მწყერი, მწყრის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მწყერი, მწყრის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
Nov 30 2009, 15:48
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
![]() მწყერი მწყერი ერთი იმ გადამფრენ ფრინველთაგანია, რომელიჩ ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადათ აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს,ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევს და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს. მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში ან მარცვლეულის ყანაში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები. მამალი მონაწილეობას არ ღებულობს ბარტყების აღზრდაში. როგორც ყველა ქათმისნაირნი, მწყერიც პირველ ხანებში მწერებით, შემდეგ კი ბალახის თესლითა და მარცვლეული კულთურებით იკვებება. მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენათ და დიდი რაოდენობით იყრის თავს გადაფრენის დიდ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა დაალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით. ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა ამ ფრინველზე ყოველდღე შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ნადირობენ მხოლოდ იმ დღეებში როდესაც გადაფრენისას მწყრების დიდი კოლონიები ცუდი ამინდის გამო ზრვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოამინდებას. |
|
|
|
![]() |
Nov 30 2009, 22:19
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ცოტას მეც დავამატებ.........
მწყერი არის ნადირობის ძირითადი ობიქტი რომელზეც ყველაზე ინტენსიურად ვნადირობთ საქართველოში, რა თქმა უნდა იხვი უფრო დიდი ხნის პერიოდით რჩება სანადირო ობიექტად, მაგრამ ესე შედეგიანი ნამდვილად არ არის, მთელი ხიბლი არის ძაღლის ნაბულის დანახვა და არა უბრალოდ ერთ ადგილზე ჩასაფრება და მერე კი იცით რაც ძაღლზე შევჩერდები 1 აბზაცით და ვიტყვი, რომ მწყერი ნამდვილად არ არის ძაღლის დასაგეშად საუკეთესო ობიექტი, რადგან მეძებარს აძლევს ახლოს მივლის საშუალებას, ამიტომ იგი ეჩვევა მხოლოდ მძაფრ სუნზე შეჩერებას და არა შორიდან, ბევრისთვის ცნობილი იქნება ის სიტუაცია როდესაც ცხვირწინ აუფრენია ფრინველი რაც დიდ დისკომფორტს ქმნის ახალბედებისთვის, ანუ იმათთვის ვისაც კარგად არ აქვს გათვითცნობიერებული სროლის ტაქტიკა, სასხლეტზე დაჭერის დრო, მანძილის განსაზღვრა და ა.შ. თუმცა საუკეთესო დასაგეშ ობიქტებზე სხვა თემებში.......... რაც შეეხება იარაღს მეც დავეთანხმები ჭალიმგელას და ვიტყვი რომ საუკეთესო არის მხოლოდ ცილინდრული ლულის მქონე იარაღი, თუმცა ნებისმიერი ჩოკითაც შეიძლება ნადირობა გარკვეული პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ეს წლების მანძილზე მოდის, ამ შემთხვევაში მთავარია მანძილის განსაზღვრა, ანუ აფრენილი მწყერი რაც შეიძლება შორს უნდა გაუშვა და მერე გამოკრა სახლეტს... ამ საკითხზეც გვაქვს შეაბამისი თემები მაგრამ განვმეორდეთ, მაინც სწავლის დედაა რომ ადრე გაიშალოს საფანტი, აქედან გამომდინარე შედარებით ახლო მანძილძე შეიძლება სროლა, ოღონდ შედარებით და არა ზედ მიდებულზე თვითონ მწყერის ხასიათსაც შევეხოთ - ამას ის ადამიანი შეამჩნევდა ვისაც უნადირია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.... მე მინახია მწყერი რომელიც ღალღასავით დარბის და ისეთი რომელსაც ძაღლი ლამის ზედ ადებს ცხვირს და აფრენისას მის პირით დაჭერასაც ახერხებს მარამ ამას ერთ და იგივე ზონაში არ აკეთებდა, ანუ რაჭაში სხვანაირად იქცევა, შირაქში სხვანაირად, თბილისის ზღვაზე სხვანაირად, თუმცა შეიძლემა ხასიათის ამბავი არ იყოს და უკანაკსნელი გადაფრნის მანძილზე იყოს დამოკიდებული, ანუ მისი ფზიკური კონდიციისთვის იყოს დამახასიათებელი(თუ გინდათ ეს საკითხიც გავშალოთ)...... საბოოოდ იმას ვიტყოდი რომ მწყერი მაინც რჩება ერთ ერთ ყველაზე მოთხოვნილებად და აზარტულ სანადირო ობიექტად საქართველოში... თუ რამე კითხვები გაქვთ ჩემ პირად შეხედულებებთან მწყერის თაობაზე მზად ვრ გიპასუხოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ არც დიდი მონადირე და არც დიდი ორნიტოლოგი ვარ, ასე რომ მხოლოდ პირად გამოცდილებაზე და ჭეშმარიტ ღმერთზე შემიძლია გესაუბროთ იღბლიან ნადირობას გისურვებთ ოჩოპინტრელებო. მეც |
|
|
|
ჭალიმგელა მწყერი Nov 30 2009, 15:48
ჭალიმგელა ცოტა რამ მწყერზე ნ... Nov 30 2009, 18:44
ვიტო Davitus
კი ბატონო
პრინ... Dec 1 2009, 00:40
შალვა ჭალიმგელა
თქვენი ... Dec 1 2009, 18:54
shalva-zimin ციტატა(შალვა @ Dec 1 20... Dec 1 2009, 22:17
იკა კაპანაძე ციტატა(shalva-zimin @ Dec 1 ... Dec 2 2009, 08:23
ვიტო შალვა
ციტატა(shalva @ ... Dec 2 2009, 08:40
ბესო კი ნამდვილად ეგრეა... Dec 2 2009, 14:42
ჭალიმგელა შალვა
ციტატა(shalva @ ... Dec 2 2009, 15:46
HUNTER FREDY ციტატა(ჭალიმგელა ... Jun 4 2014, 12:14
კახაბერ სუნის დაკარგვას რა... Aug 8 2010, 07:23
strong ციტატა(shalva @ 1st December 2009... Aug 9 2010, 10:51
giga_megu მოგესალმებით ყველ... Jan 16 2013, 11:57
sabo73 giga_megu
დააკონკრეტე, მ... Jan 16 2013, 21:39
giga_megu ციტატა(sabo73 @ Jan 16 2013, 22... Jan 17 2013, 16:19
Flamingo RE: მწყერი Dec 4 2013, 12:28
feroni Flamingo
ნაცნობი კადრებ... Dec 4 2013, 13:09
Flamingo ციტატა(feroni @ Dec 4 2013, 14... Dec 4 2013, 14:35
უიარაღო ესეც ჩემი ერთი დღი... Jun 4 2014, 11:54
უიარაღო სამი ჯიშის მწყერია... Jun 4 2014, 12:00
ზახარა პოსტები გადავიდა
htt... Jun 19 2014, 08:53
G_cicqa28 загрузить картинку მწყრ... Jun 24 2014, 15:59
ზახარა პოსტები გადავიდა ა... Apr 11 2015, 01:01![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 22:37 |