ნაფოტა, Rutilus Rutilus - Плотва |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ნაფოტა, Rutilus Rutilus - Плотва |
May 16 2009, 09:43
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
სიგრძე__37სმ. წონა__0.7კგ.
საქართველოს წყლებში ადგილობრივი ბინადარია, მტკვრის ქვემო დინებაში ნახევრად გამსვლელი. ი კ ვ ე ბ ე ბ ა :მწერებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, მცენარეულობით. |
|
|
|
![]() |
Dec 19 2009, 15:49
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მტკვრის ნაფოტა ბორჯომში გამაცნეს
ისეთივე პატარაა და გემრიელი როგორიც გუმისტაში დაჭერილი მახსოვს ნაფოსტას სამოთხე ორწყალში იყო (ასე ერქვა დასავლეთ და აღმოსავლეთი გუმისტების წყალშესაყარს) თუ დასავლეთის ტოტს მაღლა აუყვებოდა აუცილებლად შეამჩნევდა კაცი ულამაზეს ადგილს "ცისფერ გამოქვაბულს" აქაური ქსანივით დაპატარავებული გუმისტა იქ ბუნებრივ კლდოვან ქვაბულში ჩაედინებოდა გუბდებოდა და ქმნიდა ძალიან გამჭვირვალე ძალიან პატარა მაგრამ ღრმა ტბას (ყოველშემთხვევაში ჩვენ ფსკერს ვხედავდით, მაგრამ ფსკერისათვის ფეხი არასდროს დაგვიდგამს) პატარა ტბა დიდი აკვარიუმივით იყო ნაპირებზე დაბერებული ლოდები ყოველმხრივ გვიწყობდა ხელს საბანაოდ და სათევზაოდაც. იქ იმდენი ნაფოტა ცხოვრობდა რომ თავისუფლად შეიძლებოდა ეს ტბა-გამოქვაბული ნაფოტქალაქად გამოგვეცხადებინა თევზი დღისით საერთოდ არ იმალებოდა სანაპირო ლოდიდან რომ დახედავდი პირდაპირ შენ ფეხებს ქვეშ ცურავდნენ მათ დასაჭერად არანაირი ჯოხი არანაირი ტივტივა არ იყო საჭირო მოუბავდი ნემსკავზე წყლის ხოჭოს (იგივე კაზიავკა) ან სულაც იქვე ნაკვერჩხალზე შემწვარი ვაშლის ნაჭერს მიუტანდი თევზს პირდაპირ პირთან ან ცხვირთან მოუღიტინებდი და თევზი ჩვენი იყო ნაფოტას ზოგჯერ (როცა ძალიან გვშიოდა) ვჭამდით კიდეც მაგრამ ძირითადად ვუშვებდით კი არ გვეცოდებოდა უბრალოდ გაშვების პროცესი გვსიამოვნებდა ხელისგულიდან რომ გაფართხალდებოდა და გაიქცეოდა თევზი მოკლედ ეგ ადგილი საუკუნეა არ მინახავს ჯერკიდევ ომამდე დანაღმეს ვიღაცეებმა და როგორც ვიცი 17 წელზე მეტია იქ კაციშვილი არ ასულა. მანდ ასვლა მშვიდობიან დროს ჭირდა და წარმომიდგენია რა ამბავი ექნებათ ახლა იქ თევზებს სხვათა შორის ომის დროს როდესაც გასაგები მიზეზების გამო შეწყვეტილი იყო გუმისტაზე ბრაკონიერობა კიაზო ცხვიტავა 10 კილოიან ორაგულებს იჭერდა აჩადარაში სულ ფეხებზე ეკიდა ომი და ამბავი ნახევარ ბატალიონს ეგ გვაჭმევდა პურს |
|
|
|
noso ნაფოტა May 16 2009, 09:43
sergeevich Rutilus rutilus-Плотва Jul 11 2009, 21:50
Caldera ციტატა(sergeevich @ Jul 11 2009, ... Aug 5 2011, 14:10
ვიტო დიდი ხანია მინდოდა... Aug 31 2010, 14:03
amroci ვაა აბა ტობი რომელ ... Sep 1 2010, 10:26![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th December 2025 - 07:52 |