ერთი მეთევზის დღიური |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ერთი მეთევზის დღიური |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
ამ თემაში პოსტვის უფლება აქვს მხოლოდ თემის ავტორს, ნებისმიერი სხვა პოსტი იქნება წაშლილი,
ეს არის მისი სავტორო თემა და გთხოვთ პატივი ეცით, თუ რაიმეს განხილვა გინდათ შესაბამის თემებშიც გააკეთებს იგივე პოსტებს და იქ განიხილეთ ვიტო =================================================== აი ჩემი მშობლიური პრიჩალი ![]() არ ვიცი როდის ააშენს მაგრამ ნამდვილად ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, რაც თავი მახსოვს ასე გამოიყურება პირველად ჩაინგრა 90-იანი წლების დასაწყისში როცა მანდარინს ტვირთავდნენ სატვირთო მანქანიდან სატვირთო გემზე. მას შემდეგ ბევრჯერ გავაკეთეთ მეთევზეებმა თვითნაკეთი დაკიდული ხიდი მაგრამ ყოველთვის ზღვა გვინგრევდა . თანაც მეორე მხარე უფრო და უფრო შორდება ნაპირს ![]() ერთი პერიოდი ვიღაცამ ზედ რესტორანი გააკეთა სახელად ”ნათიას ტივი” და კარგი რკინის კონსტრუქციაც გაუდო ხიდად. მაგრამ რად გინდა დათვრნელ უკრანულ სათევზაო სეინერზე ის ბასიაკები და ამხელა ზღვაში მაინცდამაინც ამ ხიდს დაეტაკენ (წარმოგიდგენიათ!!). მას შემდეგ ხან ნავით გადავდიავართ, ხან კატამარანით, ზოგჯერ სულაც ცურვით ![]() ერთის მხრივ კარგიც არის. ზედმეტი ტვინის მბურღველები აღარ გაწუხებს თევზაობის დროს და მართლაც რო მოწყევეტილი ხარ ამ ცხოვრების სანერვიულოებს. მაგრამ მეორესმხრივ, თუ შუა ხიდზე მოგისწრო შტორმმა მეყოლე ვარდივით. ნავი ვერ მოადგება და მოგიწევს გადმოხტომა წყალში. ამიტომ ჰორიზონტს ყოველთვის უნდა აქცევდე ყურადღებას. ხიდზე გამოსვლის დროს ყველა დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით არის აღსავსე ![]() პრიჩალი ორ სართულიანია და ორივეგან თავისებურად კარგი სათევზაოა. ორივეს თავის თავისი პრივილეგიები აქვს, ქვედა სართულზე ძალიან კარგია ბარაბულკების, ზღვის ოკუნების, ღორჯოების და ქოთეხის ჭერა. ![]() ხანდახან საკუთარი თვალით უყურებ როგორ კიდებტ პირს თევზი შენს სატყუარას ![]() ამასთან ზაფხულში იქ ისე გრილა რომ მთელს ქობულეთში უფრო სასიამოვნო ადგილს ნამდვილად ვერ იშონი ![]() თუმცა უფრო ხშირად ზემოდან ვთევზაობთ. ![]() აქ მოგეცათ ჯანი. ყველაფერი იჭირება სეზონისდა მიხედვით. ყველაზე გავრცელებული სტავრიდკა - მოდის სულ, გარდა თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი ნახევრისა ასევე: ზღვის ოკუნი (იგივე სმარიტკა) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ზღვის კარჩხანა (იგივე ზელენუხა) - მხოლოდ ზაფხულში. ძალიან იშვიათია სარღანა - ოქტომბერი, ნოემბერი ლოფა (იგივე ლიფიორი) - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი სელდი (იგივე სილიოტკა) - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი სკუმბრია - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი კეფალი - მოდის 3 სეზონად პირველი სეზონი -მაისის მეორე ნახევარი ივნისი. მეორე სეზონი - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. მესამე სეზონი