სანადირო თოფის ჭრა და მიტანა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სანადირო თოფის ჭრა და მიტანა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეგობრებო, ამ თემაში ზოგადად სანადირო გლუვლულიანი თოფის ჭრასა და მიტანაზე, აგრეთვე ცალკეული თოფების შემთხვევებზეც ვისაუბროთ.
მაგრამ ამჯერად ერთი საკითხი მინდა გავარკვიო - 70 მმ-იანი ვაზნის სროლა მაგნუმის თოფებიდან რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თოფის ჭრასა და მიტანაზე? სავაზნე კოლოფიდან ლულის არხამდე დარჩენილ 6 მმ-ზე დიდი მითქმა-მოთქმაა. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს იწვევს თოფის მიტანის და სიზუსტის დაქვეითებას. ძალიან მაინტერესებს კვალიფიციური აზრი ამის თაობაზე. გმადლობთ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ნიკუშ შენ ამბობ, რო მ:- მაგნუმის ვაზნიდან ნასროლი უფრო ნაკლებად შევა ამ ფიჭვის ფიცარში ვიდრე ჩვეულებრივი ვაზნიდან ნასროლი იგივე ნომრის საფანტი იგივე მანძილიდან ხომ ესეა? 1.არა იკა არა, მაგას არ ვამბობ, ორივე ჭურვი ერთნაირად შევა ფიცარში თუ რათქმაუნდა საფანტის მასის და დენთის მასის იდეულური შესაბამისობა იქნება ვაზნაში. უმნიშვნელო უპირატესობით შეიძლება (მიზერული უპირატესობით) მაგნუმი. 2. ტყვიის სროლის დროს (ე.წ. "ჟაკანის") ფიცარში ნამდვილად მეტად შევა იგივე დიამეტრის მაგრამ ბევრად მძიმე სხეული , ექნება მეტი გამანდგურებელი მოქმედება, თუნდაც ერთი და იგივე საწყისი სიჩქარით. 3. საუბარი არაა მსუბუქ ჭურვებზე და უზარმაზარ დენთის მუხტზე. ასეთებიც არის იცი შენ, სწრაფი ვაზნები. 4. საფანტის შემთხვევაში მთავარია ერთი მარცვალის სიჩქარე მოხვედრის დროს იყოს 200 მეტრ/ წამზე მაღალი, ვინაიდან დააზიანოს ძვალი, უფრო სწორად გატეხოს. ასეთ სიჩქარეს 2 ნომეზე წვრილი საფანტი არ ინარჩუნებს 50 მეტრზე შორს. ინარჩუნებს 2 ნომერი და უფრო მსხვილი, მაგრამ ამ მანძილზე 12/70 ჭურვის ნორმალურ მასის საფანტს სხვა პრობლემები აქვს ესაა მცირე და საშუალო ზომის ობიქტის ფანჯარაში მოქცევა, ზუსტად ამიტომაა მოგონილი მაგნუმ საფანტის ვაზნა, მსხვილი საფანტი მეტი რაოდენობით შესაბამისად შორ მანძილზე მეტი მარცვალი. მე მაინც ჩემ ჯორზე ვრჩები |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th August 2025 - 05:08 |