ქობულეთის პრიჩალი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქობულეთის პრიჩალი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
აი ჩემი მშობლიური პრიჩალი
![]() არ ვიცი როდის ააშენს მაგრამ ნამდვილად ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, რაც თავი მახსოვს ასე გამოიყურება პირველად ჩაინგრა 90-იანი წლების დასაწყისში როცა მანდარინს ტვირთავდნენ სატვირთო მანქანიდან სატვირთო გემზე. მას შემდეგ ბევრჯერ გავაკეთეთ მეთევზეებმა თვითნაკეთი დაკიდული ხიდი მაგრამ ყოველთვის ზღვა გვინგრევდა . თანაც მეორე მხარე უფრო და უფრო შორდება ნაპირს ![]() ერთი პერიოდი ვიღაცამ ზედ რესტორანი გააკეთა სახელად ”ნათიას ტივი” და კარგი რკინის კონსტრუქციაც გაუდო ხიდად. მაგრამ რად გინდა დათვრნელ უკრანულ სათევზაო სეინერზე ის ბასიაკები და ამხელა ზღვაში მაინცდამაინც ამ ხიდს დაეტაკენ (წარმოგიდგენიათ!!). მას შემდეგ ხან ნავით გადავდიავართ სათევზაოდ ხან კატამარანით ![]() ერთის მხრივ კარგიც არის. ზედმეტი ტვინის მბურღველები აღარ გაწუხებს თევზაობის დროს და მართლაც რო მოწყევეტილი ხარ ამ ცხოვრების სანერვიულოებს. მაგრამმეორესმხრივ, თუ შუა ხიდზე მოგისწრო შტორმმა მეყოლე ვარდივით. ნავი ვერ მოადგება და მოგიწევს გადმოხტომა წყალში ხიდზე გამოსვლის დროს ყველა დიდი ენთუზიით და სიხარულით არის სავსე ![]() პრიჩალი ორ სართულიანია და ორივეგან თავისებურად კარგი სათევზაოა, ორივეს თავის თავისი პრივილეგიები აქვს, ქვედა სართულზე ძალიან კარგია ბარაბულკების, ზღვის ოკუნების, ღორჯოების და ქოთეხის ჭერა. ![]() ხანდახან საკუთარი თვალით უყურებ როგორ კიდებტ პირს თევზი შენს სატყუარას ![]() ამასთან ზაფხულში იქ ისე გრილა რომ მთელს ქობულეთში უფრო სასიამოვნო ადგილს ნამდვილად ვერ იშონი ![]() თუმცა უფრო ხშირად ზემოდან ვთევზაობთ. ![]() აქ მოგეცა ჯანი. ყველაფერი იჭირება სეზონისდა მიხედვით ყველაზე გავრცელებული სტავრიდკა - მოდის სულ, გარდა თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი ნახევრისა ასევე: ზღვის ოკუნი (იგივე სმარიტკა) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი სარღანა - ოქტომბერი, ნოემბერი ლოფა (იგივე ლიფიორი) - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი სელდი (იგივე სილიოტკა) - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი სკუმბრია - ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი კეფალი - მოდის 3 სეზონად პირველი სეზონი -მაისის მეორე ნახევარი ივნისი. მეორე სეზონი - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. მესამე სეზონი დეკემბერი იანვარი. ყოველ სეზონზე განსხვავებული სატყუარათი და ანკესით იჭირება. კამბულა - ნომბერი, დეკემბერი, ინავარი, თებერვალი, ხანდახან მარტშიც იცის სკატი - არის სულ ზოგიერთი მხოლოდ მისთვის ცნობილი გამონაკლისის გარდა. კატრანი - დეკემბერი იანვარი. სხვადროს იშვიათად ღორჯო დიდი (აზოვის) - მარტი, აპრილი, ნოემბერი ბარაბულკა -ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ზღარბი - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. დრაკონი - არის სულ. უფრო ცხელ სეზონებში ქოთეხი ქვიშის (ვერცხლისფერი) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ქოთეხი ქვის (იასამნისფერი) ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ნალიმი - ზაფხულის თვეებში, მხოლოდ ღამით. ხამსა - ივლის, აგვისტოსა და შემდეგ მთელი ზამთარი გარდა ჩამოთვლილისა ვიჭერ კიდე პატარ-პატარა ქარავნის თევზუკებს რომელსაც ცოცხლად ვიყენებ სატყუარად დიდი სტავრიტკებისა და იასამნისფერ ქოთეხის საჭერად. ასე რომ გვეწვიეთ ქობულეთის პრიჩალზე და იჭირეთ თევზები ჩვენთან ერთად |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
მადლობთ კომპლიმენტებისთვის, მაგრამ ბევრი არ მოგივიდეთ თორე გავფუჭდები
![]() ზღვაზე თევზაობა მკვთრად განსხვავდება სეზონების მიხედვით. თუმცა ართი შეხედვით ერთნაირი აღჭურვილობით ვართ ყოველთვის. სამწუხაროდ მსოფლიო სათევზაო ტერმინოლოგიებს და კლასიფიკაციებს ახლა ვეუფლები (მანამ ინტერნეტი არ მქონდა), ამიტომ აღწერის დროს შემოვიფარგლები უშუალობით და ბუკვალობით. ჯოხი და კოჭა - რაც შეეხება ჯოხსა და კოჭას - მე ბევრი სახის ჯოხი მინახია ამ ბოლო წლებში ზღვაზე მოთევზავეების ხელში, მაგრამ თითქმის ყველას ან მარილი აფუჭებს ან მზე. და თუ ვინმეს რაიმე განსაკუთრებული ჯოხი აქვს (ძვირად ღირებული), რომელიც არ ფუჭდება ზღვაზე მე ესეთებს არ ვიცნობ, ამიტომ გეტყვით იმას რაც მე მაქვს უკვე 15 წელია და ჯერჯერობით მედგრად არის. ეს არის საბჭოთა წარმოების თეთრი ტელესკოპური ჯოხი. ძალიან მძიმე და დრეკატი. 4 მ. სიგრძის. 5მ.-ანი იყო, უბრალოდ მე ერთი მუხლი მოვაკელი. კოჭებს ყოველთვის ვყიდულობ უინერციოს, 15-20 ლარის ღირებულების და აუცილებლდ ერთი მოდელისას. რადგან როცა ერთი გაფუჭდება, მისი ნაწილები სათადარიგოდ გამოვიყენო მომდევნოზე. არ დავდებ თავს იმაზე, თითქოს ზღვაზე არცერთი ჯოხი და კოჭა არ არის გამძლეო, მაგრამ სანამ პირადად არ ვნახავ მანამ არ ვიცი რომელი ძლებს. კოჭას ჯობია ქონდეს ბევრი ადგილი ძუისათვის და კარგი შორსქნევის მახასიათებელი. რაც შეეხება მის ტვირთამწეობას, პრიჩალზე ამას დიდი მაჩვენებელი არ სჭირდება, ხოლო ნავიდან თევზაობისას ჯობია ინერციული გამოიყენოთ. კავები და სიმძიმე კი ნამდვილად განსხვავებულია საჭირო. ზღვაზე ყოველთვის ვიყენებთ ეროზიისგიან კარგად დაცულ კავებს. ასორტიმენტი ძალზე დიდია. მე პირადად ამ წუთას თითებზე ჩამოვთვალე და 8 ერთეულზე ავედი. სიმძიმე მარტო ტყვიისაგან გვაქვს. ზოგიერთს თავისებურებები ახასიათებს (როგორც სკუმბრიის შემთხვავაში მოგახესენეთ). რაც შეხება მათ აცმულობის არქიტექტურას, ეს ცალკე თემაა. აცმულობა (იგივე პავადოკი) - აქაური პავადოკები რომც საკუთარი თვალით ნახო ეს ბევრ შეღავათს არ მოგცემს მისი საკუთარი ხელით გაკეთებისას. ბევრი გამზადებულს ყიდულობს, მაგრამ თუ მოყვარულობის კატეგორიიდან გამოსვლას აპირებ პავადოკს აუცილებლად საკუთარი ხელით უნდა აკეთებდე (თან ეს გაცილებით იაფი გამოდის). აქ პრიჩალზე პავადოკს ვეძახით ნებისმიერ აცმულობას , რომელიც ძირითად ღერძზეა მიბმული. თუმცა სხვაგან პავადოკს ეძახიან მარტო სტავრიდაზე სათევზაო აცმულობას. ეხლა ჩამოგითვლით აცმულობის სახეობებს. ღორჯოს - ყველაზე უბრალოა. ერთი მცოცავი ტყვია (მთელ სიგრძეზე წვრილი ნახვრეტით) და ერთი კავი (ჯობია შავი) 15მმ. სიგრძის და 6-8მმ. სიგანის. თუმცა ხშირად რამოდენიმე კავსაც უკეთებენ. შესაბამისად წყობა იცვლება. ტყვიის შემდგომ ორი თანაბარი სიგძის ყუნწით და ერთიც ზემოთ, ყველა 5-6სმ. სიგრძის ყუნწით. ზედა კავი ფსკერს (ტყვიას) არ უნდა შორდებოდეს 10 სმ.