ჩაქირას გადარჩენის ინიციატივა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩაქირას გადარჩენის ინიციატივა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩაქირაზე საქმეები ესეა.........
მე და ლევანა90 ვიყავით გუშინ კინოლოგიურ ფედერაციაში, მგონი ესე ქვიათ, გვინდოდა გაგვეგო ამ ჯიშის ასავალ დასავალი. აღმოჩნდა რომ ეს ჯიში საერთოდ არ არის დარეგისტრირებული და რამდენადაც თითონ იციან საქართველოში დაახოებით 15 ერთეული შეიძლებათ მოიძიოთო, თითონ ფედერაციაში არც იციან საერთოდ ვის ყავს და ვის არა, 1 ნომერი მომცეს ვიღაც ჩაქირისტის რომელიც არის დაინტირესებული ამ ჯიშით, ცხოვრობს გურიაში და ეტყობა ძალიან უნდა რომ გადაარჩინოს ჯიში, თუმცა ფედერაციაში იმ კაცის გვარიც არ იციან,. გაგაჯიჟებს ეს ხალხი, რომ კითხო ჩვენ ვართ რაც ვართო და ესეთი ინფორმაცია რომ არ მოეოვება იმ ორგანიზაციას რომელიც ირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული ამ საკითხით მგონი სუფთა გრუზინული საქმეა........ ხო, ისიც გვითხრეს რომ ძაღლებს არ გაყიდიანო, ურჩევნიათ გააჩუქონ ნაღდ მონადირეებზეო და გაუმარჯოთ ღმერთმა, მგონი ყველაზე კარგი მიდგომაა როგორც ხვდებით 15 ძაღლიდან ძალიან ძნელი იქნება სრულფასოვანი სისხლის გამოყვანა, ძალიან ბევრი წელი დაჭირდება სისხლის გაშლას ანუ ნათესაური კავშირების დაშორებას ეხლა რა მაინტერესებს, ჩვენი ფორუმიდან რომელი ხართ დაინტერესებული ამ საკითხებით, ანუ ვის გაქვთ პირობები რომ აიყვანოთ, მოუაროთ და მიხედოთ ამ ძაღლს? ანუ სრულფასოვანი მიხედვა ჭირდება ყველა ერთეულს ოლომდე....... მე უნდა დაურეკო მეაპტრონეს და კარგად გამოვკითხო რა და როგორ არის, რა შანსებია რომ გავაკეთოთ და გვეშველოს? აი როდეაც იძახით რომ ჩვენი ეგიდით რამე გავაკეთოთო ან ძაღლები დავარეგისტრიროთ კლუბში, ისაო და ესაო, მე გამოვდივარ ინიციატივით რომ ამ ჯიშის გადარჩენის ეგიდა ოჩოინტრელებმა ავიღოთ ჩვენ თავზე, ავღრიცხოთ ყველა აფსოლიტურად, კინოლოგებისგან ავიღოთ კონსულტაციები რომელი წყვილების დართვა უფრო მიზანშეწონილია და ა.შ. ამაზე კარგს და რეალურს ჩვენ საქმიანობაში ამ ეტაზე ვერ ვხედავ......... ეხლა გვჭირდება მოხალისეები რომლებიც იმის გარდა რომ ძაღლს მოუვლია თან უნდა ანადირონ მთელი პროგრამით, თუ ამ თემას რეზონანში მოყვება კლუბის ანგარიშიდანაც შეიძლება ნაწილობრივ დაფინანსდეს ეს საკითხი, სრულფასოვანი რა თქმა უნდა არა მაგრამ მაგალითად შეიძლება აცრებზე ზრუნვა ავიღოთ ჩვენ თავზე ან რამე ეგეთი, რა თქმა უნდა თუ არტონს ამის საშუალება არ ექნება... ხო, თუ შანსები იქნა და დაგვითმეს ლეკვები მათი მომავალი პატრონებიც ობიექტურად შევარჩიოთ გარკვეული ირობების გათვალისწინებით პ.ს. თბილისში არსებობს ამ ძაღლის თანამედროვე სურათები და ამ დღეებში მოვიპოვებ გისმენთ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დაუკავშირდი იმ კაცს გურიაში როგორც იქნა.......
