ქობულეთის პრიჩალი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქობულეთის პრიჩალი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
აი ჩემი მშობლიური პრიჩალი
![]() არ ვიცი როდის ააშენს მაგრამ ნამდვილად ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, რაც თავი მახსოვს ასე გამოიყურება პირველად ჩაინგრა 90-იანი წლების დასაწყისში როცა მანდარინს ტვირთავდნენ სატვირთო მანქანიდან სატვირთო გემზე. მას შემდეგ ბევრჯერ გავაკეთეთ მეთევზეებმა თვითნაკეთი დაკიდული ხიდი მაგრამ ყოველთვის ზღვა გვინგრევდა . თანაც მეორე მხარე უფრო და უფრო შორდება ნაპირს ![]() ერთი პერიოდი ვიღაცამ ზედ რესტორანი გააკეთა სახელად ”ნათიას ტივი” და კარგი რკინის კონსტრუქციაც გაუდო ხიდად. მაგრამ რად გინდა დათვრნელ უკრანულ სათევზაო სეინერზე ის ბასიაკები და ამხელა ზღვაში მაინცდამაინც ამ ხიდს დაეტაკენ (წარმოგიდგენიათ!!). მას შემდეგ ხან ნავით გადავდიავართ სათევზაოდ ხან კატამარანით ![]() ერთის მხრივ კარგიც არის. ზედმეტი ტვინის მბურღველები აღარ გაწუხებს თევზაობის დროს და მართლაც რო მოწყევეტილი ხარ ამ ცხოვრების სანერვიულოებს. მაგრამმეორესმხრივ, თუ შუა ხიდზე მოგისწრო შტორმმა მეყოლე ვარდივით. ნავი ვერ მოადგება და მოგიწევს გადმოხტომა წყალში ხიდზე გამოსვლის დროს ყველა დიდი ენთუზიით და სიხარულით არის სავსე ![]() პრიჩალი ორ სართულიანია და ორივეგან თავისებურად კარგი სათევზაოა, ორივეს თავის თავისი პრივილეგიები აქვს, ქვედა სართულზე ძალიან კარგია ბარაბულკების, ზღვის ოკუნების, ღორჯოების და ქოთეხის ჭერა. ![]() ხანდახან საკუთარი თვალით უყურებ როგორ კიდებტ პირს თევზი შენს სატყუარას ![]() ამასთან ზაფხულში იქ ისე გრილა რომ მთელს ქობულეთში უფრო სასიამოვნო ადგილს ნამდვილად ვერ იშონი ![]() თუმცა უფრო ხშირად ზემოდან ვთევზაობთ. ![]() აქ მოგეცა ჯანი. ყველაფერი იჭირება სეზონისდა მიხედვით ყველაზე გავრცელებული სტავრიდკა - მოდის სულ, გარდა თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი ნახევრისა ასევე: ზღვის ოკუნი (იგივე სმარიტკა) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი სარღანა - ოქტომბერი, ნოემბერი ლოფა (იგივე ლიფიორი) - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი სელდი (იგივე სილიოტკა) - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი სკუმბრია - ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი კეფალი - მოდის 3 სეზონად პირველი სეზონი -მაისის მეორე ნახევარი ივნისი. მეორე სეზონი - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. მესამე სეზონი დეკემბერი იანვარი. ყოველ სეზონზე განსხვავებული სატყუარათი და ანკესით იჭირება. კამბულა - ნომბერი, დეკემბერი, ინავარი, თებერვალი, ხანდახან მარტშიც იცის სკატი - არის სულ ზოგიერთი მხოლოდ მისთვის ცნობილი გამონაკლისის გარდა. კატრანი - დეკემბერი იანვარი. სხვადროს იშვიათად ღორჯო დიდი (აზოვის) - მარტი, აპრილი, ნოემბერი ბარაბულკა -ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ზღარბი - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. დრაკონი - არის სულ. უფრო ცხელ სეზონებში ქოთეხი ქვიშის (ვერცხლისფერი) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ქოთეხი ქვის (იასამნისფერი) ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ნალიმი - ზაფხულის თვეებში, მხოლოდ ღამით. ხამსა - ივლის, აგვისტოსა და შემდეგ მთელი ზამთარი გარდა ჩამოთვლილისა ვიჭერ კიდე პატარ-პატარა ქარავნის თევზუკებს რომელსაც ცოცხლად ვიყენებ სატყუარად დიდი სტავრიტკებისა და იასამნისფერ ქოთეხის საჭერად. ასე რომ გვეწვიეთ ქობულეთის პრიჩალზე და იჭირეთ თევზები ჩვენთან ერთად |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
amroci
მარტო პრიჩალზე დადიხარ სათევზაოთ? ანუ ქობულეთში ეგ არის ყველაზე კარგი ადგილი თუ ერთადერთი ადგილია? |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
amroci მარტო პრიჩალზე დადიხარ სათევზაოთ? ანუ ქობულეთში ეგ არის ყველაზე კარგი ადგილი თუ ერთადერთი ადგილია? არა რას ამბობ. ქობულეთში ბევრი სათევზაოა. თანაც ყველა ერთმანეთთან ახლოს. დავიწყოთ მდინარე კინტრიშიდან. იქ წვერა, ქაშაპი, ტობი და რავიცი კიდე რა არ არის ჭაობი. - იქ კარასი, ქორჭირა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ლინი (რა ქვია ქართულად აღარ მახსოვს) და კიდე რაღაცეები. მდინარე ჩოლოქი - საზანი, კარპი, კარასი, წვერა, ქაშაპი, ჩოჩია, ქარიყლაპია (ნამდვილი ნიანგები), კეფალიც კი შემოდის და კიდე რამოდენიმე ჯიში. ზღვა - აქ ზღვაზე აკრძალული და მიუდგომელი ადგილი საერთოდ არ არის და ითევზავე როგორც გუილს და სულს გაეხარდებ. მე უბრალოდ პრიჩალთან ახლოს ვარ და ბავშვობიდანვე იქ შემიყვარდა თევზაობა. მე ნავში ჯდომა არ მევასება. ისედაც სამსახურში სულ ვზივარ ხოლმე და ეგ პრობლემაა ჩემთვის. ნაპირში კიდე კარგია თევზაობა მაგრამ მე მაინც პრიჩალს ვარჩევ ხოლმე. IVANA მე შავ ზღვაში სულ სამი სახის ძუძუმწოვარა ვიცი, ესენია: დელფინი, სკატი და კატრანი. დელფინი კი არის რაღაც სახეობების მაგრამ კატრანი ნამდვილად ერთი სახეობის არის და მეორე ამ ოჯახიდან არაფერი მეგულება. შეიძლება სკატს თვლის ვინმე ძვიგენთა ოჯახიდან. კატრანზე თავზაობის შესახებ აუცილებლად დავწერ, მაგრამ ორშაბათამდე ვერა. ეხლა სამსახური მიმთავრდება და ორშაბათს რო დავბრუნდები აუცილებლად დავწერ ვრცლათ ჩემი კატრანის ჭერის გამოცდილებას |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th June 2025 - 16:21 |