მწყერი, მწყრის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მწყერი, მწყრის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() მწყერი მწყერი ერთი იმ გადამფრენ ფრინველთაგანია, რომელიჩ ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადათ აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს,ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევს და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს. მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში ან მარცვლეულის ყანაში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები. მამალი მონაწილეობას არ ღებულობს ბარტყების აღზრდაში. როგორც ყველა ქათმისნაირნი, მწყერიც პირველ ხანებში მწერებით, შემდეგ კი ბალახის თესლითა და მარცვლეული კულთურებით იკვებება. მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენათ და დიდი რაოდენობით იყრის თავს გადაფრენის დიდ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა დაალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით. ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა ამ ფრინველზე ყოველდღე შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ნადირობენ მხოლოდ იმ დღეებში როდესაც გადაფრენისას მწყრების დიდი კოლონიები ცუდი ამინდის გამო ზრვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოამინდებას. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ცოტა რამ მწყერზე ნადირობაზე
მწყერზე ნადორობას სულმოუთქმელი ელოდებიან არამარტო გამოცდილი მონადირეები, არამეტ ახალბედებიც, რამეთუ სწორედ მწყერზე იწყებს მონადირეთა უმეტესობა “დაგეშვას”. ესეთი მოლოდინს ისიც ამძაფრებს, რომ მწყერზე ნადირობით იხსნება ნადირობის სეზონი და 6 თვით მივიწყებული სანადირო თოფის ხმა ისევ აჰყვება ჩვენს გულის ცემას. რა თქმა უნდა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, ჩვენივე თოფებივით მოწყენილები არ უნდა გვყავდეს სეზონის გახსნამდე და აგვისტოსთვის სრულ მზად ყოფნაში უნდა იყვნენ, რადგან მეძებრით ნადირობა ერთიორად ზრდის ნადირობის ხალისსა და ინტერესს. რაც შეეხება მწყერზე სანადირო თოფს, უმჯობესია თუ მსუბუქი ცილინდრული გაბურღილობის თოფი გვექნება. ორლულიანი თოფის შემთხვევაში იდეალური ვარიანტია ცილინდრი და 0.25 შევიწროვების ჩოკი. კარგი იქნება თუ სამწყერე თოფი ცალკე ექნება მონადირეს, ან არა და ცვლადჩოკიანი თოფი მაინც. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა თოფით ვეღარ ვინადირებთ. ყველა ტექნიკურად გამართული და ნორმალურად დაბალანსირებული თოფი შეიძლება გამოვიყენოთ. მთავარია სწორედ შევურჩიოთ ვაზნები. შედარებით პრობლემას წარმოადგენს 71 სმ ზე გრძელი ლულის მქონე სრულჩოკიანი ნახევარავტომატები, (ე.წ. ემცე) რომლებზეც ტყვიის შერჩევა პრობლემატურია, რადგანაც საფანტის წონის შემცირებით უკუცემა მცირდება და ინერციული ჩახმახი გადატენას ვეღარ ახერხებს. საფანტის წონის გაზრდასთან ერთად კი იმატებს მოხვედრის სიმჭიდროვე და გარდა იმისა რომ მოსარტყავად ძნელი ხდება მეტად აზიანებს მწყერს და ხშირ სემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის. აქ რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ თანამედროვე ნახევარავტომატებს, რომლებიც დაკომპლექტებულია ცვლადი ჩოკებით და მათი წონა ორლულიან თოფებზე მცირეც კი არის. ბევრი ოჩოპინტრელი დამეთანხმება იმაში, თუ ვიტყვი რომ, კარგი დაბალანსებული და მორგებული თოფით არა მარტო ნადირობა, სროლაც კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს მონადირეს. მწყერზე სანადიროდ საუკეთესო 10 ნომერი საფანტია. მისი წონა როგორც ზემოთ ავღნიშნე დამოკიდებულია თოფის მიტანაზე და ტიპზე. ძირითადათ 28-30 გრამ საფანტს იყენებენ. თუმცა შესანიშნავი შედეგები აქვს 24 გრამიან სასტენდო ვაზნებსაც, რომელთაც სპეციალური სწრაფგამშლელი (ე.წ. RAPID DISPERSOR) კონტეინერი აქვს. იღბლიან ნადირობას გისურვებთ ოჩოპინტრელებო. თქვენი ჭალიმგელა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 12:43 |