ტყის ქათმის სეზონი მთავრდება 15 დეკემბერს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტყის ქათმის სეზონი მთავრდება 15 დეკემბერს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კანონის ცვლილებას კი ეხება მაგრამ მაინც ახალი ტემის გახსნა ვარჩიე, ნამეტანი გადაიტვირტა იქაურობა.......
მოკლედ რა უბედურებაა ეს თარიღი? მგონი ამასაც უნდა მიაქციონ ყურადრება, ერთ ერთ შეხვედრაზე მახსოვს, რომ ვახსენეთ ამის შესახებ და რატომ არ მიაქციეს ამას ყურადრება ვერ ვხვდები, ამასაც ხომ კანონმდებლობის დონეზე ჩარევა და პარლამენტში გატარება არ ჭირდება? დაუშვან სეზონის ბოლომდე, ზამთარში ისედაც იშვიათად თუ წავა ვიმე და ნადირობასაც რომ დავანებოთ თავი მიზეზიც გაუგებარია ვადები რატომ არის ესეთი შეზღუდული....... ან რა მასალებზე დაყრდნობით არის ესე, ან ვინ გამოიკვლია რომ 15 დეკემბრის მერე კვერცხების დებას იწყებენ, ან ვინ თქვა რომ ეგრევე მიგრაციას იწყებენ? მოკლედ ეს პატარა საკითხიც მოსაგვარებელია.... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
baiateo
ისე მეც მაქვს კითხვა რომელიც პირადად მაინტერესებს და რომლის პასუხსაც ალბათ ვერ გავიგებ ვერასოდეს. რა მიზნით ნადირობთ??? ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ გიპასუხო მსიამოვნებს და იმიტომ...... და რახან მინდა რომ ვინადირო ამისათვის ნადირიც უნდა არსებობდეს, რაც არ არის ან აკრძალულია უაზროთ......... ხოდა ნადირი მონადირისთვისაც და დანარჩენი საზოგადოებისთვისაც რომ იყოს მასზე ზრუნვაა საჭირო რაც არ კეთდება, თორე მეურნეობებში რომ ყავთ ნადირი ჩვენც ვიცით და მთელ საქართველოს თუ მათ გადაცემთ მერე თოფით კი არა შენნაერი მანდილოსანიც ვერ გავა ბუნებაში და ჰაერს ვერ ჩაყლაპავს იმიტომ რომ შემოღიბილი იქნება ტყეები და ბილეთს აგარებინებენ ამის გულისთვის.... რაც შეეხება ექსპერტებს..... კი ვნახეთ მგლის ექსპერტი რასაც წარმოადგენდა თქვენთან, რომელიც გვარწმუნებდა რომ მგელი საქართველოში ცოტააო და ტურა ხოხბის კვერცხებს არ ჭამსო, თან ეგ არის ერთერთი ყველაზე კომპეტენტური ექსპერტი საქართველოში და ეხლა მითხარი მაგას რა დაუჯერო? ან რომელი სამეცნიერო დაკვირვებებით დაადგინა ეგ ჭეშმარიტება? იმ 10 სტუდენტის დახმარებით რომლებიც 10 დღით გაუშვა ერთ ერთ პატარა ტყეში დაკვირვების ჩასატარებლად? აქ ყველა მონადირეები ვართ და მგლების ნახვა ჩვენ გვიჭირს და ეხლა 10 სტუდენტი რომ შეუშვა ტყეში ის დაითვლის რამდენი მგელია იმ ტერიტორიაზე? პ.ს. ტყის ქათამი ვინც გამოიკვლია და თქვა რომ 15 დეკემბრის მერე მასზე ნადირობა ბიომრავალფეროვნებისთვის მავნებელიაო ეგეთი ექსპერტებიც არსებობენ????? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 12:20 |