ცხოველების დახასიათება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ცხოველების დახასიათება
ლევანა90
პოსტი May 19 2009, 00:29
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია ევროპაში (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა), მცირე, შუა, ცენტრალური და აღმოსავლე აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დიდ ნაბიჯებს ადგამს, დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს, კარგად ცურავს. განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა. ჯოგური, პოლიგამიური ცხოველია. მყვირალობა 1 თვეს და მეტხანს გრძელდება. მასობრივი მყვირალობა სექტემბრის დასასრულს შეიმჩნევა. ხარები ამ პერიოდში ჩხუბობენ, ზოგჯერ ერთმანეთს რქებს ამტვრევენ და ჭრილობასაც აყენებენ. მაკეობა 8,5 თვე გრძელდება, შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. სქესობრივად მე-3 წელს მწიფდება. ცოცხლობს 20 წლამდე (ტყვეობაში 25-30 წელს). კეთილშობილი ირემი რქებს ყოველწლიურად იცვლის (უმთავრესად მარტ-აპრილში). ახალი რქების ზრდა ივნის-ივლისში მთავრდება. რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს. კეთილშობილი ირმის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 1. ჩვენში კეთილშობილი ირემი უმთავრესად ნაკრძალებში (ბორჯომის, ლაგოდეხის) ჰყავთ. ირემზე ნადირობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აიკრძალა, ჯერ განსაზღვრული, შემდეგ კი განუსაზღვრელი ვადით. შეტანილ იყო საქართველოს სსრ. წითელ წიგნში (1982წ) და კვლავ რჩება საქართველოს ამჟამად მოქმედ ”წითელ ნუსხაში” (დამტკიცებული 2006 წლის 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის #303 ბრძანებულებით ”საქართველოს წითელი ნუსხის შესახებ”).



ნუტრია (Myocastor coypus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის რაიონამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს. აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს)

კურდღლისებრნი (Leporidae), ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიატულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობს 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaecus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ლეკი
პოსტი Dec 22 2009, 18:50
პოსტი #2


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




გეპარდი (Acinonyx jubatus), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი; გავრცელებულია აფრიკის, ინდოეთის, წინა და შუა აზიის ტრამალებსა და უდაბნოებში. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე - 100 სმ, აქვს შავხალებიანი მოყვითალო ბეწვი. ავაზის მეკეობა 95 დღემდე გრძელდება. ყრის 2-4 ლეკვს. იკვებება ძირითადად ანტილოპებით, ხეზე ასვლა არ შეუძლია, დარბის სწრაფად (მაქსიმალური სისწრაფე 120 კმ საათში). ავაზას ბევრ ქვეყანაში ათვინიერებენ და ანტილოპებზე სანადიროდ გეშავენ. ავაზებით ნადირობდნენ შუა საუკუნეების საქართველოშიც.
ავაზის მკერდი განიერია, ხოლო წელი - წვრილი. უხეში, წინწკლებიანი ბეწვი მას მაღალ ბალახში შეუმჩნეველს ხდის და მსხვერპლთან მიახლოებას უადვილებს. ავაზის ხალები 2-3 სანტიმეტრის დიამეტრისაა და მუცლის მხარეს (თეთრ ბეწვზე) არ ჩნდება. გეპარდს პატარა თავი აქვს, რაც ხელს უწყობს სიჩქარის განვითარებაში, ხოლო შავი ხაზები მის თვალებთან მზის სხივებს არიდებს და ხედვის არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საათში 120 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, ავაზა ძალიან მალე იღლება. მოზრდილი ავაზა 40-65 კილოგრამს იწონის. მისი სხეულის სიგრძე შეიძლება 135 სმ იყოს, როცა მხოლოდ კუდი 84 სმ-მდე იზრდება. მამრი შეიძლება მდედრზე ოდნავ დიდია, მაგრამ სიმაღლის მიხედვით მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. თითქმის იგივე ზომის ლეოპარდთან შედარებით, ავაზას უფრო მოკლე ტანი, მაგრამ მაღალი ფეხები და გრძელი კუდი აქვს.

