სოკოების შესახებ, მომზადება და განსხვავება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სოკოების შესახებ, მომზადება და განსხვავება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
კალმახი და სოკო (კალმახა სოკო არ გეგონოთ) სოკო: მაგ. ქამა ან მიქლიო ან მჭადო(წვრილად დაჭრილი) ტაფაზე კარაქში ხახვთან ერთად მოვთუშოთ ცოტა მწვანილები დავუმატოთ, მომზადების შემდეგ კალმახს მუცელი ამოვუვსოთ და ბამბის ძაფით ამოვკეროთ, იგივე ცხიმში ვწვავთ კალმახს ორივე მხრიდან. ნუ მარილი და წიწაკა თქვენი გემოვნებით.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
შარშან გახსოვთ ბევრი ადამიანი(ბავშვებიც) მოიწამლა რიკოთზე და ხაშურში ნაყიდი ჩემთვის ყველაზე გემრიელი ნიყვისგან, რაღაც პანიკასავითაც კი იყო, ნიყვი შარშან ე. წ. სეზონის დასაწყისში ძალიან ცოტა იყო და არც არავინ არ მოწამლულა(მე არ გამიგია)იმ შემოდგომის ბოლოს კი უცნაური ამინდები წამოვიდა და გადაყვითლებული იყო ბლომად მოსული, გასაყიდათ გამოტანილი ნიყვით რიკოთის და ჭერათხევის უღელტეხილები, ვისაც არ ეზარებოდა ყველა ყიდულობდა ნიყვს ისინიც ვისაც სოკო მანამდე ნაჭამიც არ ჰქონდა. მოწამლის მიზეზები შეძლება ყოფილიყო:
1. სოკო !ყოველთვის! ახალ დაკრეფილი უნდა იყოს (დიდი რაოდენობით მოსვლის დროს რეალიზაცია დაბალია, და ხშირად 2-3 დღის წინ მოკრეფილი სოკო იყიდება) 2. ნიყვს მომზადებისას არ უნდა დააკლდეს ხარშვა(შეწვა) არც გადამეტება არის კარგი, 3. მომზადებული კერძის(სოკო) მეორე დღეს ჭამა არ შეიძლება. 4. რამოდენიმეჯერ გაცხელება არ არის რეკომენდირებული, 5.კარგად გამდინარე წყალში გარეცხვა ალბათ ყველამ ვიცით, 6.და მთავარი, თუ ვერ ცნობთ სოკოს ნუ უსმენთ გამყიდველის ზღაპრებს რომელიმე სოკოს უვნებლობაზე (თუმცა ასეთი სოკოს ჯიშები არსებობენ, ზოგიერთი უმათაც იჭმება, მაგრამ ყიდვის დროს შემთხვევით გამყიდველსაც შეიძლება გაეპაროს მსგავსი შხამიანი) გიყვებათ, 7.ბავშვებს ძილის წინ(საღამოს)არ აჭამოთ!!!! ვერცხლის კოვზით გასინჯვა ბლეფია, აბა გასინჯე ამ კოვზით უწყინარი ვარყა სოკო გააშავებს ეგრევე, სოკოს ჭამის შემდეგ ყველის (ვითომდა მოწამვლის საწინააღმდეგოდ)ჭამაც მხოლოდ თვით დამშვიდებაა, თუ ძალიან გიყვართ სოკოს კერძი და ვერ ცნობთ იყიდეთ სათბურის ქამა, ნუ რა ვუყოთ რომ საპნის გემო აქვს სამაგიეროთ წყნარად იქნებით. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 04:08 |