გერმანული ნაგაზი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გერმანული ნაგაზი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
ხასიათი. გერმანული ნაგაზი – ყველაზე ძლიერი და, მრავალი მეძაღლის მოსაზრებით, ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. იგი მამაცი, გონებამახვილი, პატრონის ოჯახის მიმართ არაჩვეულებრივად ერთგული ძაღლია, მეგობრულია ბავშვებთან, ადვილად იწვრთნება, ეჭვიანია უცხოებისადმი, ფხიზელი და ყურადღებიანია, უყვარს მუშაობა, აქვს თვითსწავლების შესანიშნავი უნარი.
გამოყენება. გერმანული ნაგაზი არ არის მხოლოდ შესანიშნავი მწყემსი და დარაჯი საველე საქონლისათვის. ეს ძაღლები მამაცად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი მსახურობენ პოლიციაში (მათ კვალის აღება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი შეუძლიათ), ჯარში, მუშაობენ წითელ ჯვარში, მათ იყენებენ ადამიანთა საძებნად მიწისძვრებისა და ჩამოზვავებების დროს, იყენებენ მაშველთა როლში წყალში, მთებში, ხანძრების დროს. არ არის არაფერი ისეთი, რასაც ისურვებთ ძაღლისაგან და ამას არ გააკეთებს გერმანული ნაგაზი. იგი უბადლო პირადი მცველია თავისი შესანიშნავი დაცვითი რეფლექსისა და ელვისებრი შეტაკებების წყალობით. ![]() ![]() ინფორმაცია აღებულია mydog.ge-დან |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ისტორია: გერმანიაში ადრე არსებობდა ბევრი სახეობის ნაგაზი ისინი განსხვავდებოდნენ შეფერილობით , სიმაღლით ,და ასე შემდეგ : მაგრამ მათ აერთიანებდათ სისწრაფე მუშაობისადმი თავდადება და ადვილად სამართავები იყვნენ . ხშირად იყო მცდელობები მათგან გამოეყვანათ 1 სრულყოფილი ძაღლი მარგამ სულ კრახით მთავრდებოდა .
1890 წელს ახალგაზრდა მაკ ფონ შტეფანიცმა დაიწყო გერმანული ნაციონალური ნაგაზების გამრავლება.. პირველი გერმანული ნაგაზის დაბადების დღედ ითვლება 1899წლის 3 აპრილი ![]() ![]() ![]() ![]() ესეც მისი პირველი ძაღლები |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 21:16 |