ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცხოველების დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]() კეთილშობილი ირემი - Cervus elaphus ირმების ოჯახის ტიპიური წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა კავკასიური ირემი. აღწერილობა: სხეულის სიგრძე 2,5, - 3,0 მეტრამდეა, სიმაღლე მინდაოში 120 – 160 სმ, წონა 200 – 400 კგ. მდედრები შესამჩნევად ნაკლები ზომისაა, ვიდრე მამრები. რქები 1,5 მეტრამდე სიგრძის ეზრდება, რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს და მხოლოდ მამრებს გააჩნია .რქები სცვივა ყოველწლიურად მარტში, ხოლო იმავე წლის ივლისისათვის სრულად ვითარდება ახალი. საგაზაფხულო განგური მთავრდება მაისში და ბეწვი იძენს მოწითალო შეფერილობას. საშემოდგომო განგური მთავრდება ნოემბრის ბოლოსთვის და ბეწვი იღებს რუხ შეფერილობას. ნუკრებს აქვთ მკაფიო შეფერილობა და მრავალი ლაქა. გავრცელება: ევროპა, აზია, ჩრდილო აფრიკა, ჩრდილო ამერიკა. საქართველოს ტერიტორიაზე ირემი შერჩენილია ძირითადად მთის ტყეების ზონაში, ზღვის დონიდან 500 – 2500 მ სიმაღლეზე. ჭალის ტყეებში მოისპო, გარდა გარდაბნის სამონადირეო - სატყეო მეურნეობის ჭალის ტყისა და მდ. მტკვრის ნაპირებზე. ამჟამად გვხვდება მცირე რაოდენობითა და მხოლოდ ზოგიერთ ნაკვეთზე ლაგოდეხის, ყვარლის, თიანეთის , დუშეთის, ლენინგორის, მცხეთის, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და გაგრის რაიონებში. რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით ირმის გავრცელების ადგილებზე ნადირობა ირემზე აკრძალულია. ცხოვრების ნირი : ტყის ტიპიური ბინადარია. სახლდება ტყის ისეთ ნაკვეთებზე, სადაც ხშირია უხვბალახიანი ველობები. უპირატესობას აძლევს ტყის იმ უბნებს, სადაც არის კარგად განვითარებული ქვეტყე და წყალიც. ირემს უყვარს ბანაობა და ზამთარშიც ხშირად ბანაობს. წყლისა და მარილის გულისთვის გადალახავს დიდ მანძილს, მარილი ესაჭიროება წლის ყველა სეზონში. ძოვს დილით და საღამოთაც (მთელი ღამის განმავლობაში), დღისით კი ისვენებს, ჭამს ბალახს, ტოტებს, ყლორტებს და ხეების კვირტებს. საჭიროებს საკვების დიდ რაოდენობას. ერთ ჯერზე ჭამს 15 – 20 კგ საკვებს. ხურაობა ეწყება სექტემბერში, მას თან სდევს მამრების მყვირალობა, ხარები ამ პერიოდში ჩხუბობენ, ზოგჯერ ერთმანეთს რქებს ამტვრევენ და ჭრილობასაც აყენებენ. მაის - ივლისში მდედრები შობენ თითო ნუკრს, ზოგჯერ ორს. დაბადების შემდეგ, პირველი დრეების განმავლობაში, ნუკრი დედას არ დაჰყავს, არამედ ტოვებს მას ბალახებში დამალულს, დახედავს დღეში რამდენჯერმე და ძუძუს აწოვებს. გამრავლების უნარი უჩნდება 2 წლის ასაკში, ზრდა მთავრდება სიცოცხლის მე-5 წელს, სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდეა. ირემი ვერ ეგუება ადამიანის მოქმედებისაგან შეცვლილ ბუნებრივ პირობებს, აგრეთვე ადამიანის, ძაღლებისა და შინაური პიტუტყვის მოძრაობასა და ხმებსაც. ასეთ შემთხვევაში ირემი შორს მიდის სხვაგან. ჯოგურ ცხოვრებას ეწევა, ძლიერ ფრთხილი ცხოველია, შორიდან გრძნობს საფრთხის მოახლოვებას, დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5- მ აღწევს . სამეურნეო დანიშნულება: ძვირფასი სამონადირეო - სარეწაო ცხოველია, იძლევა დელიკატესურ ხორცს, ქონს, ტყავს, ძვირად ფასობს რქები. ჩლიქები, რომლებსაც ღილებისა და სხვა ნაკეთობათა დასამზადებლად იყენებენ. ნადირობა აკრძალულია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 07:31 |