-ზე მეტს. ძუა 0.2მმ.-დან 0.3მმ.-მდე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტყვია 15გრ.-დან 40გრ.-მდე იმისდა მიხედვით დინება რამდენად ძლიერი იქნება. ასეთ კავზე მარტო ღორჯო კი არ იჭირება. თუ თევზის ფილეს დააგებ, ღორჯოსთან ერთად ზღარბი ან დრაკონიც შეიძლება მოყვეს. თუ გარჩეულ მიდიებს ან ჭიებს, ბარაბულკებზეც გამოდგება. თუ ზღვაზე ორი ან მეტი ჯოხით მოდიხარ ესეთი აცმულობა ყოველთვის უნდა იქონიო. თან ჯობია ორი-სამი ცალი, რადგან ღორჯოს ამბავი ყველამ იცით. თუ დროზე ვერ შეამჩნიე აუცილებლად სადღაც შეათრევს და ჩაგიბავს. კამბულის - ძალიან გავს ღორჯოსას თავისი არქიტექტურით, ორი განსხვავებით: კავები, ძუა და სიმძიმე გაცილებით დიდი ზომის არის საჭირო და ყუნწები კავებზე 12-16სმ სიგრძის უნდა იყოს. სიმძიე დაახლოებით 40-60გრ. ამ აცმულობით გარდა კამბულისა იჭირება ასევე სკატი, კატრანი და ერთი ამ ბოლოს ძალიან დაკარგული თევზი, სახელად "ლოსიკს" უწოდებთ ჩვენ. თუმცა თუ ბევრი კატრანი წამოვიდა აჯობებს კავების ყუნწები მეტალის სპეციალური სათევზაო ტროსებისგან იყოს. ცომისათვის - ვიყენებთ ეგრედ წოდებულ "ჩაშკებს" და "ჩაკიდულს". ესენი მხოლოდ შავთვალა კეფალზე გამოდგება და ისიც აგვისტო-სექტემბერში. დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამას სიტყვიერად ვერ აგიხსნით. ამის მარტო ჩვენებას აქვს აზრი. თუ ჩამივარდა ფოტოაპარატი ხელში შეიძლება კიდეც გაჩვენოთ. თვითონ ცომის შეზავებასა და დაგებას მინიმუმ ვიდეო ჭირდება. სტავრიდის - პავადოკი ყველაზე ხშირად გამოყენებადია და მისი წყობა გამოყენებულია ასევე სარღანის, სკუმბრიის, სელდის, ლუფას, ხამსას, მერლანკის და ქორჭილას საჭერად. მე როგორც წესი ორი ან სამი სხვადასხვა სტავრიდის პავადოკი მაქვს ხოლმე მზად. განსხვავება მათ შორის საკმაოდ დიდია და შეიძლება ვარიაცებით ათეულზე ავიდეს. განსვავება შემდეგში მდგომარეობს: 1. კავების ზომა; 2. ძუის სიწმინდე (სიმსხვილე); 3. კავებზე სატყუარის სახეობები; 4. დაშორება კავებს შორის (შესაბამისად მათი რაოდენობა). კავები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს გრძელ ღერძიანი, უყუნწო, ბრჭყვიალა და უჟანგავი ლითონისგან. აი ზომები კი გააჩნია რა ზომის სტავრიდაზე გაქვს გათვლილი (რომელი წამოვა თევზაობის დროს). შესაბამისად ზომა მერყეობს 0.5სმ სიგანიდან 1სმ. სიგანემდე. ძუა რა თქმა უნდა მონოლითი და თანაც რაც შეიძლება წმინდა (გამჭვირვალე). არცერთი ფერი არ იპატიება. მხოლოდ უფერო. სისქე მერყეობს 0.12მმ.-დან 0.2მმ.