საქმეები შემდეგნაირად არის, როგორც მითხრა არის მეხუთე თაობის წარმომადგენელი რომელიც ინახავს, უვლის და ყურადღებას აქცევს ამ ჯიშს, ძალიან მოეწონა ის ინიციატივა რაც დავწერე, სატელეფონო საუბარში რაც მოესწრო არის ის რომ სარეწად და ნადირისთვის(დათვი-ღირი) ზედგამოჭრილიაო, ბრდღვნისო ![]() კიდევ ის გავიგე რომ ძალიან გაჭირვებით და ვაივაგლახით ართმევს ამ ყველაფერს თავს, სპონსორებზე ქონია ლაპარაკი ვიღაცეებთან ალბათ ძაღლსაშენის დონეზე უნდოდა, მაგრამ იმდენი აფერისტობა და უბედურება ხდებაო რომ ყველა დავიქნიეო..... შარშან ბომბორაში თუ სადღაც ვიყავიო, სურათები , საბუთები და მოკლედ მთელი მასალა მივიტანე რაც კი საერთოდ მოიპოვებოდა ამ ძაღლზეო, მაგრამ ყურები გიპარტყუნეს და ყველაფერი უკან წამოვიღეო... კიდევ ის გავიგე რომ ლეკვებს არ გავყიდიო, მაგის შანსი არ არისო, თუ რამეა მივცემ სანდო მონადირესო მარტოო, ნუ აქედან შეუყვანე ისა და ესა მეთქი, ჩვენ ვართ რაც ვართმეთქი, მიწას და ზეცას ვატრიალებთმეთქი ![]() ჩვენს რესურსებს შეუძილა ის არის რომ შეგვიძლია ავიყვანოთ, მოუაროთ, პოპულარობა გაუწიოთ და ა.შ. ხოდა მეც მანდ ვარო. ტელევიზიებსაც გამოუთქვიათ სურვილი ამ ძაღლზე რაღაცის გადაღების, კი ნახავდით გუშინ საღამოს იყო ყველა არხზე ჩაქირასადმი მიძღვნილი ხოტბადიდება ![]() მოკლედ ჩამოდითო და ადგილზე ყველაფერს გეტყვით და რამე მოვიფიქროთო. თქვენი არ ვიცი და მე აუცილებლად ვაპირებ ჩაკითხვას და ამ საქმის ხელის წაკვრას. ხო კიდევ ის თქვა რომ ძალიან ცოტაა და სანთლით ვეძებო, აჭარაში საერთოდ ვერ მოვიძიეო..... თითონ მონადირეა და ტყის ხშირი სტუმარია, ერთი ორჯერ მგლებმა შემიჭამესო ( კი გამიკვირდა მგელს ჩვენთან რა უნდათქო მარა არ შევიმჩნიე) და ეხლა რაც ყავს იმდენად ეშინია გაყვანის რომ ძირითადად ხროვასთან ერთად უშვებო....... მოხალისეები თუ ხართ ვინმე, გინდათ ხვალე დილით ადრე წავიდეთ გურიაში? ცოტა სუფსაში გავინადიროთ და შუადღისთვის მივაკითხოთ ამ კაცს, სურათებსაც გადავიღებთ, ინფორმაციასაც მოვიძიებთ, რაღაც ჩანაწერები აქვს წიგნის დაწერა უნდა და იმეებსაც გამოვართმევთ და საქმესაც წინ წავწევთ......... კიდევ კითხვა მაქვს "მაჩაბელის" ხალხთან, როგორც ვიცი თქვენთან მდევრებსაც უკეთენბენ აღწერას, შემთხვევით ამ საქმიდან რამე რომ გამოვიდეს დაგვეხმარებით დარეგისტრირებაში ან რავი რა პროცედურებიც ჩასატარებელია იმ ყველაფერში? რა თქმა უნდა თუ ეს თქვენ გეხებათ..... პ.ს. კინოლოგის კონსულტაციებიც გვჭირდება და მოგვეპოვება ეგეთი ვინმე ფორუმზე თუ მე ვიპოვო ვინმე? |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 07:54 |