დეკემბერი იანვარი. ყოველ სეზონზე განსხვავებული სატყუარათი და ანკესით იჭირება. კამბულა - ნოემბერი, დეკემბერი, ინავარი, თებერვალი, ხანდახან მარტშიც იცის სკატი - არის სულ ზოგიერთი მხოლოდ მისთვის ცნობილი გამონაკლისის გარდა. კატრანი - დეკემბერი იანვარი. სხვადროს იშვიათად ღორჯო დიდი (აზოვის) - მარტი, აპრილი, ნოემბერი ბარაბულკა -ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ზღარბი - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. დრაკონი - არის სულ. უფრო ცხელ სეზონებში კუზანა ქვიშის (იგივე ქოთეხი ვერცხლისფერი) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი კუზანა ქვის (იგივე ქოთეხი იასამნისფერი) ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ნალიმი - ზაფხულის თვეებში, მხოლოდ ღამით. ხამსა - ზაფხული შემოდგომა ზამთარი გარდა ჩამოთვლილისა ვიჭერ კიდე პატარ-პატარა ქარავნის თევზუკებს რომელთა სახელები სამწუხაროდ არ ვიცი. მათ ცოცხლად ვიყენებ სატყუარად. ========================================================================== თუ გადაწყვეტთ მოსვლას, მაშინ ნავის ამბავს ეხლავე აგიხსნით: ნავები გადიან ზღვაში დილით გამთენიისას და შემდეგ იმისდამიხედვით თევზი როგორ მოდის გამოდიან სადილზე ხან 10-11 საათზე ხან 2-3საათზე. მერე რათქმაუნდა ყველა ბრუნდება სახლში შებინდებისას. წოდა უნდა გადაწყვიტო როდის გინდა თევზაობა. დილას, საღამოს თუ მთელი დღე. თუ დილას გინდა, მოხვალ გამთენიისას და იმ 4-5 ნავიდან რომელიც პრიჩალის წინ გადიან ნებისმიერი გაგიყოლიებს პრიჩალამდე და დაგტოვებს, სადილამდე. თუ საღამოს გინდა მოდი 12- საათზე და და სადილიდან დაბრუნებულები ან მიმავლები გადაგიყვანენ. მაგრამ მერე საღამომდე იქ უნდა იყო. თუ მთელი დღით აპირებ მაშინ წამოიღე სადილითან და მოდი გამთენიისას. გაითვალისწინე თუ შტორმი ამოიჭრა იმდენად სწრაფად რომ ნავებმა ნაპირთან ტალღების მომეტებამდე ვერ მოასწრეს, მაშინ ნავთან ვეღარავინ მოადგება იმიტომ, რომ ტალღამიახეთქებს ნავს პრიჩალზე და დაამტვრევ. ასე რომ ამ შემთხვავაში მოგიწევს ...ამპრედუზო მედუზოოო... ![]() =========================================================================== ბოლოს ვითევზავე შაბათს და კარგი სარღანები ვიჭირე. იმ დღეს დინება დაემთხვა და იმიტომ გააქტიურდა მტაცებელი. პატარა სტავრიტკები ბრინჯივით მოდიოდა, მაგრამ მე მარტო სარღანას ჩავაცივდი და დავიჭირე ასე 30-35 ცალი 2 საათამდე. მეორე ანკესი კამბულაზე მქონდა გადაგდებული მაგრამ არაფერი. ერთ კვირიანი შტორმის მერე ერთი დღეც არ იყო გასული, ამიტომ ფსკერზე ლაფი ჯერ არ იყო დამჯდარი და იმიტომ არ მოვიდა ფსკერის თევზი. თუმცა ხიდის ქვეშ ტიპმა მართლა გიგანტი ღორჯოები დაიჭირა 3 ცალი. ასე მტკაველნახევარი სიგრძის იქნებოდნენ. ეგეთების უხა სუ კანკალს დაგაწყებიებს სიამოვნებისგან. ეხლა მომავალ შაბათ კვირას ველოდები მაგრამ მეტეოჯიმ წვიმა იქნებაო. იმედია ცდება. შაბათს იმედი მაქვს სარღანა კიდე იქნება. ისე განსაკუთრებიტ სკუმბრიას ველოდები. აგვიანებს წელს ძალიან. პრიჩალზე მაგაზი უფრო ბავეკი თევზაობა არაფერზეა. ნამდვილი ომი