МЦ 21-12, "ტოზ" 21-12 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
МЦ 21-12, "ტოზ" 21-12 |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს არის პირველი რუსული ნახევრად ავტომატური თოფი. რომელიც კონსტრუქტორმა ნიკოლაევმა დააპროექტა, რათქმაუნდა მექანიზმი ორიგინალური კონსტრუქციის არ არის.
ჯონ მოსეს ბრაუნინგი ყველა დროის უდიდესი იარაღის გამომგონებელია და მის ორიგინალურ მექანიზმებზე "აშენებულია" საიარაღო სამყაროს მთელი სპექტრი, აუტო 5-ის ბაზაზე გამოდიოდა და გამოდის უმეტესობა თანამედროვე ინერციული სისტემის თოფები, მცირეი გამონაკლისების გარდა, ყოველ შემთხვევაში საფუძველი ასეთი იარაღის კეთებს ჩაუყარა ბრაუნინგმა. მც21-12 ესაა იტალიური საიარაღო ფირმის "ბრედას" ნახევრადავტომატური თოფის მიმსგავსება ! რომელიც მივიწყებას მიეცა. ![]() ![]() ![]() რათქმაუნდ мц დაპროექტდა цкибо-ში , 1964 წლამდე საერთოდ არ იყო წარმოებაში, მხოლოდ ცალობით ეგზემპლარებს აწყობდნენ. საინტერესო ფაქტია ის რომ, мц-ს ამზადებდნენ 16 და 20 კალიბრებშიც. თოფი აღჭურვილი იყო ინერციული გადატენვის მექანიზმით, ანუ ინერცია დამოკიდებულია ვაზნის გასროლისას წამოქმნილ უკუცემაზე , ამ ინერციულ მოქმდებაში ჩართულია თვითონ ლულაც. ![]() ![]() თვითონ სასხლეტ დამცემი მექანიზმი ცალკე ბლოკს წარმოადგენს და თოფის ავტომატიკა ლულის უკუმოძრაობაზეა დამოკიდებული. ![]() ![]() გასროლის შემდეგ ზამბარა ლულას საწყის მდგომარეობაში დააბრუნებს, ხოლო ავტომატური მექანიზმი მორიგ ვაზნას სავაზნეს გადასცემს, ჩახმახი კი საბრძოლო მდგომარეობაში მოვა. თოფს გააჩნია სავაზნე მილი რომელიც 4 ვაზნას ითავსებს. ![]() თოფში მხოლოდ ქარხნული ვაზნების გამოყენებაა მიზანშეწონილი, ან დიდი ყურადღებით დამზადებული გადატენი პლასტმასის. თოფის ექსპლოატაციის დროს დიდი ყურადღება ექცევა ლულის მოძრაობის სისტემას, მის მწყობრში ყოფნას, კერძოდ ეს ეხება მის გაპოხვას. თოფის კონდახის მილში საკეტის მამოძრავებელი ზამბარაა , მისი უყურაღებოდ დატოვება, არ გაწმენდა და ა.შ. შეიძლება გახდეს მიზეზი ავტომატიკის შეჩერების. თოფს გააჩნია ალამისებური დამცავი. ![]() ![]() მც21-12 -ის ლულის სიგრძე: 750მმ ; სამიზნე თამასა გაგრილების ფუნქციით სავაზნე: 70 მმ (სამოციან წლებში გამოდიოდა 675 მმ-ი ლულით და სავაზნით 65 მმ) ლულის შიდა დიამეტრი: 18,5 მმ. ლულა შიგნიდან ქრომირებული ლულის ჩოკური შევიწროება: 1 მმ(სდანტარტული) ცალობით ეგზემპარებზე სხვა გაბურღვა შეიძლებოდა ყოფილიყო თოფის წონა : 3,400 დან 3800გ რამამდე საკონდახე მასალა : წიფელი, იშვიათად კაკალი. კონდახის ფორმა: პისტოლეტური, იშვიათად სალოყით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
hunter87
ჯერ ეს ერთი მპ-153 და მც-21-12 სხვადასხვა სისტემის ნახევრადავტომატური თოფებია ჰოო? კაი ერთი ![]() ![]() ![]() ![]() მე მაგ თოფს კარგად შემონახულს, სულ 40 ვაზნა აქვს გასროლილი 650 ლარად ვყიდულობ ცოტა ხანში ეს შენ ყიდულობ ეგრე თორემ მასა 800 ლარს და ზევით აძლევს მე ვთქვი რომ საქართველოში ჩვენს პირობებში იარაღის ავტომატიკის შერჩევა გარემო პირობებთან არაფერ შუაშია იარაღი ქალივითაა და ყოველთვის აქვს კაპრიზი. რომელიც უნდა გაითვალისწინო არსებობენ "პრაქტიკული" და "არაპრაქტიკული" ქალები , და გონიერი მამაკაცი ყოველთვის ერკვევა მათში ![]() ჩემი ძმაკაცი მაგ თოფით ყველაფერზე ნადირობს და არ ემდურის ჩისტა ქართული ბაზარი , ისევე როგორც ყველა ნივთის გაუნივერსალურება გვიყვარს თოფიც არ არის გამონაკლისი. არც ჩემი მეზობელი ემდურის თავის 16 კალიბრიან ცალპირა იჟ-5-ს ეგეც ყველაფერზე ნადირობს მაგით ![]() |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 13:42 |