ჩანთიანი სოკოები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩანთიანი სოკოები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
წითელი ლამბაქა
aleuria aurantia ![]() ![]() ნაყოფსხეული - ლამბაქის ფორმისაა, 3-6 სმ დიამეტრის, შიგნითა ზედა ნაწილში კაშკაშა მონარინჯისფრო-წითელია, გარედან უფრო ღია ფერისაა, მოყვითალო ელფერით. რბილობი - თხელია, ცვილისებრი, მყიფე. სპორები - ელიფსისებრია 15-20X8-12 მკმ, მარცვლოვან-ხორკალიანი, შემდეგ კი - ბადისებრი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება ნესტიან შიშველ ნიადაგზე ტყეში, ღია ადგილზე, გზების გასწვრივ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. გამოყენება - ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ. ადვილად შესამჩნევი სოკოა. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
საჭმელი ხარისფაშვა
morchella esculenta ![]() ![]() ქუდი - 3-10 სმ სიმაღლისა და 2-4 სმ სიგანისაა;კვერცხისებრია ან ელიფსისებრი, სიგრძივ და განივ ნაოჭიანი, რის გამოც ზედაპირზე იქმნება უსწორმასწორო უჯრედები; ჟანგმიწისფერ-მურა ან მურაა. ფეხი - 3-7 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებულია, ფუყე; მოთეთროა ან მოყვითალო. სპორები - ელიფსური ფორმის ზომით, 18-24X10-12 მკმ. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგებაცილინდრული ჩანთებისაგან ზომით 300-350X15-17 მკმ. თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება ნიადაგსა და ღია ადგილებზე ფოთლოვან ტყესა და პარკებში ზაფხულობით. გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა, გამოყენებამდე საჭიროა წვრილად დაჭრა და5-10 წთ მდუღარე წყალში გათუთქვა, წყალი უნდა გადაიღვაროს. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 17:06 |