ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცხოველების დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]() ფოცხვერი - felis lynx ეკუთვნის კატების ოჯახს. აღწერილობა: სხეული საკმაოდ დიდი ზომისაა. მისი სიგრძე 82 – 105 სმ, წონა 20 კგ-მდეა, კუდი მოკლე და ბოლოში თითქოს მოკვეთილია. მოკლე სხეული ეყრდნობა გრძელ ფეხებს. ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ყურების წვეროზე აქვს გრძელი ბეწვისგან შემჯდარი ფუნჯი, ხოლო ლოყებზე ქილვაშები. შეფერილობა ძალიან ცვალებადია, მორუხო-ყვითელია მრავალი გაფანტული შავი ლაქით. გავრცელება: ევროპის, აზიის და ჩრდილო ამერიკის მთის ტყეების ოლქები. ყოფილ საბჭოთა კავშირში თითქმის ყველგანაა ტყის ზონაში. საქართველოში ბინადრობს დიდი კავკასიონის სამხრეთი კალთების ტყეებში და მცირე კავკასიონზე ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლეზე. ცხოვრების ნირი: ბინადრობს უღრან ტყეებში, ნაკლებად ეტანება მეჩხერ ტყეებს. მთებში გვხვდება აგრეთვე უტყეო-კლდოვან და ქვიან კალთებზე. ბუნაგს იკეთებს ხელეწილში, ხის ფუღუროში, კლდის ნაპრალში, ქვებს შორის, ხის ტოტებზე. აქტიურია შებინდებისას და ღამით, მაგრამ კნუტების გამოკვების პერიოდში და საკვების ნაკლებობისას ნადირობს დღისითაც. ძირითად საკვებს შეადგენს კურდღელი, ნაირგვარი ფრინველი, მღრღნელები, თავს ესხმის შველს, ირემს და სხვა ჩლიქოსნებს. ჩლიქოსნებზე ნადირობს ჩასაფრებული ან მიპარვით , წვრილ ცხოველებზე დადევნებით. მრავალ ცხოველს იმორჩილებს ნახტომის გაკეთებით და კისრის გაგლეჯით. ძალიან მსუნაგია და სპობს მსხვერპლს უფრო მეტი რაოდენობით ვიდრე ჭირდება. ძალიან ფრთხილი და გულადი ნადირია, კარგად დაცოცავს ხეებზე და ადვილად ხტება ხიდან ხეზე. მსხვერპლის ძებნისას მოძრაობს გარკვეული სამონადირეო უბნის ფარგლებში, ამ უბნის სიდიდე დამოკიდებულია საკვების მარაგის რაოდენობაზე. მძუნაობა მიმდინარეობსიანვრის ბოლოს, მაკეობა გრძელდება 67-74 დღეს. მდედრი შობს 2-5 კნუტს, რომლებიც თვალებს იხელენ დაბადებიდან 8-12 დღის შემდეგ. კნუტები სწრაფად იზრდებიან და უკვე 1 წლის ასაკში მათი სხეულის წონა აღწევს 13-14 კგ-ს. სამეურნეო დანიშნულება: მაღალი რიცხობრივობის შემთხვევაში საგრძნობ ზარალს აყენებს სამონადირეო მეურნეობას, იშვიათი არ არის , რომ სპობს შინაურ ცხოველებსაც. ბეწვი ძვირად ფასობს და ზოგიერთ ადგილას მას ამზადებენ საექსპორტოდ. საქართველოში ფოცხვერს სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს მცირე რიცხოვნობის გამო. ნადირობა აკრძალულია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2025 - 18:38 |