კოკერსპანიელი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კოკერსპანიელი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
ვიტო მერე ამოაგდე ეს პოსტი
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
ინგლისური კოკერ-სპანიელი ამერიკულისაგან ზომებითა და თავის ტიპით, ასევე სხვა თვისებებით განსხვავდება. ეს არის მკვრივი, კომპაქტური, კარგად დაბალანსებული კვადრატული ფორმატის მქონე ძაღლი. მის თავს გააჩნია ლამაზი სკულპტურული ხაზები, პროფილში მართკუთხა დრუნჩი, ფართო ნესტოების მქონე ცხვირი: ამ ჯიშისათვის დამახასიათებელია მძაფრი ალღო. თვალები მხიარული, მუქი, ბზინვარე, კეთილი და ჭკვიანი გამომეტყველების მქონეა. ამის გარდა, ძაღლი კარგადაა აწყობილი და ძლიერია. სიმაღლე მინდაოში – 38-41 სმ, წონა – 12-16 კგ. ბეწვი მჭიდროდ მიკრობილია, აბრეშუმისებრი, მაგრამ არ არის უხვი და ხუჭუჭა. იგი განვითარებულია ყურებზე, უკანა ფეხებზე სახტომი სახსრების მაღლა და სხეულზე. შეფერილობა მრავალფეროვანია: ერთიანი, ლაქებიანი და წინწკლებიანი.
ისტორია. XIX საუკუნის ბოლომდე ყველა სპანიელი ერთ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მოგვიანებით დაიწყეს სპეციალიზირება – მსხვილი გამოიყენებოდა ფრინველის ძებნისათვის და მისი ფრთაზე აწევისათვის, პატარა კი ვალდშნეპზე სანადიროდ. დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების დიდი და პატარა სპანიელები გამოყვეს ჯიშებად. დიდი ბრიტანეთის მეძაღლეობის კლუბმა ეს ჯიშები დამოუკიდებელ ჯიშებად 1892 წელს აღიარა. თანამედროვე კოკერ-სპანიელი კვლავაც შესანიშნავი მონადირეა, დაუღალავი და გამძლე მინდორში, კარგი მონადირული ინსტინქტებითა და ყნოსვით. ხასიათი. ინგლისურ კოკერ-სპანიელს ტყუილად არ ეძახიან “მხიარულ ძაღლს”. ეს ალერსიანი, ნაზი ძაღლი – მთელი ოჯახის საყვარელი არსებაა. იგი სულ მოძრაობს და ძალიან უყვარს, როცა მითი დაკავებულნი არიან. ინგლისური კოკერი – დაუღალავი მშრომელი და უბადლო კომპანიონია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 09:36 |