ქობულეთის პრიჩალი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქობულეთის პრიჩალი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
აი ჩემი მშობლიური პრიჩალი
![]() არ ვიცი როდის ააშენს მაგრამ ნამდვილად ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, რაც თავი მახსოვს ასე გამოიყურება პირველად ჩაინგრა 90-იანი წლების დასაწყისში როცა მანდარინს ტვირთავდნენ სატვირთო მანქანიდან სატვირთო გემზე. მას შემდეგ ბევრჯერ გავაკეთეთ მეთევზეებმა თვითნაკეთი დაკიდული ხიდი მაგრამ ყოველთვის ზღვა გვინგრევდა . თანაც მეორე მხარე უფრო და უფრო შორდება ნაპირს ![]() ერთი პერიოდი ვიღაცამ ზედ რესტორანი გააკეთა სახელად ”ნათიას ტივი” და კარგი რკინის კონსტრუქციაც გაუდო ხიდად. მაგრამ რად გინდა დათვრნელ უკრანულ სათევზაო სეინერზე ის ბასიაკები და ამხელა ზღვაში მაინცდამაინც ამ ხიდს დაეტაკენ (წარმოგიდგენიათ!!). მას შემდეგ ხან ნავით გადავდიავართ სათევზაოდ ხან კატამარანით ![]() ერთის მხრივ კარგიც არის. ზედმეტი ტვინის მბურღველები აღარ გაწუხებს თევზაობის დროს და მართლაც რო მოწყევეტილი ხარ ამ ცხოვრების სანერვიულოებს. მაგრამმეორესმხრივ, თუ შუა ხიდზე მოგისწრო შტორმმა მეყოლე ვარდივით. ნავი ვერ მოადგება და მოგიწევს გადმოხტომა წყალში ხიდზე გამოსვლის დროს ყველა დიდი ენთუზიით და სიხარულით არის სავსე ![]() პრიჩალი ორ სართულიანია და ორივეგან თავისებურად კარგი სათევზაოა, ორივეს თავის თავისი პრივილეგიები აქვს, ქვედა სართულზე ძალიან კარგია ბარაბულკების, ზღვის ოკუნების, ღორჯოების და ქოთეხის ჭერა. ![]() ხანდახან საკუთარი თვალით უყურებ როგორ კიდებტ პირს თევზი შენს სატყუარას ![]() ამასთან ზაფხულში იქ ისე გრილა რომ მთელს ქობულეთში უფრო სასიამოვნო ადგილს ნამდვილად ვერ იშონი ![]() თუმცა უფრო ხშირად ზემოდან ვთევზაობთ. ![]() აქ მოგეცა ჯანი. ყველაფერი იჭირება სეზონისდა მიხედვით ყველაზე გავრცელებული სტავრიდკა - მოდის სულ, გარდა თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი ნახევრისა ასევე: ზღვის ოკუნი (იგივე სმარიტკა) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი სარღანა - ოქტომბერი, ნოემბერი ლოფა (იგივე ლიფიორი) - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი სელდი (იგივე სილიოტკა) - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი სკუმბრია - ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი კეფალი - მოდის 3 სეზონად პირველი სეზონი -მაისის მეორე ნახევარი ივნისი. მეორე სეზონი - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. მესამე სეზონი დეკემბერი იანვარი. ყოველ სეზონზე განსხვავებული სატყუარათი და ანკესით იჭირება. კამბულა - ნომბერი, დეკემბერი, ინავარი, თებერვალი, ხანდახან მარტშიც იცის სკატი - არის სულ ზოგიერთი მხოლოდ მისთვის ცნობილი გამონაკლისის გარდა. კატრანი - დეკემბერი იანვარი. სხვადროს იშვიათად ღორჯო დიდი (აზოვის) - მარტი, აპრილი, ნოემბერი ბარაბულკა -ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ზღარბი - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. დრაკონი - არის სულ. უფრო ცხელ სეზონებში ქოთეხი ქვიშის (ვერცხლისფერი) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ქოთეხი ქვის (იასამნისფერი) ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ნალიმი - ზაფხულის თვეებში, მხოლოდ ღამით. ხამსა - ივლის, აგვისტოსა და შემდეგ მთელი ზამთარი გარდა ჩამოთვლილისა ვიჭერ კიდე პატარ-პატარა ქარავნის თევზუკებს რომელსაც ცოცხლად ვიყენებ სატყუარად დიდი სტავრიტკებისა და იასამნისფერ ქოთეხის საჭერად. ასე რომ გვეწვიეთ ქობულეთის პრიჩალზე და იჭირეთ თევზები ჩვენთან ერთად |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
==================================
2009 წელი, 5 ნოემბერი, პარასკევი, ქობულეთი, პრიჩალი. ამინდის პროგნოზში ვნახე - შაბათიდან ერთი კვირა ავდარი იქნებაო. ვერ მოვითმინე და პარასკევს სამსახურის მაგიერ დილით სათევზაოდ წასვლა გადავწყვიტე. ![]() http://radikal.ru/F/i048.radikal.ru/0911/0...64307d.jpg.html მშვენიერი ამინდი იყო ამ დღეს. დილით მე და ჩემი ამხანაგი გათენებამდე გავედით პრიჩალზე . იქ უკვე გველოდებოდა კიდე ორი მეთევზე. ყველა ერთად ველოდებოდით ზღვაში ნავით მიმავალ მეთევზეებს. რომლებიც უკვე იქ იყვნენ, უბრალოდ ერთერთი ნიჩბებისთვის იყო გაგზავნი მოსატანად. როგორც კი ინათა ჩვენ უკვე პრიჩალზე ვიყავით და ანკესებს ვშლიდით. პირველი რასაც დავაკვირდით, არის თუ არა დინება და როგორია. ![]() დინება საერთოდ არ იყო, რაც ცუდად მაქვს დაცდილი. სუყველამ გახსნეს სტავრიდის პავადოკები რათა დაგვეჭირა სატყურად დასაჭრელი მთელი დღის საყოფი სტავრიდა. მაგრამ მე პირადად განსვავებულად მოვიქეცი. გავხსენი სკუმბრიის პავადოკი და პირდაპირ შეუდექი მუშაობას. ხანდახან ვჩერდებოდი ხოლმე რო გამეხსნა კამბულის და ღორჯოს ანკესები. ![]() სკუმბრიას 9 საათამდე არ მოვშორებივარ. მაგრამ ერთიც არ გამომკიდებია. არც გამკვირვებია, რადგან არ იყო სკუმბრიის არც ამინდი არც წყალი. ზღვა სტეკლოსავით სუფთა კი იყო, მაგრამ სტეკლოსავითვე უძრავი. მხოლოდ რამოდენიმე სარღანა მოვატყუე და სულ ეს იყო. ერთიც შემთხვევით მოხეტიალე კეფალს გამოედო გვერდში. არც სხვებს უმართლებდა. სტავრიდა ძალიან ცოტა მოვიდა, მიუხედავად იმისა რო საკუთარი თვალით ვხედავდით როგორ იყო გაბნელებული წყალი სტავრიდკით. არ ღებულობდა რა!! სამაგიეროდ ვინც სარღანაზე გადავიდა იმათმა დაიჭირეს რამოდენიმე კარგი ზომის სარღანა. ერთი მეთევზე თავიდანვე ქორჭილაზე თევზაობდა და დაიჭირა კიდეც საშუალო ზომის ქორჭილები. ![]() მეც გადავედი სკუმბრიიდან სტავრიდის პავადოკზე; დავიჭირე რამოდენიმე; დავჭერი; დავაგე ანკესებზე და მოვისროლე. ასე დავიჭირე რამოდენიმე ზღვის ქორჭილა და ორი დრაკონი. ხოლო ღორჯოს ანკესმა ერთი არაუშავს ზომის ღორჯო დაიჭირა და ერთიც ზღარბი. ![]() ![]() კამბულას ანკესი სულ უშედეგო გამოდგა. ვერც სკატი დაიჭირა, ვერც კატრანი. კამბულას რო თავი დავანებოთ. აი მთელი ნადავლი დღის 12 საათამდე ![]() ნავში მოთევზავემ, რომელმაც ჩვენ პრიჩალიდან გამოგვიყვანა, დაიჭირა აი ეს. ![]() პატივცემულო მეთევზეებო, ეს თევზი თუ დაიჭირეთ, აუცილებლად გაუშვით უკან ზღვაში. ძალიან გთხოვთ. ზღვის მამალი გადაშენების პირასაა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 02:02 |