გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
აუცილებელია საფანტის სიმსხოს შერჩევა თოფის ლულის შევიწროვებასთან ,,ჩოკთან,, მიმართებაში ანუ კარტეჩის და შედარებით მსხვილი საფანტის სასროლად აგრეთვე ცალი ტყვიის ,,იაკანი მაიერი გუალანდი პოლევა, იდეალი, ვიატკა, სპუტნიკი ბლონდო მირაჟი,, დ.ა.შ სასროლად უკეთესია და რეკომენდირებულია ნახევარჩოკის, ცილინდრის, ან შევიწროვებული ცილინდრული ლულის ხმარება, ჩოკით ნასროლი ზემოთ ხსენებული ჭურვები არასტაბილური შლის და მოხვედრის მაჩვენებლით გამოირჩევა და გარდა ამისა შეიძლება თოფიც დავაზიანოთ, სასტიკად აკრზალულია ძლიერი ჩოკური შევიწროვებული ლულებიდან (1,25. 1,35. 1,4) (ესეთი ხშირად აქვთ ტრანშეული სტენდისათვის დამზადებულ სპორტულ თოფებს),, მსხვილი (5 ნომერი ) საფანტზე მსხვილი საფანტის სროლა,ასევე ნებისმიერი ზემოთ ხსენებული ცალი ტყვიისა და კარტეჩის სროლა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დავაზიანებთ თოფს. ძლიერი 1,25 და ძალიან ძლიერი 1,35. 1,4 ჩოკიდან იდეალურშედეგს იძლევა 6, 7, 8, 9, ნომერი საფანტი, საშუალო და შორ მანძილზე სროლისას. მეოთხედ ჩოკი ანუ 0,75 ტიანი შევიწროვებით საუკეთესო შედეგს იძლევა 5, 4, 3 ,2 ,1 ,0, 00, 000. საფანტის სროლისას შორ მანძილძე. გარდა ამისა სანადორო თოფს რომლის ლულებიც გათვლილია ფოლადის საფანტით დატენილი ვაზნების სროლისათვის ჩოკური შევიწროება არასტანდარტული აქვთ ანუ უფრო ნაკლებ შევიწროვებულია თუმცა მარკირება იგივე აქვთ. ასეთი ლულიდან ნასროლი ჩვეულებრივი საფანტი შედარებით ახლო მანძილზე იშლება თანაბრად, თუ გვინდა ასეთი კონსტრუქციის ლულიდან შორ მანძილზე რბილი საფანტით ნადირობა აუცილებელია შევცვალოთ ფოლადის საფანტის სასროლად გათვლილი ჩოკური შევიწროვება (მარკირებით ,,steel,,) რბილი საფანტის სასროლად გატვლილ ჩოკურ შევიწროვებაზე (მარკირებით ,,lead,,)
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 11:29 |