ჩაქირა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩაქირა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩაქირა .რაიცით ამ ძაღლის შესახებ? იქნებ მოვიძიოთ ეს გადაშენების გზაზე მდგომი ერთად ერთი ქართული მონადირე ჯიშის მეძებარი ჩაქირა (იგივე მეკვერნე)მე ეხლა გავიგე ამ ძაღლის შესახებ და ძალიან დავინტერესდი .პრინციპში ქათული ნაგაზის ქვეყანაში არც არის გასაკვირი რომ ასეთი ძლიერი და უნივერსალი ქართული მეძებარიც გვყოლოდა .ირკვევა რომ ეს ძაღლი ძირითადად გურიაში მაღალ მთიან აჭარასა და ტაოკლარჯეთში (ეხლა უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ) იყო გავრცელებული .და მას ძირითადად კვერნაზე და კატაზე სანადიროდ იყენებდნენ.ეს იმიტომ რომ ძალიან შეუპოვარი და ჟინიანი ყოფილან და ამის გამო დიდ ნადირზე არიდებდნენ ნადირობას იმიტომრომ ხშირად ნადირობა სიკვდილით მთავრდებოდა მას ამის გამო თვითმკვლელი ძაღლიც კი შეარქვეს . მაგრამ შესანიშნავად ნადირობდა მსხვილ ნადირზეც როგორიცაა; დათვი,ღორი,ირემი,და ა შ.....მოკლედ კურდღელზეც კარგად ნადირობდა და ფრინველზეც .მე ერთ -ერთ წიგნში მაქვს წაკითხული რომ გურიაში ძველ მონადირეებს უთქვამთ რომ ერთხელ პოინტერთან ერთად ვანადირეთო და როგორც ის უკეთებდა ფრინველს ნაბულსო (სტოიკას) ჩაქირამაც ისე დაუწყო ნაბულის კეთება ფრინველსო . და თანაც მოკლული ფრინველი მოიტანაო.ჩაქირას წყლის ფრინველებზე სანადიროდაც იყენებენ თურმე ,კიდე წერენ თუ როგორ ნადირობს სოროს ნადირზე ;მაჩვზე,ტურა მელაზე ,მოკლედ უნივერსალიაო , რომ წავიკითხე გავგიჟდი თუ რა ჯიში გვყოლია და გადაშენების გზაზეა .რაც შეეხება აღწერილობას მე სურათიც მაგვს ნანახი ის 45-50-სმ სიმაღლისაა; წაბლისფერია მოწითალო თვალებით, თავით ტურას წააგავს დაცკვეტილი ყურებით ,დაშვებული კუდი და ყველაზე მთავარი და გამორჩეული ნიშანი აქვს მას ყელზე (კისერზე )თეთრი რკალი დასდევს გეგონება თეთრი საყელო აქვსო გაკეთებული ,მოკლედ ;ყელი ,გულმკერდი, მუცელი,ფეხები სახსრებს დაბლა და კუდზე ნახევარს ქვევით სულ თეთრი აქვს და რაც მთავარია ააქვს ძლიერი ყნოსვა . ძალიან წააგავს მყეფარებს (ლაიკას) და არსებობს ვერსიებიც რომ ლაიკას სისხლში დიდი პროცენტი ჩაქირას სისხლი ურევიაო .ასერომ ეხლა თქვენ გაანალიზედ თუ რაოდენ ძლიერი და უნივერსალური ჯიში გვყოლია ქართველებს ჩაქირას სახით .ასერომ სელექციური თვალსაზრითითაც შეიძლებოდა ამ ჯშიდან მაგარი ჯიშებიც გამოგვეყვანა . ერთს კიდევ დავამატებ რომ არიან ძალიან ავები და თითქმის სულ დამბულები ყოლიათ იმიტომ რომ სულ სანადიროდ უნდათ წასვლა და თუარ დაამბავთ ან დაამწყვრევთ თვითონვე გარბის სანადიროდ .არ ეკარებს უცხოპირს და არიან ძალიან შეუპოვარი და ავები რის გამოც მას ღორზე აღარ ანადირებენ იმიტომ რომ სავალალოდ სიკვდილიდ მთავრდება მისი ტახზე ნადირობა იმდონის შეუპოვარია .რაც შეეხება ამ ჯიშის საქართველოში არსებობას როგორც ვიცი ძალიან ცოტა ყოფილა ისიც ნაჯვარები .მაგრამ გეტყვით რომ ჩვენს მეზობელ თურქეთის მთიან რაიონებში( ანუ ლაზეთში) ეს ჯიში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება იქიდან მაგის შემოყვანა .დასაერთოდ იქნებ ვინმეს მეტი იმფორმაცია ქონდეს ამ მართლაც უნიკალურ და უნივერსალ ჯიშზე და იქნებ დავწეროთ რამე .
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეეხ ნეტავ ქართველებს ამ ძაღლის მეტი არაფერი გვქონდეს დაკარგული ჯანდაბას აღარ დავეძებ . მაგრამ რაცგინდა იყოს ჯობია ჩვენი ჩვენთან იყოს .ერთს დავამატებ რომ ბევრმა აქ ეჭვი შეიტანა ამ ჯიშის უნივერსალობაში მაგრამ როგორც ირკვევა მართლაც ბევრი რამე შესძლებია ჩაქირას და ის შეგუებული ყოფილა ქართველი კაცის გუნება ხასიათს, კლიმატურ პირობებს,და ძალზე შეუპოვარი და ჟინიანები არიან .თავიანთზე ბევრჯერ დიდ ძაღლებს სიკვდილის ბოლომდენ ებრძვიანო და გადაშენების ერთეთი მიზეზიც ზუსტად ეგ ყოფილა . მის დაგეშვას რაც შეეხება მას წინასწარ სახლში ვარხიშები და გეშვა არ ჭირდება , პირველივე გაყვანაზე უკვე დაგეშილია .ირკვევა რომ მდევრებთან (ერთიერთზე )შეუჯვარებიათ და მათი ნაშიერი უკეთესად ნადირობდა ვიდრე მათი მშობლები ,და მეც ამ ფაქტორმა დამაინტერესა და ვფიქრობ მიზანს მივაღწევთ ერთმანეთის დახმარებით . და საერთოდ დროა დაგვეწყო პერსონალური ძებნა ;გურიაში ,მთიან აჭარაში .როგორც ირკვევა ტაოკლარჯეთში (ლაზეთში) ყოფილან ეს ძაღლები და რამდენად ადვილია შემოყვანა ესეც გასარკვევია .მოკლედ ავმოძრავდეთ და შედეგებიც ერთმანეთს შევატყობინოთ
სამწუხაროდ მე მარტო ეს სურათი მაქვს ესეც ენციკლოპედიიდან არის ამოღებული http://s49.radikal.ru/i125/0912/bb/e7c0b423e807.jpg |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th June 2025 - 18:10 |