უნდა გაუჩაღო ძალაშიც და ნებისყოფაშიც. ![]() ========================================================================== სკუმბრია ორიოდე სიტყვით ჩემს მშობლიურ პრიჩალზე სპინინგით სკუმბრიაზე თევზაობის შესახებ მოგახსენებთ. რადგან ეს თევზი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს გულში სკუმბრია ნავში ჯერ კიდე სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა. ნავში როცა სტავრიდაზე თევზაობ მაშინ იცის გამოკიდება. მაგრამ სტავრიდის პავადოკი რადგან გაქვს სკუმბრია მას წყვიტავს. თუ გაგიმართლა და 300 გრამზე პატარები მოყვა 2 ცალამდე, მაშინ გაქვს შანსი ამოიყვანო. მაგრამ ამის მერე პავადოკი ან ივარგებს ან არა. პრიჩალზე სხვა ამბავია. თუ მოსული ხარ უბრალოდ თევზის საჭერად მაშინ სკუმბრიაზე არავინ იქნევს. რადგან სკუმბრიაზე მარტო სპორტული ჟინით უნდა იყო რო ითევზაო. პრიჩალზე სექტემბრიდან უკვე მოსალოდნელია სკუმბრიის მოსვლა და ნოემბრის შუა რიცხვებამდე ნამდვილად ჩერდება, ამის შემდეგ უკვე ყოველ წელიწადს თავისებურად. ეხლა როგორ უნდა ითევზაო: უნდა გქონდეს ისეთი სპინინგი რომლითას 30-40- გრამის ტყვიას რაც შეიძლება შორს გადააგდებ. ამასთან ძირითადი ძუა არ უნდა იყოს 0.35მმ.-ზე ნაკლები პავადოკიც შეგიძლია იგივე სიმსხო გააკეთო მაგრამ უფრო გირჩევთ 0.25მმ. ძალიან სუფთა ძუას. დრეკადობას დიდი მნიშვნელობა არ ქვს. კავები აცმული უნდა იყოს ისევე როგორც სტავრიდის პავადოკია, ოღონდ დიდი, გრძელღერძიანი, უყუნწო და ბრჭყვიალა კავებით, ამასთან უკეთესია თუ კავები არ იქნება მძიმე ლითონისგან და სქელი მავთულისგან გაკეთებული. ჯობია დიდი ზომის მაგრამ თხელი და მჩატე იყოს. რადგან დიდი ზომის კავებია ხოლო პავადოკის სიგრძე შენი სპინინგის 3/4 უნდა შეადგენდეს, პავადოკზე ყენდება 7-დან 9 კავამდე. შეგიძლია ბუმბულის დაბნევაც, ეს ხშირად მაგრად ჭრის (ანუ მოდის). არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კავზე არაფერი ფერადი. მხოლოდ თეთრი ან სარკისებრად ბრჭყვიალა. სიმძიმე განსაკუთრებული საკითხია. სამწუხაროდ ფოტო არ მაქვს და არც ტელეფონზე მაქვს გადამღები მაგრამ აგიხსნი რამდენიც შემიძლია სიმძიმეს 3 მთავარი პრინციპია: 1. უნდა იყოს იმისიმძემე რომ პავადოკი გადაგაგდებინოს რაც შეიძლება შორს ამასთან 0.25მმ. ძუა არ გაგიწყვიტოს როგორც წესი 25-35 გრ. ამიტომ არის თხელი და მჩატე კავები საჭირო რომ ნაკლებად დაგიტორმუზოს გადაგდებისას პავადოკი. 2. უნდა იყოს ამრეკლი ზედაპირის ანუ სარკესავით, მას წყალში 4-5 მეტრ სიღრმეზე მზის ანარეკლი უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად ნათელი, რომ სკუმბრიას რაც შეიძლება შორს მოხვდეს თვალში არეკლი სხივი. ამისათვის ტყვიას ვასხამთ 6-7 სმ. სიგრძის და სანტიმეტრ-სანტიმეტრნახევარი სიმსხვილის ლატუნის მონიკელებულ რადიო ანტენის ნაჭერში. თან ბოლოში ყუნწისათვის ვუყენებთ უჟანგავი ტროსის რამოდინემე წვერს. 