ბაზიდიანი სოკოები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ბაზიდიანი სოკოები |
Dec 10 2009, 16:45
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ყურა სოკო (კაცისყურა, გარდამრიდი იუდას ყური)
hirneola judae ![]() ![]() ნაყოფსხეული - მჯდომარეა სუბსტრატზე, 12სმ-მდე დიამეტრისაა და ადამიანის ყურს ჰგავს,ნაოჭიანია, ელასტიური, ლაბისებრი, გარედან მოყვითალო-ყავისფერია, მოიისფრო-ნაცრისფერი ან მოწითალო-მურა, წვრილხავერდოვანი ზედაპირით; შიგნითა მხრიდან ნაცრისფერ-იისფრიდან ნაცრისფერ-წითლამდე, ტიტველი. სპორები - 11-15(23)X5-7(8) მკმ. ცილინდრულია, მოხრილი. იზრდება ცოცხალდიდგულა ტოტებზე, ზოგჯერ გამხმარი მურყნის მერქანზედაც გაზაფხულ-შემოდგომით. შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საჭმელად ხმარობენ. საქართველოში საჭმელად არ გამოიყენება. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
|
![]() |
Dec 16 2009, 20:53
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ძერანა
poluporus squamosus ![]() ![]() ქუდი - 5-60 სმ, იზრდებაერტეულებად ან შეერთებულია რამდენიმე ეგზემპლარი ერთად, დასაწყისში მომრგვალოა და ელასტიურ-ხორცოვანია, შემდეგ - თირკმელისებრი, მარაოსებრი. ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ყავისფერ და მუქმურა ზედაპირზე გაკრული ქერცლებით, ღია-მოყვითალოა, ჟანგმიწისფერია და მომწიფებისას თითქმის მურაა, ჰიმენოფორი დასაწყისში თეთრია, შემდეგ მოყვითალო. მილები დაღმავალია, ფორები მსხვილი კუთხოვანი, უსწორმასწოროდ დაკბილული კიდეებით. ფეხი - მოკლეა 1-3 სმ, ჩVეულებრივ გვერდითი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური, ძირში გაგანიერებული მუქმურა ან შავია. ზედა ნაწილში თეთრია ან ღია-მოყვითალო, ბადისებრფოროვანი, სქელი და მკვირივი. რბილობი - თეთრია ან მოყვითალო, ჯერ წვნიანი, მსუბუქი, ხორციანი, შემდეგ მაგარი - კორპისებური. სპორები - 10-14X4-5 მკმ. წაგრძელებულ-ელიფსისებურია, უფერული. სპორების მტვერი - თეთრი. იზრდება მკვდარ და დაზიანებულ ხეებზე, განსაკუთრებით წიფელსა და თელაზე, მთელ სავეგეტაციო პერიოდში. საქართველოში ყველგან გვხვდება. გამოყენება - საჭმელია ნორჩობაში, წინასწარი გათუთქვის შემდეგ. სიმწიფეში კორპდება და საჭმელად არ გამოიყენება. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
|
კუდიგორელი ბაზიდიანი სოკოები Dec 10 2009, 16:45
კუდიგორელი ჩაგა
inonotus obliquus (fr.) pil. sterlis... Dec 10 2009, 18:34
ნიკაP&A სოკო ჩაგა საქართვე... Dec 10 2009, 22:32
კუდიგორელი როგორც ჩანს არი, მე ... Dec 10 2009, 23:57
კუდიგორელი არყის სოკო
piptorus betulinus
... Jan 16 2010, 12:41
გოგა არყის ხე არსებობს ... Jan 16 2010, 19:00
კუდიგორელი გოგა
კი არის საქარ... Jan 16 2010, 20:32
კუდიგორელი ყვითელი აბედა
laetiporus ... Jan 19 2010, 00:32
კუდიგორელი ირმისტუჩა
hydnum repandum
... Jan 30 2010, 15:42
კუდიგორელი ირემა სოკო
sarcodon imbricatus
... Jan 30 2010, 16:00
კუდიგორელი ირმისბაწარა
hericium corall... Feb 12 2010, 22:35![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th December 2025 - 19:32 |