ჩანთიანი სოკოები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩანთიანი სოკოები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
წითელი ლამბაქა
aleuria aurantia ![]() ![]() ნაყოფსხეული - ლამბაქის ფორმისაა, 3-6 სმ დიამეტრის, შიგნითა ზედა ნაწილში კაშკაშა მონარინჯისფრო-წითელია, გარედან უფრო ღია ფერისაა, მოყვითალო ელფერით. რბილობი - თხელია, ცვილისებრი, მყიფე. სპორები - ელიფსისებრია 15-20X8-12 მკმ, მარცვლოვან-ხორკალიანი, შემდეგ კი - ბადისებრი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება ნესტიან შიშველ ნიადაგზე ტყეში, ღია ადგილზე, გზების გასწვრივ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. გამოყენება - ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ. ადვილად შესამჩნევი სოკოა. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ხუჭუჭა უნაგირასოკო
helvella crispa ![]() ![]() ქუდი - 2-4 დიამეტრისაა, არასწორი ფორმისა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს, ტალღოვანი ან ხუჭუჭი კიდეები აქვს, მოთეთროა ან ღია მოყვითალო. ფეხი - სიგრძით 3-7 სმ, სიგანით 1-1,25 სმ-ია, სიგრძივ წახნაგოვანდარარული, ცილინდრული, ძირში უფრო მსხვილია, მოთეთრო. სპორები - ელიფსისებრი სადა 15-20X10-2 მკმ. ჩანთები ცილინდრულია 300 მკმ-მდე სიგრძისა და 14-18 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე უნდა იხარშოს 20 წთ-ის განმავლობაში, რის შედეგადაც წყალი გადაიღვრება. საჭმელად იხმარება ახალი. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 15:26 |