-მდე. რა თქმა უნდა როცა წვრილი კავები გიყენია ძუაც წვრილი უნდა იყოს. მაგრამ ეს არ ნისნავს რომ, მსხვილ კავებზე აუცილებლად მსხვლი ძუა უნდა იყოს. უნდა გქონდეს: მსხვილ კავიანი და მსხვილ ძუით, ასევე მსხვილ კავიანი და წვრილი ძულით და წვრილ კავიანი და წვრილი ძულით. და აი რატომ: როცა სტავრიდა იჭირება მოზრდილი და კაპრიზობს, დავაგებთ მსხვილ კავიან და წვრილ ძუიანს. მაგრამ თუ უეცრად მოვარდა ძალიან ბევრი და არცერთ კავს უკვე ცარიელს არ გიტოვებს (ასეთი ხშირად ხდება) ჯობია სასწრაფოთ შეცვალო მსხვილი ძუიანზე, რომ პავადოკმა გაუძლოს. ხშირად მოდის წვრილი სტავრიდები და თუ დააგებ წვრილ კავიან და წვრილ ძუაიან პავადოკს, ერთი ორის ნაცვლად სუ ბრინჯივით ამოყრი წვრილ სტავრიდებს. რაც შეეხება სატყუარებს კავზე. მე პირადად დიდი ხნის განმავლობაში ვცდიდი ნაირნაირი ფერის ბუმბულსა და კაკილაკებს (მძივის ბურთულები). თანაც ექსპერიმნტს სელექციური წესებით ვატარებდი იმისათვის, რომ გამომერჩია კაკილაკების ფერი და ზომა (დავითხარე თვალები მაგ კაკილაკების კეთებაში). შედეგი ჯერჯერობით ასეთია: განსხვავება კაკილაკებიანი და უკაკილაკებო პავადოკში შეუმჩნეველა, ხოლო ბუმბულიან და უბუმბულო პავადოკში კარდინალური. აქაც ერთი ნიუანსია. ზოგჯერ ბუბმულიან პავადოკზე კატეგორიულად წინააღმდეგია სტავრიდა, ხოლო უბუმბულო პავადოკზე ყოველთვის მოდის. უბრალოდ, ხშირად გაცილებით ნაკლები ვინემ ბუმბულიანზე. ბუმბულს ვიყენებთ ბატის ან თოლიის. გამოდგება ასევე ნებისმიერი წყლის ფრინველის (ლასტისფეხიანის) ბუმბული. როგორც წესი თეთრი ფერის. არის ასევე ზოგიერთი მტკიცებულება, რომ ხანდახან შავი ფერის ბუბულზე გაცილებით უკეთესად მოდის, თუმცა მე ვერ დავადგინე ზუსტად როდის და რა შემთხვევაში. თუ როგორ კეთდება ბუმბული კავზე ამას მარტო სურათი ან ვიდეო უნდა მინიმუმ. სიმძიმე 20გრ.-დან 30 გრ.-მდე გააჩნია დინებას. ასეთ კონკრეტულად სტავრიდის პავადოკზე, ყოველგვარი გადაკეთებების გარეშე მოდის ასევე სელდი, ხამსა, მერლანკა, ლიფიორი (მალევე გაგიფუჭებს პავადოკს) და უბუმბულოზე თუ დაჭრილ თევზის ხორცს დააგებ და ფსკერზე გააჩერებ მოვა ასევე ქორჭილა და დრაკონი. სარღანას - პავადოკი ზუსტად ისე გამოიყურება როგორც სტავრიდის, ოღონდ ბუმბულებისა და კაკილაკების გარეშე. ასევე ძუა უნდა იყოს 0.25მმ. კავები 2-2.5სმ.სიგრძის და 1სმ. სიგანის. ტყვია უნდა იყოს ჩამოსხმული მონიკელებული რადიოანტენის ან ქოლგის ტარის მილის ნაჭერში ჩასხმული. დაახლოებით 30 გრ. ხშირად სარღანის პავადოკს კავებზე უგებენ ნაძვის ხის წვიმებს. ეს მართლა ეფექტიანია მაგრმა დროებითი. ერთ თევზაობის შემდეგ წვიმები უფერულდება და რჩება მარტო ცელოფნები. სკუმბრია - ამის პავადოკის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ აქ ნახოთ: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=844 ან კიდე აქ: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1226 ზღვის ჭიის - პავადოკიც ცოტათი გავს სტავრიდის პავადოკს. მასზე არის 3 ან ოთხი კავი. ოღონდ ყუნწები უნდა ონდეს 4-5 სმ. სიგრძის. კავი უნდა იყოს შავი. თხელი მავთულისგან, რადგან ზღვის ჭია ძალიან ფაქიზია და ნაკლებად რომ დაზიანდეს. ძუა 0.25მმ.+-0.5მმ.. ამ პოსტში სხვა უფრო ეგზოტიკურ პავადოკებს არღარ ჩამოვთვლი, რადგან ისინი დიდი იშვიათობობით გამოიყენება და განსაკუთრებული მოწყენილობის დროს თუ მიმართავს ვინმე |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th September 2025 - 03:34 |