3. ტყვიას არ უნდა ჰქონდეს მბასრი და წაბრტყელებული მხარეები. რადგან გადაგდების დროს არ ჰქონდეს ჰაერთან დიდი წინაღობა, ასევე წყალში უკან გამოტარებისას არ აბრზრიალდეს (აქ ასევე მნიშვნელოვანია კავების სიმჩატე და სითხელე დიდი ზომების მიუხედავად). როცა სკუმბრია დაებება, განსაკუთრებით რამოდენიმე ერთად აუცილებლად ათასნაირად დაგრიხავს შენს პავადოკს სანამ 30-40 მეტრს გამოატარებ, ამიტომ თუ ტყვიას მბასრი კუთხეები აქვს სადმე ძუას გადაგიწყვეტს. ამიტომ გვერდები შემოუქლიბეთ. როგორც წესი სკუმბრიას უყვარს როცა ნახევრად ავდარია მაგრამ არაფერი სერიოზული, ამასთან წყალი არ უნდა იყოს ამღვრეული. განსაკუთრებით მოდის დილის საათებში. თუმცა არც დღის სხვა დროს ღირს ხელის ჩაქნევა. გაფრთხილებთ სკუმბრიას ხიდზე ვერ დაიჭერთ ბევრს. ამიტომ ვინც სტავრიტკაზეა მიჩვეული ბევრ ჭერას მას გაუჭირდება სკუმბრიაზე თევზაობის რეჟიმი. ასევე ვაფრთხილებთ ნაჟივკით თევზაობის მოყვარულებს, სკუმბრიაზე თევზაობისას დაივიწყეთ დასვენება. აქ ნამდვილი მარაფონისტის მონაცემები გჭირდებათ. ვიმეორებ სკუმბრიაზე თევზაობა მხოლოდ სპორტული ჟინით ღირს. რაც შეეხება თევზაობის სტილს: მოდიხარ დილით გათენებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხსნი პავადოკს და სპინინგს. დგები პრიჩალის ზედა იარუსზე სულ ბოლოში (სიღრმისკენ) და ისვრი პავადოკს იმისიშორეზე რაც ძალი და ჭაპანი გაქვს . მაგრამ თან მეორე ხელს კატუშკასთან ახლოს ტოვებ რადგან როგორც კი ტყვია წყალს შეეხება ხელათ უნდა გააჩერო და ჩაკეტო კოჭა. ტყვიის წყლის ზედაპირზე შეხებიდან 3-4 წამში ( როგორც კი ძუა გასწორდება) სპინინგს ქაჩავ უკან რამდენზეც მკლავი და ჯოხი გამოდის. ამ დროს პავადოკი, რომელმაც უკვე მოასწრო დაახლოებით 3-4 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა მაქსიამლური სიჩქარით ამოდის თითქმის ზედაპირზე. ისევ მიუწევ ჯოხს წინ რო მიუშვა ტყვია. დაიძიროს ისევ 3-4 მტრზე, პარალელურად კოჭათი ვახვევთ მორჩენილ ძუას და ისევ მაქსიმალური სიჩქარით ამოქაჩავ შენკენ, რითაც ისევ ამოიტან ტყვიას ზედაპირთან. ასე უნდა იმეორო სანამ პავადოკი არ მოვა შენთა. ან სპინინგი არ დაიკვნესებს "ვაიმე ნანაო". რადგან როცა სკუმბრია ამ სიჩქარეებზე ებმება პავადოკს, ხელში ისეთი შეგრძნება გაგქვს თითქოს იდატყვი უკან ბეტონს მიარტყი მთელი ძალით. დამიჯერეთ ამ დროს გული ლამის ამოგივარდეს ისე ფეთქვას ენდორფინი. სკუმბრიისთვის მნიშვნელოვანია რომ სატყუარა (პავადოკი) მოძრაობდეს ძლიერი რივოკებით. ამ დროს ის ძალიან ჰგავს ლიფსიტის ქარავანზე დადევნებულ სტავრიდის ან სილიოტკის ქარავანს და სკუმბრიაც ზუასტად ამას დაეძებს ზღვაში. სკუმბრია ასეთ ბატალიებს სუფთა და მზიან წაყალში კარგი 10-15 მეტრის სიშორიდან ამჩნევს და სანამ შენი ერთი მოქაჩვის დასაწყისიდან, მის მკლავის ბოლომდე მისვალამდე, ასწრებს ამ მაძილის დაფარვას და შენი პადსეჩკის (მოქაჩვის) შუაგზაში გზაგადაჭრის ტრაექტორიით დაკავებას. ამოყვანისას მოგატარებს მთელი ზღვისმხარე ნახევარსფეროს სანამ მოიყვან პრიჩალამდე. დამიჯერეთ, ანკესზე დაბმიდან ასე ჩქარა და დიდ მანძილზე მოცურავე თევზს საქართველოს ვერცერთ სხვა თევზი შეედრება. ჰუჰ დავიღალე დანარჩენი მერე აგერ ჩემი ორი წლის უკან თევზაობაზე უცნობი რიბაკის გადაღებულეები ![]() ![]() ![]() დააკვირდით ამინდს. ასეთი ძალიან უყვარს