა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th September 2025 - 07:43 |