ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა, რომელი ძუა სჯობს _ "მონო" თუ დაწნული. ცალსახა პასუხი არ არსებობს, ორივეს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. პატარა, სწრაფ სხარტ თევზებზე მონადირე სპინინგისტის პოზიციიდან მაინც `მონოსკენ~ ვიხრები. დიდი ხნის განმავლობაში დაწნული ძუის ერთგული ვიყავი. მას ახასიათებს სატყუარის გატარებისას შესანიშნავი მგრძნობელობა, იძლევა მსუბუქი სატყუარას დიდ მანძილზე გადაგდების შესაძლებლობს, საკმაოდ ცვეთამედეგია. გარდა ამისა პატივს ვცემდი მის შესანიშნავ წყვეტის გამძლეობას, რის შედეგადაც ყრუ ჩაბმებისას ვობლერებს კიდევ უფრო იშვიათად ვკარგავდი. უტყუარი არგუმენტებია? ვისთვის როგორ. . . ერთ-ერთ გასულ წელს გამოყვანისას თორმეტამდე მსხვილი თევზი გამექცა, მომდევნო წელს კი ისევ `მონოს~ დავუბრუნდი. პირველივე თევზაობებმა დაამტკიცა ჩემი არჩევანის სისწორე _ არცერთი დიდი თევზი აღარ გამქცევია. “მონოს” სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი გამჭვირვალე და ნაკლებად ხილვადია თევზისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა წყალში დიდ თევზზე ნადირობისას. ამავე დროს “მონოს” წელვადობა მშვენივრად ამორტიზაციას უზრუნველყოფს მსხვილი თევზის ინტენსიური წინააღმდეგობისას.
რაც შეეხება დაწნულს, მას ხშირად სხვადასხვა ფერად ღებავენ, შესაძლებელია იგი თევზსაც აფრთხობდეს, ხოლო მისი ამორტიზაციის უქონლობა აშკარად უარყოფითად მოქმედებს თევზის გამოყვანისას. უარყოფითი მხარეებისაგან ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაწნულით თევზაობა სპინინგისტისგან მეტ ყურადღებასა და აუჩქარებლობას მოითხოვს. გარკვეული მოთხოვნები წაეყენება აგრეთვე ჯოხსა და კოჭასაც. ჟოხი აღჭურვილი უნდა იყოს ცვეთამედეგი რგოლებით, კოჭა კი იდეალურად უნდა აწყობდეს ხვიებს და სასურველია აღჭურვილი იყოს ტიტანის ნიტრიდით დაფარული ძუის დამწყობის გორგოლაჭით. არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები. მაგრამ, მიუხედავად ამ უარყოფითი მოვლენებისა დაწნული შეუცვლელია დიდ სიღრმეებზე ჯიგის მეთოდით თევზაობისას, უმჯობესია ტვიჩინგის დროსაც. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
გამარჯობა სუყველას.
რა თევზებს იჭერთ და სად, ერთმა მაინც თქვით ნამიოკად. ის რო, პატარა სატყუარას გადაგდე მოხერხებულია პლეტიონკით კარგია. მაგრამ ვინმემ მიახლოებით მაინც თქვით რამხელაზე. მეტრებში თუ არ შეწუხდებით. მე იმიტომ მინტერესებს რო, თუ საკმარისად შორს ვიქნევთ მეც ვიყიდი მაგ წნულ ძუას როგორმე და ზღვაში მოვსინჯავ ლუფაზე. ჰო მართლა. რომილიღაცამ ოკუნი არ ღებულობსო წნულზე. მასეთი ვარიანტი კინტრიშზეა ორაგულის ჭერის დროს. ამიტომ ერთი ეშმაკობა არის მოფიქრებული. 40-50 სანტიმეტრიან წმინდა მონოლიტი გამოაბეს ტრიალას და ამის შემდეგ წნული იყოს ძირითადი. 40სმ. დიდ დრეკადობას არ მისცემს საიმისოდ რო მგრძნობელობა დაგიკარგოს ხელში. სამაგიეროდ თევზი ვერ ხედავს და უფრო თამამია ტრიალასთან. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 13:03 |