სკუმბრიას აქ პატარა სკუმბრიებია ასე 300 გრამამდე. ისე კილოიანიც კი მიჭერია. ზოგადად საშუალოდ ნახევარკილოიანები იცის ხოლმე, პლიუს-მინუს 200 გრამი ========================================================================== ![]() რაც შეეხება ზღვის ჭიას (ეგრედწოდებულ მარსკოი ჩერვს) ეს ჭია ჩემს პრიჩალზე ნამდვილი პანაცეაა. მასზე მოდის ყველაფერი რაც კი რამე კიდებს ნაჟივკას პირს. გარდა კამბულა, კატრანი და სკატისა. ამ ჭიაზე იმდენად კარგად მოდის თევზი რომ ეს მის ნაკლად გადაიქცა. სამქე იმაშია რომ მიუხედავად იმისა რომ მასზე საუკეთესო თევზე მოდის მაინც ძნელი ხდება მისი დანიშნულებიდ გამოყენება, იმის გამო რომ აბსოლიტურად ყველა თევზი რომიც კი ახლოა დასწრებაზე ეძგერება მას. შესაბამისად შენ რო თევზის ჭერა გინდა, მაგალითად ქოთეხის ან კეფალის ის ვეღარ ასწრებს ამ პატარა ნაბიჭვრებს. თევიდან გიხარია, ჩაგდებისთანავე ეცემა ოკუნი, ბარაბულკა, სტავრიდკა, შპარიცა და კიდევ ვინ იცის რაა არა, მაგრამ ბოლოს როცა ერთი 50 ცალ ჭიას დახარჯავ და ბოლოსდაბოლოს მოუწევს ერთ რომელი მე ბრონტოზაურს როგრიცა 2-3 კილოიანი ქოთეხი ან 5-6 კილოიანი ლობანი მაშინ მიხვდები რა ტყუილად გიხარჯია ჭია. ასეთი ლაფსუსისგან თავის დაცვა მხოლოდ ერთია - ითევზავე მაში როცა პატარა თევზები არა არის. ანუ ან სეზონი შეურჩიე ან ღამით ითევზავე. მართალია მთლიანად თავს ვერ დააღწევ პატარებს მაგრამ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქთება ტყუილი ჯაფა. ეხლა აგიხსნით ჩემს მშობლიურ პრიჩალზე როდის რა თევზი და როგორ იჭირება ზღვის ჭიით. მივყვები სეზონის თანმიმდევრობით -იწყება ყველაფერი ივნისში ლობანით (კეფალი). აკეთებ კლასიკურ ზღვის პავადოკს ნაჟივკისთვის. ანუ ქვემოთ ტყვია, ძუა 0.25მმ. ან 0.30მმ., კავი შავი თხელი (ჭია ნაკლებად ზიანდება) 3- 4 ცალი დაწყებული ტყვიასთან ახლოდან და ერთმანეთისგან დაშორებული მტკაველნახევრით ზემოთ მოყოლებული. კავს ყუნწი გაუკეთეთ დაახლოებით გრძელი თითის სიგრძე. სპინინგი ჯობია ნელი იყოს ანუ ძლიერ დრეკადი და დიდი წონის გამძლე. კოჭა დიდი მნიშვნელობა არ აქვს მთავიარია ძუა ამოგიხვის ნორმალურად, გაქნევა არაა საჭირო იქვე უშვებ 3-5 მეტრის მოშორებით. ასეთნაირად მოდის ხოლმე ლობანები 4-5 კილოგრამიანი, რომლის 8-9 მტრი სიღრმიდან ამოყვანა სახუმარო საქმე არ გეგონოთ. ისე კარგი იქნება თუ კოჭაზე ფრიქციონი მუშაობს კარგად (რომელიც ძუას ავტომატურად მიუშვებს ზედმეტი დატვირთვის შემთხვევაში). - შემდეგ მთელი ზაფხულის განმავლობაში მასზე მოდის ყველა წვრილი სახის თევზი და ასევე ქოთეხი და კეფალი (შავთვალა). პავადოკი აბსოლიტურად იგივეა რაც ლობანის შემთხვევაში. სირთულე იმაში მდგომარეობს (გარდა პატარა თევზების თავშეწყენისა) რომ ზაფხულში დიდი რაოდენობით ორფეხა 50-150 კილოგრამიანი თევზები გიშლის ხელს ძალიან ![]() ![]() ![]() - შემოდგომის მეორე ნახევარში პატარა თევზები კლებულობს რომლებიც ზღვის ჭიას გიჭამს და ორ ფეხა თევზებიც რომელიც თვალის ჭიას გიხარებს :small3d012: და ყურადღებას გიფანტავს. ამიტომ ამ დროს ძალიან კარგია ზღვის ჭიით პრიჩალიდან ქოთეხსა და