Rhodesian Ridgeback |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Rhodesian Ridgeback |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რიჯბეკი დღეს, რამდენადაც ვიცი, ევროპაში და ამერიკაში სანადიროდ აღარ გამოიყენება, ერთგული კომპანიონისა და ყარაულის ფუნქციას ასრულებს. მართალია, ფეცეის გამოფენებზე დღემდე მეექვსე ჯგუფში - მდევრების ჯგუფშია შეყვანილი ფოქსჰაუნდის, ბლედჰაუნდის, ბასეტის და ბიგლის გვერდით, მაგრამ მაინც ცალკე ქეჯგუფად გამოყოფენ, "მდევრების მონათესავე ჯიშების ქვეჯგუფად" - სხვათა შორის, დალმატინელთან ერთად. დალმატინელი რა მონადირეცაა, მე მგონი, ყველას მოგეხსენებათ. აფრიკაში ლომებზე ნადირობებს რაც შეეხება, ოდესღაც შეიძლება ასეც იყო, ბურების დროს. თუმცა ჯონ ჰანტერთან (გახსოვთ, ალბათ, მისი წიგნი - "მონადირე") ერდელტერიერები და შოტლანდიური ნაგაზი - კოლი ეხმარებათ ჯაგებიდან ლომების გამოდევნაში, რიჯბეკს არსად ახსენებს.
ახლა მთავარი: საგარეჯოში ერთი ცნობილი და "დამწვარი" მემდევრე მონადირეა, კარგი ანგლო-რუსულების პატრონი და მოყვარული - იაგო მათიაშვილი. იმისთვის უჩუქებიათ მშვენიერი ხვადი რიჯბეკი, აპირებს სცადოს კურდღელზე და ტურა-მელაზე. ძველით ახალ წელს ერთად ვიყავით სანადიროდ და სახლში მისულებს ვოლიერში მეორე ძუ რიჯბეკი დაგვხვდა, მშვენიერი ექსტერიერისა (ხვადს აშკარად ჯობდა). აღმოჩნდა, რომ ინა რუხაძეს (ტელევიზიის წინ რო კლუბია, იმის შეფს) მიუყვანია დასართავად. ასე რომ, ჯიშით დაინტერესებულებს მალე ლეკვების შეძენის შანსიც მოგეცემათ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 03:23 |