03.01.10 ჯანდარა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

03.01.10 ჯანდარა
Davitus
პოსტი Jan 5 2010, 19:35
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგვიანებით ვდებ რეპორტს, მაპატიეთ... ძალიან დაკავებული ვარ...


დილით ადრე მხოლოდ მე(Davitus) და გოგიტა(gogita.m) გავედით, ვერ წამოვიდა ხალხი, ზოგი რა მიზეზით და ზოგი რა... ნუ გასაგებია, ახალი წლის დღეებია

დილით თითქმის კოკისპირულად წვიმდა, 8:00ზე ვიყავით ჯანდარის მისადგომებთან, მთების მხარეს, იხვი, ბაკლანი და მელოტა ოხრადაა... ერთი ეგაა რომ მიპარვა ძნელია, დილითვე ერთი ლისუხა მოვკალი მაგრამ გამოტანა გაჭირდა, თან სასაზღვრო ზონასთან ვიყავით და მალე გავეცალეთ


მერე გადავინაცვლეთ ერთ პაწა რამცხა მოყუჩებულ ადგილას, ტბა არის მანდ და გოგიტამ იხვი იცისო მანდ

ეს ადგილია





ის იყო რომ მწვადის შეწვა დავიწყეთ, ჩაგვიშხუილეს 15-მდე იხვების გუნდმა და დაეშვნენ ამ ტბაში, მაგრამ მისადგომი აქვს ცუდი, ვერ მიეპარები ვერანაირად... შესაბამისად, დაგვინახეს თუ არა ეგრევე აფრინდნენ



იდეაში, მანდ შეიძლება ჩაჯდე და დაუდარაჯო, რაღაც მასკიროვკის მოფიქრება შეიძლება, ჩვენ იმდენი ველოდეთ და მერე იმდენი უშედეგო მიპარვა გავაკეთეთ, მასკიროვკის თავი არ გვქონდა და წამოვედით ისევ ჯანანდარისკენ, სადაც დაგვხვდნენ ფორუმელები ჯეკო, ჩიკო, gurika, და 2 მათი ნაცნობი მონადირე



ჯანდარაზე ლისუხებზე მიპარვის ერთადერთი შანსი არის, ნავით თუ ჩაუყვები კამიშებს,
მე და გურიკა ჩავუყევით, შედეგად 1 მოზრდილი მელოტა და 3 ბაკლანი ავიღე, ნუ ბაკლანები ჩაიძირა (თუ ჩაყვინთა არ ვიცი, ვერ ვიპოვეთ) კაი აზარტულ-სპორტული სროლა გამოვიდა




მოკლედ გადავწყვიტეთ "პერელიოტს" დავლოდებოდით, ამასობაში მზეებმაც ჩასვლა დაიწყეს





დაიწყო ფიტულების განთავსების სამოქმედო გეგმის განხორციელება : )))




მზეებიც ჩავიდნენ



მოკლედ რაღა ბევრი გაწვალოთ და ჩავუჯექით, გავნაწილდით, ზოგი ხმელეთთან, ზოგი კამიშებთან, ზოგი ნავში, ზოგი ჰაერში, ზოგი წყალქვეშ...
იმდენი წყვილი ლულა გვქონდა რომ... ეტყობა იხვს გულმა უგრძნო, რომ საფრთხე ელოდა იმ ღამეს... მოკლედ წყნარი რამე იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,
ტბა ოდნავადაც არ ღელავდა, ძალიანაც არ ციოდა... ხოდა ველოდეთ ველოდეთ და ვერ დაველოდეთ...

აქედან დსკვნა... იხვი არის ოხრად, მთავარია ამინდი დრო და ადგილი შერჩიო

ტყვია იქა, იხვი აქა!
ჭირი იქა, ლხინი აქა!





დანარჩენი სურათები უკომენტაროდ...






































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჰერცოგი
პოსტი Jan 5 2010, 21:14
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ვა საღოლ მარა უსაფრთხოება ჯობია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Davitus   03.01.10 ჯანდარა   Jan 5 2010, 19:35
- - შოთა.03   ვააა მაინც კაია, მუ...   Jan 5 2010, 19:40
- - ჩიკო   კიდევ კაი gurika ცოტაო...   Jan 5 2010, 19:42
- - ჯეკო   ცოტას მეც შევამატე...   Jan 5 2010, 19:54
- - ჩელე   მაინც კარგია, რას უ...   Jan 5 2010, 19:54
- - Bonehill   კარგია ბიჭებო, მაი...   Jan 5 2010, 20:09
- - T A M P L I E R   საღოლ ბიჭები კი გი...   Jan 5 2010, 20:40
- - ვიტო   ასე იცავთ უსაფრთხო...   Jan 5 2010, 21:02
- - ჯეკო   ვიტო ტყვიები ამოღე...   Jan 5 2010, 21:07
- - იკო1981   აბა რა გითხრათ კარ...   Jan 5 2010, 21:11
- - ჰერცოგი997   ვა საღოლ მარა უსაფ...   Jan 5 2010, 21:14
- - ზახარა   ჯეკო მერე შენ არ იც...   Jan 5 2010, 21:35
- - gurika   კი მართლა კაია უსა...   Jan 5 2010, 21:42
- - ჯეკო   აგერ მე დავყრი გურ...   Jan 5 2010, 22:20
- - Davitus   ვიტო სანამ ეგრე და...   Jan 5 2010, 22:21
- - ჯეკო   ზახარ აი თუარ მოდი...   Jan 5 2010, 22:24
- - ნოსო   ბიჯო ხალხი 1000 $ ხარ...   Jan 5 2010, 22:30
- - Davitus   ნოსო ეგ შესვენები...   Jan 5 2010, 22:34
- - ჯეკო   ოხ ნოსო შენ რახარ რ...   Jan 5 2010, 22:34
- - gurika   აბა ჯეკო რას წვიმდ...   Jan 11 2010, 07:36
- - zuu   ნოსო შენ ფოთიდან ხ...   Jan 11 2010, 08:25
- - ვიტო   zuu კი, კაცი 37 ლარი და ...   Jan 11 2010, 09:19
- - ზაზა   იხვი 6 ლარი 50 თეთრი მ...   Jan 11 2010, 10:04
- - zuu   ვიტო გამეხუმრე?.... ...   Jan 11 2010, 14:13
- - zuu   ბაზალეთზე თუა ნეტა...   Jan 11 2010, 15:00
- - ნოსო   zuu არაფერი ღირს, ძმო...   Jan 11 2010, 15:02
- - ლევანა90   ოფერისტეო!!!!...   Jan 11 2010, 15:05
- - zuu   კაი და, ნოსო მომე შე...   Jan 11 2010, 18:14
- - Davitus   ამ თემის მიმხურავი...   Jan 11 2010, 18:54


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th November 2025 - 01:37