კეფალზე (შავთვალა) თევზაობა მსურველებს გაფრთხილებთ 100% გარანტირებული ჭერა მხოლოდ აკვარიუმში საჩოკით ან ბაზარში საფულით. ჩემს მშობლიურ ხიდზე კი მოულოდნელობისთვის ყოველთვის იყავით მზად. ისე მე პირადა ზღვის ჭიას პალიასტომის ტბაში ვიღებ მშრალ ხიდთან. შევდივარ წელამდე წყალში ლაფათქით და ხის სილის საცერით ორი ან მეტი კაცი. ვიღებ ლაფათქით წყლის ფსკერიდან სავსე ლაფათქა სილას და საცერში ვუშვებთ. საჩერი ნახევრად ჩაყოფილი უნდა იყოს წყალში და ისე გამორეცხო უნდა სილა შიგნიდან. თუ გაგიმართლა თიტო ლაფათქის პირზე 2-3 მოზრდილი ზღვის ჭია მოგყვება. მაგარი ძნელი სამუშაოა. ამიტომაც ფასობს ჩვეში ძალიან მაგაზე თევზაობა. ეხლა ზღვის ჭიით პრიჩალზე გარდა ბარაბულკის სტავრიდის, ოკუნის, ღორჟოს გარდა ქვიშის ქოთეხი და შავთვალა კეფალის ჭერა შეიძლება. თუ გინდა რო არ შეგაწუხოს პატარებმა ხიდის უფრო შუა წელთან ახლოს უნდა გაიქნიო ნაპირის გასწვრივ. პავადოკი ჟობია მაღალი არ იყოს. ამ დროს მიწასთან ძან ახლოს დადის კეფალიც და ქოთეხიც. გისურვებ ბევრ ნადავლს და იმედი მაქვს მალე მოხვალ სათევზაოთ. იმედია მეც იქ ვიქნები იმ დროს ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
=====================================================================
ლიფიორას შესახებ http://i027.radikal.ru/0909/0a/65795a0f3fce.jpg ლიფიორას ყოველ წელიწადს ვიჭერ ქობულეთის პრიჩალიდან, აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ჩათვლით. ამისთანა აგრესიული თევზი შავ ზღვაში მეორე არ მეგულება. ნამდვილი სეკატორია. ერთხელ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ ეცა წყლის ზედაპირზე მცურავ საშუალო ზომის (მტკაველი სიგრძის) სტავრიდას ქვემოდან ამოვარდნით ლუფა და მხოლოდ თავი დატოვა სტავრიდის. წამის შემდეგ მეორე ამოვარდა და ის თავიც გაქრა ზედაპირიდან. ამსთან მე ვიცოდი რო ეს ლოფა იქნებოდა თორე ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რო მხოლოდ ლანდის მოკვრას მოვასწარი თვალი და არა თვითონ ლუფასი. არა მცოდნე რო შესწრებოდა ამ სცენას გაიფიქრებდა რო სტავრიდას თავიდან ქვემოთ გაუქრა ტანი, რაღას ჰოლივუდური სპეცეფექტებით და შემდეგ თვითონ თავიც აორთქლდა. ეხლა რაც შეეხება მასზე თევზაობას, ანუ თუ როგორ ვთევზაობთ ლუფაზე ქობულეთის პრიჩალზე: პირველ რიგში გეტყვით, რომ დიდ ლუფების ჭერა ჩვენთან შიძლება, მაგრამ მე პირადად ჯერ კიდე ვერ ამომიხსნია ამოცანა როგორ მივაღწიო ამას. დიდ ლუფას კბილები აქვს თეთრი ემალისფერი როგორ კაცს. იგი სულ რამოდენიმეჯერ მყავს დაჭერილი შემთხვევითობის წყალობით (როგორიც მაგალითად შემთხვეით გვერში გამოდება არის). ჩვენ მას ვიჭერთ ისევ და ისევ სტავრიდაზე სათევზაო პავადოკის მსგავსით. მხოლოდ ერთი განსხვავებით, კერძოდ კავები უნდა შევურჩიოთ ძალიან გრძელი ყუნწებით. ეხლა ძალიან ჭირს ეგეთი კავების პოვნა. ჩემს ბავშვობაში მახს იყიდებოდა მგრვალ ნაცრისფელ პლასმასის კოლოფში ნიკელის ფერი ძალიან გრძელღეძა უყუნწო კავები, რომელიც ზღვაში 2 საათის (!) შემდეგ იმდენად იჟანგებოდა რომ მის ნიკელის ფერისგან აღარაფერი რჩებოდა. და არც იყო