ღორჯოები , Gobitidae - Бычки |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ღორჯოები , Gobitidae - Бычки |
May 16 2009, 12:00
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
Gobitidae-da bichki rusulad
სიგრძე__25სმ. წონა__0.11კგ ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს :ზღვის სანაპიროს მომლაშო უბნის ფსკერზე, ზამთრობით შედის უფრო ღრმა ადგილებში. ი კ ვ ე ბ ე ბ ა: ლოკოკინებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, თევზებითა და სხვა. |
|
|
|
![]() |
Dec 19 2009, 13:02
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბავშვობიდანვე ღორჯოების რისხვა მერქვა
მეც ღორჯოს ვგავდი შავი და ხუჭუთმიანი თუ ვინმე ღორჯოს დაიჭერდა მიაყოლებდა შაკო დავიჭირეო შაკო მქვია მოკლედ ღორჯოებს ჩემსავით არც არავინ იჭერდა და ვერც ვერავინ იჭერდა ეზოში ჭიას ვამრავლებდი მდინარეებში ქვებს ვყრიდი (კაზიავკები რომ მიწებებოდნენ) პურის სრესვას ძილისწინ ვიწყებდი ანკესად მუდამ თხილის ჯოხი ნემსკავად მუდამ ძალზე მცირე დაჭერითაც მუდამ ყველაზე მცირეებს ვიჭერდი მეც ღორჯო მერქვა და ყველა ღორჯოს ვაცოცხლებდი წყალში ვუშვებდი ზღვაზეც ყოველთვის ეგრე იყო სხვები ცურავდნენ ბანაობდნენ მე კი ვიდექი ზვირთმჭრელთან და ღორჯოებს ვიჭერდი საკუთარ თავთან ვსაუბრობდი ღორჯოებს ვესაუბრებოდი მათი ენა - არა მაგრამ მათი მესმოდა ჩვიდმეტი წელი გავიდა მას შემდეგ ჩვიდმეტმა წელიწადმა ჩაიარა ჩემთვის ღორჯოების გარეშე საკუთარი თავის გარეშე ჩვიდმეტი წელია ჩემთვის ღორჯო აღარავის დაუძახია ჩვიდმეტი წელია მათ ჩემთვის აღარაფერი უთქვამთ ჩვიდმეტი წელია მე არ გამხსენებიან ისინი მაგრამ წელს ქობულეთში როგორც იქნა იქ ვიქირავე ბინა სადაც მსურდა სადაც კინტრიში ერთვის ზღვას გული მიგრძნობდა სადმე მანდ უნდა გადავყროდი ჩემს ძველ მეგობრებს ჩემს პატარა საკუთარ თავებს თითქოს ადნაკლასნიკში მიპოვნეს და ლინკი დამიგდეს აი ზუსტად აქ გვიპოვნიო პირველივე დღეს მივაკითხე მდინარის შესრთავს ასიოდე მეტრიდან ვიგრძენი მათი იქ ყოფნა მეღორჯოვენიც იქ იყვნენ ქობულეთის ყველა მთავარი მოღორჯოვე იქ იყო იჭერდნენ ღორჯოებს და "ყაზბეგის" ორლიტრიან ბოთლში ახრჩობდნენ ძალიან კარგი ანკესები ეკავა ყველას "კატუშკებით" ღორჯოს დაჭერა თუ გინდათ თავად უნდა დაემსგავსოთ მეთქი ღორჯოებს მაგალითიც მივეცი ტალღებისგან გამორიყული ბამბუკის ნაგლეჯი მოვძებნე აგვისტოს მზეზე გამომხმარი რთხმელის რტო მოვძებნე და იმავე წუთს დავაქორწინე რთხმელა - ქმარი ბამბუკი - ცოლი იქვე მოვძებნე დამტვრეული რადიოლა ნეკნივით ამოვაცალე ბოლტი მეღორჯოვეებს ვესესხე ძუა ჭია და ნემსკავი ყველაზე მცირე ავაწყე ღორჯოებთან სასაუბრო აპარატი დირიჟორის ჯოხზე უფრო მგრძნობიარე დავხედე წყალს შევაქნიე ჯოხი და ორკესტრიც ახმაურდა 15 წუთში დავიჭირე სამოცი ღორჯო მაგრამ უკვე ვეღარ ვაცოცხლე მეღორჯოვეებმა ჩამიხრჩვეს ბოთლებში ჩემი გულიც მაშინ ჩაიხრჩო იუდასავით მოვექეცი საკუთარ თავს და საკუთარ თავებს ღამით კი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მჭამდა |
|
|
|
noso ღორჯოები May 16 2009, 12:00
levana90 RE: ღორჯოები May 18 2009, 16:58
გრიზლი ნოსო
ღორჯო მდინარ... Jun 3 2009, 14:54
ნოსო დავდებ ინფოს გრიზლ... Jun 3 2009, 15:59
ვიტო ნოსო
გიგი ინფო პირ... Jun 3 2009, 16:01
მონადირე გიგი ქენი რამე - შავ... Sep 1 2009, 12:56
sergeevich ამათი სურათები ვერ... Sep 14 2009, 21:15
Fishing Fnatic . სამეგრელოში ვიჭერ ... Nov 14 2009, 14:17
geojorjika Fishing Fnatic .
მეც ვთევზაო... Nov 14 2009, 18:01
ტემპერა Fishing Fnatic .
Fishing Fnatic .
ციტა... Nov 14 2009, 18:26
ganmaTavisuflebeli ღორჯოს ჩვენი გულით... Jan 1 2010, 14:29
T A M P L I E R ვააააააა მაგარი იყ... Dec 19 2009, 13:44
geojorjika კარგი იყო , საღოლ Dec 19 2009, 14:03
lasha_kotriazde შენი ლექსის, უფრო ს... Jan 14 2010, 04:47
CiCua ანკესით იჭერდით ღო... Jan 17 2010, 09:33
PREDATOR აი მესმის ღორჯოოოო... Aug 11 2013, 21:10
HUNTER FREDY (dila)adriano
მაგარი იყო Aug 11 2013, 21:16
ძამა PREDATOR
ეგ ღორჯო კია არ... Aug 11 2013, 22:34![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th November 2025 - 10:45 |