როგორ ფასდებიან ძაღლები საველეებზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
როგორ ფასდებიან ძაღლები საველეებზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბარემ მაინტერესებს და სხვა თემა რომ არ გაოფდს აქ ეგდოს
1.ზუსტად მაინტერესებს რა პრინციპებით ფასდებიან ძაღლები საველეებხე.... ქულების სისტემა როგორ იწერება და რა შედის სავალდებულო შესრულებებში ყველა ხარისხზე სათითაოდ...... 2. კიდევ მაინტერესებს საველეების შეფასებისას ექსტერიერს ექცევა თუ არა ყურადღება? ანუ მახინჯ ძაღლს აქვს თუ არა შანსი აიღოს I ხარისხის დიპლომი უბადლო საგვარეულო ნუსხის მფლობელი რომ იყოს? 3. საინტერესოა საქართველოში მხოლოდ ერთი პრინციპით ფასდებიან ძაღლები თუ - მაგალითად გერმანულებზე სხვა მოთხოვნებია? 4. არსებობს თუ არა ასაკობრივი დიფერენცირება შეფასებისას? 5. შესაძლებელია თუ არა რომ ძაღლმა პირველივე გასვლისას III ხარისხი გააკეთოს(რა იცი რა ხდება ![]() ძაღლები გაყავთ პატრონებს კონკრეტული ხარისხის შესრულების მიზანი უნდა ქონდეს თურასაც აჩვენებს იმის მიხედვით აფასებენ? 6. რიტორიკული კითხვა მაგრამ მაინც, რატომ გაყავთ ძაღლები საველეზე იმის მერე როდესაც უკვე შესრულებული აქვს რომელიმე ხარისხი, ანუ არსი რაში მდგომარეობს როდესაც ერთ ძაღლს აქვს აღებული 5 III ხარისხის დიპლომი? ჯერ ეს კითხვები მაქვს და იქნებ ვინმემ იცოდეთ პასუხები |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დღეისათვის ესეთი მდგომარეობაა; საველე გამოცდა -შეჯიბრისას ვხელმძღვანელობთ რუსული და უკრაინული წესებით . ეხლა ჩვენი ექსპერტები მუშაობენ ქართული წესების შემუშავებაზე. შეიძლება დიდი პრინციპული სხვაობა არ იყოს მაგრამ მაინც უფრო ადაპტირებული იქნება ჩვენ პირობებთან.
ერთერტი ვინც ამ საკითხზე მუშაობს ალეკო ნუკრაძეა ,იმიტომაც ვთხოვ ჩაერთოს ამ თემის განხილვაში. ჩემი მოკრძალებული აზრი თუ გაინტერესებთ მოგახსენებთ; საველე გამოცდების ჩატარება პირველ რიგში აუცილებლად მიმაჩნია იმისთვის რომ ყოველწლიურად გქონდეს წარმოდგენა ძაღლი რა მდგომარეობაშია,რა მოუმატა რა დააკლდა საველე თვისებებში. ეს საჭიროა დართვების სწორი დაგეგმვისათვის. შეჯიბრი კი უფრო სპორტულ ხასიათს ატარებს. ერთმანეთთან ვურთიერთობთ ვერთობით ვტრაბახობთ ჩვენი ძაღლებით. შემდეგ ყველაფერ ამას მოყვება ღვინისძიება. მოკლედ როცა სეზონი არ არის და ძაღლმა ფორმა არ დაკარგოს ვაწყობთ რამოდენიმე შეჯიბრს .ცალკე ეწყობა ინგლისური მეძებრების შეჯიბრი. კონტინენტალებმა ჯერ ცალკე შეჯიბრს თავი ვერ მობეს. მოკლედ საველე გამოცდა არის მუშა პროცესი, შეჯიბრს კი უფრო სპორტული ხასიათი აქვს რაც შეეხება ფორუმელების ძაღლების შეჯიბრს მე თუ გახსოვთ შემოგთავაზეთ ზუსტად გასართობი შეჯიბრის ჩატარება, უდიპლომო, უსაგვარეულო. უჯიშო და ყველანაირი ძაღლების დაშვებით. მიზანი ერთმანეთის გაცნობა და მერე თუ ვინმეს დააინტერესებს უკვე კლასიკური წესებით შეჯიბრის მოწყობა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd September 2025 - 16:29 |