ღალღა, ღალღის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ღალღა, ღალღის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ღალღა ღალღა ლაინისებრთა ოჯახში შედის. იგი გადამფრენი ფრინველია, თვალით იშვიათად სანახავი ფრთოსანი, რომლის ხმა ხშირად ღამითაც ისმის, ძლიერ ცუდათ ფრინავს, ძალიან ჩქარა დარბის და კარგად გამოცდილი უნდა იყოს მონადირე ძაღლი რომ იგი ააფრინოს. გაზაფხულზე ჩვენში ღალღა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ჩნდება, მოფრენის შემდეგ მალე წყვილდებიან და ხმელი ბალახებისა და მათი ღეროებისგან მაღალ ბალახეულში მშრალ ადგილას იწყებენ ბუდის გაკეთებას. ღალღა 12 კვერცხს დებს, საკვებია: ყოველგვარი მწერი, ჭიაღუა, ობობები და ლოკოკინები, ხოლო ზაფხულის ბოლოს პურეულისა და ბალახების მარცვლები. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისაკენ მიისწრაფვიან ნაწილობრივ გადაფრენით, მეტწილად კი ფეხით. ღალრის ხორცი გემრიელია. ამ ფრინველის მოსაპოვებლად საჭიროა 10 -12 ნომერი საფანტი. ინფორმაცია აღებულია წიგნიდან 'მონადირის ცნობარი' გამომცემლობა ;საბჭოთა საქართველო; თბილისი- 1969 . |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რაკი ღალღაზე ზირითადათ მწყერზე ნადირობისას ვნადირობთ და იგივე თოფს და ტყვიას ვიყენებთ რასაც მწყერზე, ცალკე აღარ განვიხილავ ღალღაზე ნადირობას. ერთს კი დავამატებ, ღალღის ფრენის სიჩქარე გაცილებით დაბალია ვიდრე მწყერის და მონადირემ უნდა გაითვალისწინოს, რომ სროლისას არ აჩქარდეს და აცალოს სასროლ მანძილამდე დაშორება. ნაადრევი სროლა ხშირად იწვწვს აცილებას ან ფრინველის გაფუჭებას.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 10:07 |