გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
![]() ტყიანში და ბუჩქნარიანში მონოლიტია კარგი და შექმნილიც მაგისთვისაა! ჰექსოლიტს კი გაშლილ ველზე აი ისეთ ხეობაში სასროლად ხმარონებ სადაც სივრცეა და ხელის შემშლელი არაფერი ხვდება! გასკდომით კი არ სკდება უბრალოდ იშლება რაიმე ზედაპირთან შეხებისას ამაში ხელს უწყობს ჩაღრმავება ანუ ბალისტუკური სიცალიელე წინა მხრიდან რომ ააქვს ჰექსოლიტს! ტყვიის ფრენისას ამ საცარლეში იწნეხება ჰაერი, ტყვია დიდი სიჩქარით მიფრინავს და ტყვიის წინ არსებული ჰაერი იმ მცირე ღუში შედის და იწნეხება გამოწვეული დიდი წნევის გამო, მოხვედრისას კი ვინაიდან ტყვია ანელებს ან სრულიად წყვეტს მოძრაობას ეს დაწნახილი ჰაერი დიდი სიჩქარით ფართოვდება რომ გარეთ არსებულ წნევას გაუტოლდეს, (ელემენტალური ფიზიკაა.) ამ მომენტში თვითონ ჰაერი მოქმედებს მოხვედრის ზედაპირზე, ცხოველის შემთხვევაში კუნთოვან ქსოვილებზე, ეს ჰაერი გაფართოებისას გლეჯს ქსოვილებს შინაგან ორგანოებს და მუცლის, მკერდის ან მენჯის ღრუში მოხვედრის შემთხვევაღი იწვევს იქ არსებული თანაბარი წნევის უცებ ელვისებურ გაზრდას, რაც იწვევს შინაგანი ქსოვილების მოგლეჯვას სისხლჩაქცევებს ტკივილს ტკივილისაგან გამოწვეულ შოკს და ასე შემდეგ!. მაგალითისათვის, ბევრად მცირე 7.62 კალიბრის სანადირო ტყვიის ბალისტიკურ სიცარიელეში ერთი ლიტრი ჩაწნეხილი ჰაერი ეტევა, რათქმაუნდა ეს ტყვიის სიჩქარეზე და ნახვრეტის მოცულობაზეა დამოკიდებული ბევრად! ერთი სიტყვით კოლოსალური შემაცერებელი ეფექტის ტყვია ჰექსოლიტიც და მონოლიტიც |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2025 - 20:19 |