ცხოველების დახასიათება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ცხოველების დახასიათება
ლევანა90
პოსტი May 19 2009, 00:29
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია ევროპაში (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა), მცირე, შუა, ცენტრალური და აღმოსავლე აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დიდ ნაბიჯებს ადგამს, დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს, კარგად ცურავს. განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა. ჯოგური, პოლიგამიური ცხოველია. მყვირალობა 1 თვეს და მეტხანს გრძელდება. მასობრივი მყვირალობა სექტემბრის დასასრულს შეიმჩნევა. ხარები ამ პერიოდში ჩხუბობენ, ზოგჯერ ერთმანეთს რქებს ამტვრევენ და ჭრილობასაც აყენებენ. მაკეობა 8,5 თვე გრძელდება, შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. სქესობრივად მე-3 წელს მწიფდება. ცოცხლობს 20 წლამდე (ტყვეობაში 25-30 წელს). კეთილშობილი ირემი რქებს ყოველწლიურად იცვლის (უმთავრესად მარტ-აპრილში). ახალი რქების ზრდა ივნის-ივლისში მთავრდება. რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს. კეთილშობილი ირმის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 1. ჩვენში კეთილშობილი ირემი უმთავრესად ნაკრძალებში (ბორჯომის, ლაგოდეხის) ჰყავთ. ირემზე ნადირობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აიკრძალა, ჯერ განსაზღვრული, შემდეგ კი განუსაზღვრელი ვადით. შეტანილ იყო საქართველოს სსრ. წითელ წიგნში (1982წ) და კვლავ რჩება საქართველოს ამჟამად მოქმედ ”წითელ ნუსხაში” (დამტკიცებული 2006 წლის 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის #303 ბრძანებულებით ”საქართველოს წითელი ნუსხის შესახებ”).



ნუტრია (Myocastor coypus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის რაიონამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს. აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს)

კურდღლისებრნი (Leporidae), ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიატულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობს 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaecus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ზახარა
პოსტი Nov 22 2009, 12:16
პოსტი #2


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი







არჩვი - Rupicapra rupicapra


ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახსა და თხების ქვეოჯახს.
აღწერილობა: საშუალო ზომის მოხდენილი ცხოველია. სხეულის სიგრძე 100-120 სმ, წონა 25-45 კგ. უკანა ფეხები გაცილებით უფრო გრძელია, ვიდრე წინა ფეხები. კისერი გრძელია, რქები საშუალო სიგრძისაა 25 სმ- მდე, მუქი რუხი შეფერილობისაა, მათი წვეროები უკანაა გადაღუნული. რქები გააჩნია როგორც მამრებს ისე მდედრებსაც. ბეწვის შეფერადება ზამთრობით მოყავისფრო-შავია, ზაფხულობით ჩალისფერია. ცხირზე, ლოყებზე და კისერზე თეთრი ლაქებია, ჩლიქები მუქი- ყავისფერია.
გავრცელება: პირინეები, კანტაბრია, ალპები, აპენიდები, პონტოს ქედი, დიდი კავკასიონის ქედი, მცირე კაცვკასიონის ზოგიერთი ადგილი, ზღვის დონიდან 1000-4000 მ სიმაღლეზე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ალპურ მდელოებზე, სუბალპურ ზონის მეჩხერ ტყეებში, შვეულ კლდოვან კალთებზე და ქვაყრილებში. ზამთრობით ეტანება
სუბალპურ ზონას და ჩამოდის ტყის შუა სარტყელამდე. გაზაფხულზე, თოვლის საფარველის დნობისამებრ თანდათან ადის მაღლა, ალპურ ზონისკენ. შემოდგომაზე
გამრავლებასთან დაკავშირებით, არჩვის მცირე ჯოგები ერთიანდება უფრო მსხვილ ჯოგებად. მაკეობის ხანგძლივობა 6,5 თვემდეა. მდედრი შობს ერთ, იშვიათად ორ ციკანს. გამრავლების უნარი უნვითარდება 2 წლის ასაკში. არჩვი იკვებება ბალახით, ხეებისა და ბუჩქების ფოთლებით, ყლორტებითა და ტოტებით.
სამეურნეო დანიშნულება: იძლევა მაღალკალორიულ ხორცს, რომელსაც სპეციფიკური გემო აქვს. ტყავი გამოიყენება იატაკზე გასაფენად, რქები- საკიდარებისა და სხვადასხვაგვარი ნაკეთობის დასამზადებლად.

ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- levana90   ცხოველების დახასიათება   May 19 2009, 00:29
- - levana90   ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძ...   May 19 2009, 11:39
- - zaxara   ენოტისებრი ძაღლი - N...   May 19 2009, 20:21
- - levana90   მაჩვი (ლათ. Meles meles), მტ...   May 19 2009, 22:37
- - zaxara   ჯიქი - Felis pardus ...   May 20 2009, 19:26
- - zaxara   ტყის კატა - Felis silvestris ...   May 21 2009, 22:40
- - ზახარა   ლერწმის კატა - Felis chaus ...   May 22 2009, 00:10
- - ზახარა   ზოლებიანი აფთარი - H...   May 22 2009, 20:14
- - ლევანა90   ნიამორი (Capra aegagrus), წყვ...   May 23 2009, 20:43
- - ზახარა   კავკასიური ჯიხვი - C...   May 25 2009, 19:47
- - ლევანა90   არხარი არხარი, არგ...   May 27 2009, 20:24
- - ზახარა   ქურციკი - Gazella subgutturosa ...   May 27 2009, 21:21
- - ზახარა   წავი - Lutra lutra ეკუთვნ...   Jun 2 2009, 20:14
- - ზახარა   ყვითელგულა კვერნა ...   Sep 6 2009, 13:06
- - aragveli   ცხოველთა მაქსიმალ...   Sep 9 2009, 12:48
- - ზახარა   ჭრელტყავა - vormela peregusna ...   Sep 13 2009, 14:51
- - ზახარა   დედოფალა -Mustela nivalis ე...   Sep 27 2009, 19:25
- - ზახარა   თეტრყელა კვერნა - Mar...   Sep 27 2009, 23:19
- - ზახარა   არჩვი - Rupicapra rupicapra ეკ...   Nov 22 2009, 12:16
- - ზახარა   ნიამორი -Capra aegagrus ე...   Nov 22 2009, 17:22
- - ზახარა   ფოცხვერი - felis lynx ეკ...   Nov 25 2009, 18:48
- - ზახარა   კეთილშობილი ირემი ...   Nov 25 2009, 23:06
- - ჭალიმგელა   მგელი მგელი ეკუთვ...   Nov 26 2009, 09:52
- - ლეკი   გეპარდი (Acinonyx jubatus), მტ...   Dec 22 2009, 18:50


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2025 - 07:16