საჭირო მეტხან გაძლება, რადგან პავადოკი მაინც ვერ ძლებდა. მახსოვს თითო თევზაობაზე, რომელიც გამთენიიდან 2-3 საათი გრძელდებოდა 5 პავადოკი დამიხარჯია და ეს ჩვეულებრივი ამბავიი იყო. დამიხარჯია მეთქი ტყვილა არ ვახსენე. საქე იმაშია რომ, როცა ლიფიორი მოდის პრიჩალზე, ყველამ იცის ნებისმიერ პავადოკს სახლში დაბრუნება აღარ უწერია. თევზაობის დროს, როცა ლუფა ბრჭყვიალა კავს დაედევნება, ის კავის გადაყლაპვას კი არ ცდილობს, როგორც მტაცებელთა უმეტესობა არამედ კბილებით გადაჭრას ლამობს პირველი ჩავლებით. ამ დროს თუ შენი კავი თუ გადავიდა მთლიანად ლუფას პირჩი,ძუას გადაჭრის პირწმინდად. ამიტომ არის კარგი ძალიან გრძელი კავები, რადგან მთლიანად ვერ გადავიდეს ლუფას პირში და მხოლოდ კავის ღერძი მოყვეს კბილებში. ერთი შეხედვით პრობლემა მოგვარებულია მაგრამ საქმე არც მთლად მასე იოლადაა და აი რატომ: პავადოკს დადევნებული ლუფას ქარავანი ხშირად ურთიერთ დასწრების მცდელობისას აცილებენ პირს კავს და კბილები არა კავს არამედ ძუაზე, პავადოკის ძირითად ღეძზე მოდის, რაც გამოგასალმებს ჩვენს ქებულ პავადოკს სამუდამოდ. ჩვენ კი ის დაგვრჩენია მომდევნო პავადოკი ამოვიღოთ, დაუგოთ და ცოტახანს კიდე განვაგრძოთ თევზაობა. თქვენ იტყვით: რატო ყანყალათი ან სილიკონით არ შიძლება ითევზაოო? შეიძლება, როგორ არ შეიძლება ყანყალათიც და სილიკონითაც თევზაობა, მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები: სიჩქარე, სიღრმე და სიშორე. როგორც ერთხელ უკვა სადღაც დავწერე - სულ სხვა მაშტაბებია ზღვაში. პირველ რიგში სიჩქარე: ლუფა არავითარ შემთხვევაში არ არის ლეშის მჭამელი. ლუფა რომ რაიმეთი დაინტერესდეს, ის უნდა იყოს სხარტად მოცურავე და მასზე პატარა თუ არა მისი ტოლაზე მეტი არ უნდა იყოს. ე.ი. მისდევს ჩქარა მოცურავე, ვერცხლისფერად მბზინავ და არა მასზე დიდ ობიექტს. მერო სიღრმე: ლუფას პრიჩალზე ვიჭერთ 6-დან 10-14 მ. სიღრმეზე. იმხელაზე რა ყანყალა და სილიკონი უნდა ატარო, ან რო გადააგდებ რამდენი უნდა უცადო როდის ჩავა იმ სიღრმეზე და სიშორე - რამხელაზე შეიძლება გადააგდო სატყუარა, რომ მაღალ სიჩქარით წამოღებისას საკმარისი დროის განმავლობაში იყოს იგი მუშა ტერიტორიაზე ლუფასთან. მივიღეთ შემდეგი: სპინინგის სატყუარის გამოტარების ტრაექტორიიდან გაომდინარე ვერ ვღებულობთ საკმარის ეფიქტიანობას საიმისოდ, რომ რაღაც თითო მტკაველიანი ლუფები ვიჭიროთ სკაკმარისი რაოდენობით იმისათვის, რომ გაეჯიბროს ადგილობრივი მეთოდით თევზაობას. რომლის სახელი მე ნამდვილად არ ვიცი რა უნდა იყოს სათევზაო ტერმინებში. ადგილობრი მეთოდით თევზაობის ეფექტიანობა შემდეგშია: 1. მთავარი, შესაძლებლობა ერთ ამოყვანით ამოიყვანო რამოდენიმე ლუფა ერთდროულად, რასაც ვერაფრით ვიტყვით სასპინიგე სატყუარაზე. 