კონდახის მოვლა, ფრიად საინტერესო მიგნება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კონდახის მოვლა, ფრიად საინტერესო მიგნება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოკლედ ძალიან საინტერესო ხერხს მივაგენი კონდახის მოსავლელად
ბოლო ნადირობისას, ანუ თეთრი წყაროში სამივე თოფი მქონდა წაღებული. მოგეხსენებათ წვიმა არ გაჩერებულა. ჰოდა სახლში რომ მოვედი სამივე კონდახი გათეთრებულივით იყო. კარგად გავწმინდე და კონდახზე რომ მივედი შემთხვევით თვალში მომხვდა ავეჯის საწმენდი დეზადორი. ჯერ იჟებზე ვცადე მოკლედ ამოყავს მტვერი, კლავს ბაქტერიებს, ავსებს ნაკაწრებს, და თოფს უბრუნებს პირვანდელ სიბრწყინვალეს. მოკლედ სამივე გავწმინდე, იდეალური რაღაცაა. ცადეთ არ ინანებთ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 58 რეგისტრ.: 5-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ozurgeti ![]() |
ავეჯის საწმენდით იმ შემთხვევაში შეიძლება გაწმენდა თუ კონდახი ლაკით არის დამუშავებული და თუ ლაკის გარეშეა, (საერთოდ ცნობილი ბრენდები ლაკს არ ხმარობენ) ასეთი კონდახები საერთოდ მცენარეული ზეთებით (ოლიფით) არის გაჟღენთილი ასეთი დამუშავება უფრო საიმედოა და თანაც ძალიან ლამაზადაც გამოიყურება. ასეთ ზეთებს მხატვრები იყენებენ ზეთიანი საღებავების შესაზავებლად. რაც შეიძლება ლარგად უნდა გაიჟღენთოს ამ ზეთით ხის ნაწილები რისთვისაც მათი გათბობაა საჭირო რამოდენიმეჟერ უნდა გაიჟღენთოს დეტალები მანამ სანამ ისინი ძეთის შეწოვას შეძლებენ ამის შემდეგ უკვე ცივად უნდა გაიწმინდოს ისეთი ნაჭრით რომელიც ზეთს არ შეიწოვს, შალი და ბამბა ზეთს აცილებს ამისათვის უფრო მჭიდრო ნქსოვილი ჯობია. ხის ზედაპირის სიპრიალის მიღწევა შეიძლება მას ზედაპირზე ლითონის პრიალა საგნის ხახუნით (სუფრის კოვზის ძირი) ანუ დაუთოვებით მხოლოდ ყველა მოძრაობა ერთი მიმართულებით უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა ასეთი დამუშავება გალაქული კონდახისათვის არ გამოდგება.
თუ თოფის ხის დეტალებს წელიწადში ერთხელ მაინც გაპოხავთ კარგად არავითარი წვიმის აღარ შეგეშინდებათ არც თქვენ და არც კონდახს ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2025 - 05:09 |