ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცხოველების დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ნიამორი -Capra aegagrus ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახსა და ირმების ქვეოჯახს. აღწერილობა: უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე სხვა სახეობების თხები. მამრების სხეულის სიგრძე 150 სმ-მდეა, სიმაღლე მინდაოში 80-95 სმ. სხეულის წონა იშვიათად აღემატება 40 კგ-ს. მდედრები ჩამოუვარდებიან მამრებს როგორც სხეულის ზომით, ისე წონითაც. მოზრდილ მამრს აქვს გაბრტყელებული შავი, ერთ სიბრტყეში რკალისებრად მოღუნული რქები. რქების სიგრძე ხშირად აღემატება 1 მ-ს. მდედრების რქების სიგრძე იშვიასთად აღემატება 40 სმ-ს. რწის წინა მხარეს წიბოს სახე აქვს და მასზე შესამჩნევია ბორცვები. მამრებს ახასიათებს გრძელი წვერი, სწორედ ამიტომ ნიამორს ზოგჯერ ეძახიან წვეროსან თხას. ბეწვის შეფერილობა ზაფხულობით ქარცია, ზურგზე გასდევს გასწვრივი მურა ზოლი, რომელის საყელოს მსგავსად შემოვლებულია მამრის სხეულზე. ზამთრობით ბეწვის შეფერილობა ხდება მუქი-რუხი. გავრცელება: ეგეოსის ზღვის კუნძულები, მცირე აზია, კავკასია, ირანი, თურქმენეთის სამხრეთი, ბელუჯისტანი, დასავლეთ სინდი. საქართველოში მცირე ჯგუფებად გვხვდება თუშეთში და პირიქით ხევსურეთში, ძლიერ საეჭვოა ამჟამად ნიამორის არსებობა მცირე კავკასიონზე. ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის ტყეების ზემო და შუა სარტყლის მიუდგომელ კლდოვან ადგილებში, ზღვის დონიდან 1000- 3000 მ სიმაღლეზე. იკვებება ბალახით, მერქნიანი მცენარეების ფოთლებითა და ტოტებით, კენკრებით. ცხოვრობს მცირერიცხოვან ჯგუფებად, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ათეულ ნიამორს. შეუღლება იწყება შემოდგომაზე და გრძელდება დეკემბრის ბოლომდე. აპილ-მაისში მდედრი შობს ერთ ან ორ ციკანს. სამეურნეო მნიშვნელობა: იძლვა ხორცს, ტყავს, რქებსა და ჩლიქებს. დაბალი რიცხოვნობისა და იშვიათობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ნადირობა აკრძალულია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 10:43 |