2. პავადოკის გადაგდება ხდება საკმაოდ შორს და გამოტარებას აქვს ვერტიკალურად ზიგზაგისებრი ტრაექტორია მაღალი სინუსოიდით, რაც სპინიგთან შედარებით სატყუარას გავლილ მანძილს და შესაბამისად დროს, ლუფასგან მუშა ტერიტორიაზე ზრდის რამოდენიმეჯერ. რა თქმა უნდა მინუსიც შესამჩნევია - დაკარგული ბევრი კავები და პავადოკები. -------- მართალია ლუფას სეზონი ახლახან გავიდა, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ მომავალ სეზონამდე ინტერესი არ გაქრება და ეწვევით ჩემს მშობლიურ პრიჩალს. განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი კომპეტენტური ექსპერიმენტები რა შედეგებით გამოიჩენს თავს. რაც მთავარია ლუფა არის და თანაც ბლომად. გელოდებით აგვისტოს მეორე ნახევრიდან პრიჩალზე, ერთად ამოვხსანთ ამოცანა. --------- როცა ლიფიორა მოდიოდა და კილონახევრამდე დავიჭირდი, მერე გადავედი რამოდენიმეჯერ ექსპერიმენტებზე. სატყუარები მაინდამაინც ბევრი ნაირნაირები არ მქონია. მქონდა რა: სასუალო ზომის ყანყალა და ტრიალა, პატარა ზომის ყანყალა ტრიალა, სილიკონი და ვობლერი. ეხლავე აგირხსნით როგორ აიღო: აიღო მხოლოდ მაშინ როცა მძლავრი დინება იყო, ძალიან პატარა (მგონი საკალმახე იყო) ტრიალაზე. ტრიალა მიბნეული იყო დაახლოებით 30 სმ. სიგრძის 0.16მმ. დიამეტრის წმინდა მონოლითზე. ძირითადი ძუა კი იყო 0.3 მონოლითი. ვიდექი პრიჩალის დაბლა იარუსზე და გადავაგდე ტრიალა დინების მიმართულებით, რამხელაზეც შემეძლო. დაველოდე (კარგახანი დამჭირდა) სანამ ტრიალა ფსკერამდე (ზღვაში არაფერს მოედება) არ დავიდა და დავიწყე გამოტარება შედარებით დაბალი სიჩქარით. უკვე ზემოთ რო გამოჩნდა დავინახე როგორ რამოდენიმე ლიფიორა მივარდებოდა მიიტანდა ცხვირს და უკან გავარდებოდა მორიგეობით. ამიტომ ავდექოდა მეორე ჩაგდებაზე უფრო დიდი დრო ვაცალე, დინებას რო შორს წაეღო ტრიალა და ამასთან 10გრ.-ანი ტყვია დავაბნიე ძირითადი ძუაისა და წმინდა ძუის გადაკოჭვის ადგილზე. წამოვიღე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარით და სადღაც ორი მესამედი უკვე გამოტანილი მქონდა რო მტკაველზე ოდნავ დიდი ლიფიორა ამოვიყვანე. იმ დღეს ასეთი თევზაობით 4 ცალი 1 საათის განმავლობაში დავიჭირე. სუ ტყუფის ცალივით ერთნაირები. მერე ისიც გადამიჭრეს მაგ საცელავებმა ![]() ეხლა სხვებმა რა ქნეს: ვობლერი კარგად თამაშობს და ამსთან გრძელი ენის წყალობით სიღრმე იდეალურათ უჭირავს, მაგრამ ჩქარა როგორც კი წამოიყვან თამაში ირღვევა და ეფექტი ნულზე დადის. სანამ თამაშობს მივა ლიფიორა (ეს სულ ერთხელ შევამჩნიე) მიიტან ცხვირს ახლოს ვობლერთან და გაბრუნდება უკან. ქაქნქარა სამწუხაროდ არ მქონდა საკმარისად პატარა სამკვავათი. ლიფიორას კი არ აქვს ქარიყლაპიასნაირი ნიანგის ზომა პირი. მეც მაგას დავაბრალე უშედეგობა და თანაც ბევრჯერ არც მისინჯია. რო გავჯიუტებოდი იქნებ რაიმე შედეგი გამომეღო. სილიკონი მე მომიტანა ჩემმა თბილისელმა ამხანაგმა, თან მასწავლა მისი კავზე დაბნევა, მაგრამ მაგას მემგონი ჟიგი ქვია, როგორც ამ ფორუმზე წავიკითხე. სილიკონი წითელი ფერის იყო და იგი მე პავადოკის სახით ავაცვი 5 ცალი. ვთევზაობდი როგორც ადგილობრივი ტრადიციით თევზაობით. ყველა მეორე ამოქაჩვა გაშვებაზე (პატსეჩკაზე) უძაძგურებდა. მეთქვი ახლა დაებება ახლა დაებება მეთქი, მაგრამ ბოლოს მომწყინდა და ამოვიღე. ამოვიღე და ჰოი საოცრებავ. ყველა ჟიგი იყო ისეთნაირად დაკბილული, დასაცერებული გეგონებოდა. ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 00:41 |