უკანასკნელმა გამყინვარების პერიოდმა გეპარდების პოპულაციას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და სახეობა თითქმის გაქრა. თანამედროვე ავაზები სისხლით ნათესავები არიან და სისხლის აღრევის გამო ხშირია სიკვდილიანობა ადრეულ ასაკში: გეპარდების 70% ერთი წლის ასაკამდე იღუპება. ავაზებს ნახევრად მოძრავი ბრჭყალები აქვთ, რაც სირბილის დროს მიწაზე უკეთ მოჭიდების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ამცირებს ინერციას მოხვევის დროს. კატების უმეტესობისგან განსხვავებით ავაზას მათი შეკეცვა არ შეუძლია და ამიტომ ბრჭყალები ყოველთვის ადვილი შესამჩნევია. სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ავაზას სირბილის დროს არის მისი სასუნთქი სისტემა და გული: ფართო ნესტოები მას საკმარისი ჟანგბადით ამარაგებს. ჩვეულებრივ, ნადირობის დროს, გეპარდი სამოციდან ას ორმოცდაათამდე ჩასუნთქვას აკეთებს. ამასთანავე, ბრჭყალების გარდა, მისი კუდიც დიდ როლს ასრულებს სიჩქარის განვითარებასა და წონასწორობის დაცვაში. იგი ერთგვარი საჭეა და ავაზას უადვილებს მკვეთრი მოძრაობების გაკეთებას, რათა მან მსხვერპლს გზა მოუჭრას და გაქცევის საშუალება არ მისცეს.





vipanimals.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- levana90   ცხოველების დახასიათება   May 19 2009, 00:29
- - levana90   ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძ...   May 19 2009, 11:39
- - zaxara   ენოტისებრი ძაღლი - N...   May 19 2009, 20:21
- - levana90   მაჩვი (ლათ. Meles meles), მტ...   May 19 2009, 22:37
- - zaxara   ჯიქი - Felis pardus ...   May 20 2009, 19:26
- - zaxara   ტყის კატა - Felis silvestris ...   May 21 2009, 22:40
- - ზახარა   ლერწმის კატა - Felis chaus ...   May 22 2009, 00:10
- - ზახარა   ზოლებიანი აფთარი - H...   May 22 2009, 20:14
- - ლევანა90   ნიამორი (Capra aegagrus), წყვ...   May 23 2009, 20:43
- - ზახარა   კავკასიური ჯიხვი - C...   May 25 2009, 19:47
- - ლევანა90   არხარი არხარი, არგ...   May 27 2009, 20:24
- - ზახარა   ქურციკი - Gazella subgutturosa ...   May 27 2009, 21:21
- - ზახარა   წავი - Lutra lutra ეკუთვნ...   Jun 2 2009, 20:14
- - ზახარა   ყვითელგულა კვერნა ...   Sep 6 2009, 13:06
- - aragveli   ცხოველთა მაქსიმალ...   Sep 9 2009, 12:48
- - ზახარა   ჭრელტყავა - vormela peregusna ...   Sep 13 2009, 14:51
- - ზახარა   დედოფალა -Mustela nivalis ე...   Sep 27 2009, 19:25
- - ზახარა   თეტრყელა კვერნა - Mar...   Sep 27 2009, 23:19
- - ზახარა   არჩვი - Rupicapra rupicapra ეკ...   Nov 22 2009, 12:16
- - ზახარა   ნიამორი -Capra aegagrus ე...   Nov 22 2009, 17:22
- - ზახარა   ფოცხვერი - felis lynx ეკ...   Nov 25 2009, 18:48
- - ზახარა   კეთილშობილი ირემი ...   Nov 25 2009, 23:06
- - ჭალიმგელა   მგელი მგელი ეკუთვ...   Nov 26 2009, 09:52
- - ლეკი   გეპარდი (Acinonyx jubatus), მტ...   Dec 22 2009, 18:50


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 12:32