დანების საჭორაო |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დანების საჭორაო |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მგონი მეზობელი მეიარაღეების ფორუმიდან უნდა მახსოვდე
![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვიტო დარწმუნებული ვარ რომ დანებთან დაკავშირებით კარგი გამოცდილება გექნება მაგრამ მაინც ვერ დაგეთანხმები რომ არაფრაქტიკული დანები მაქვს. ამ ფორუმზე საკმაოდ მცირე ნაწილი მაქვს ჩვენი დანებისა და ვეცდები უფრო გავამდიდრო მაგრამ ერთს ვიტყვი ჩემი დანები ბევრ აქტიურ მონადირის ხელშია ნამყოფი და არაპრაქტიკულობაზე დაწუნება ჯერ არ მომისმენია. (არ ვთვლი წმინდა საკაბინეტო დანებს) ფოტოზე მართლაც რთულია დანის აღქმა და შენთვის მოსახერხებელი დანის სტილიც არ ვიცი...
ფასებს რაც შეეხება 600 დოლარი მართლაც ძვირია საქართველისთვის მაგრამ ეგ დანა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა შეიძინა ამ ფასად და ალბათ მისთვის არც ის წარმოადგენდა სირთულეს იაპონიიდან გამოეწერა 2-3 დანა მაგ ფასად... მაგრამ "რატომღაც" ჩვენი ექსკლუზივი არჩია. ასეთ ფასს კი განაპირობებს: ფოლადის სიმტკიცე (უაღრესად რთულად დასამუშავებელია) ჩვენი დაკეცვის სისტემა რომელსაც ანალოგი არ გააჩნია არც იაპონიაში და არც არსად. ხელნაკეთი დასაკეცი დანა 2 ცალ მატორზე და 1 სვერლოზე რომ იქმნება მგონი ესეც კარგი არგუმენტია. ასევე გრავირება რომელზეც საუკეთესო ოსტატი მუშაობს... მე ჩემს დანებს არავის ვაძალებ და არც დილიდან გავყვირივარ საქვეყნოდ ცნობილი ისტატების დანებს ვეჯიბრები თქო. უბრალოდ ვაკეთებ რაც მიყვარს და არც ამით გამდიდრებას ვაპირებ. ჩემი დანები კი (საშუალო ფასით 300 ლარი)მეტნაკლებად ყველაზე მისაღებ ფასებშია ქართულ ბაზარზე (თუ ვინმეს საკმაო გამოცდილება აქვს დამეთანხმება) ხეს რაც შეეხება მაინც რქა მირჩევნია ბოლომდე დაზღვეული ვარ რომ წვიმაში რამე ფრობლემა არ შეექმნება და ბევრად უპრეტენზიოა, თუმცა ბევრ ხის ტარიანსაც ვაკეთებ. პრაქტიკული დანა თუ ლამაზიცაა მგონი არაფერი დაშავდება. კი მესმის რათქმაუნდა გინდათ კარგი დანა 100 ლარად იყიდებოდეს, უკეთესი იქნება უმაღლესი ხარისხის ფოლადით, ოსტატმა მასზე 2 კვირა თუ იმუშავა კარგია. სატარე თუ ბუნებრივი მასალებია მაგას რა ჯობს, თუ ხელით შესრულებული გრავირება და თქვენი ინიციალები ექნება გადასარევი. ტყავის ქარქაში რომლის შეკვეთაც ცალკე 20 ლარი ღირს უნდა მოყვებოდეს... მაგრამ როგორც ხედავთ თუმცა ალბათ თქვენც კარგად ხედავთ პატივისცემით იაპონელი ვერა მაგრამ ქართველი დანის მოყვარული |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2025 - 09:55 |