საქართველოს წითელი ნუსხა! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოს წითელი ნუსხა! |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვისაც გაინტერესებთ აქ არის: http://red-list.ge
ვინ მუშაობს ამ გვერდზე არ ვიცი, მაგრამ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობასთან ახლოსაც, რომ არ არის ფაქტია... ან ლელიანის კატას რა უნდა ამ სიაში, ან ვეფხვს რა ესაქმება საქართველოსთან, ან აფთარმა რა დაკარგა და რას ეძბეს... ![]() მოკლედ დომხალია რა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ერთხელ რომ მოათავსებ იქ რაღაცას, მერე მისი ამოღება გაეროს დონეზე უნდა გადაწყდეს ლამის... ან დასურათებული, რატომ არ არის? ან ატლანტურ ზუთხს რა ესაქმება შავ ზღვაში... ან კალმახს რა უნდა წითელ წიგნში... მოკლედ რა... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
შესაბამისი კრიტერიუმებით შეირჩა სახეობები წითელი ნუსხისათვის. ნეტა რა ისეთი კრიტერიუმებია, რომ კალმახმა დააკმაყოფილა და დურაჯმა ვერ დააკმაყოფილა. არც გნოლის საქმეა უკეთესად. ვიტო ბესო იქნებ ვთხოვოთ სამინისტროს და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ თვეში ერთხელ ან, როგორც მოუხერხდებათ (თუ უფრო ხშირად იქნება ჩვენ უარზე არ ვიქნებით), დაგროვილ კითხვებზე პასუხი გაგვცენ. კარგი იქნება თუ ამ საქმეში კომპეტენტურ ექსპერტებს ჩართავენ იმ მუდმივმოქმედი კომისიიდან მეტი დამაჯერებლობისთვის. ალბათ მარტო თხოვნის კი არა, მოთხოვნის უფლებაც გვაქვს. ძებნაში დრო, რომ არ დაკარგონ ახალი თემაა საჭირო, "კითხვა სამინისტროს" ან რამე მაგის მაგვარი. ყველა კითხვამ ადმინების და საზოგადოების ცენზურა უნდა გაიაროს კომპეტენტურობაზე და კორექტულობაზე. მოპასუხე მხარეს ერთი რამე უნდა ვთხოვოთ; ყველასათვის გასაგები ენით და ტერმინებით გვიპასუხონ, რადგან ჩვენ არ ვართ ვიწრო დარგის სპეციალისტები და ინგლისურიც ყველამ არ ვიცით აკადემიურ დონეზე (ეხება წითელი ნუსხის კატეგორიების და ხარისხების აბრავიატურას). ნუსხა ქართველებმაც უნდა წაიკითხონ? კლუბის წევრების და გულშემატკივრების აზრიც თუ ემთხვევა ჩემს ნათქვამ - დაწერილს, გავაკეთოთ ეს საქმე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 11:32 |