ჩაქირას გადარჩენის ინიციატივა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩაქირას გადარჩენის ინიციატივა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩაქირაზე საქმეები ესეა.........
მე და ლევანა90 ვიყავით გუშინ კინოლოგიურ ფედერაციაში, მგონი ესე ქვიათ, გვინდოდა გაგვეგო ამ ჯიშის ასავალ დასავალი. აღმოჩნდა რომ ეს ჯიში საერთოდ არ არის დარეგისტრირებული და რამდენადაც თითონ იციან საქართველოში დაახოებით 15 ერთეული შეიძლებათ მოიძიოთო, თითონ ფედერაციაში არც იციან საერთოდ ვის ყავს და ვის არა, 1 ნომერი მომცეს ვიღაც ჩაქირისტის რომელიც არის დაინტირესებული ამ ჯიშით, ცხოვრობს გურიაში და ეტყობა ძალიან უნდა რომ გადაარჩინოს ჯიში, თუმცა ფედერაციაში იმ კაცის გვარიც არ იციან,. გაგაჯიჟებს ეს ხალხი, რომ კითხო ჩვენ ვართ რაც ვართო და ესეთი ინფორმაცია რომ არ მოეოვება იმ ორგანიზაციას რომელიც ირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული ამ საკითხით მგონი სუფთა გრუზინული საქმეა........ ხო, ისიც გვითხრეს რომ ძაღლებს არ გაყიდიანო, ურჩევნიათ გააჩუქონ ნაღდ მონადირეებზეო და გაუმარჯოთ ღმერთმა, მგონი ყველაზე კარგი მიდგომაა როგორც ხვდებით 15 ძაღლიდან ძალიან ძნელი იქნება სრულფასოვანი სისხლის გამოყვანა, ძალიან ბევრი წელი დაჭირდება სისხლის გაშლას ანუ ნათესაური კავშირების დაშორებას ეხლა რა მაინტერესებს, ჩვენი ფორუმიდან რომელი ხართ დაინტერესებული ამ საკითხებით, ანუ ვის გაქვთ პირობები რომ აიყვანოთ, მოუაროთ და მიხედოთ ამ ძაღლს? ანუ სრულფასოვანი მიხედვა ჭირდება ყველა ერთეულს ოლომდე....... მე უნდა დაურეკო მეაპტრონეს და კარგად გამოვკითხო რა და როგორ არის, რა შანსებია რომ გავაკეთოთ და გვეშველოს? აი როდეაც იძახით რომ ჩვენი ეგიდით რამე გავაკეთოთო ან ძაღლები დავარეგისტრიროთ კლუბში, ისაო და ესაო, მე გამოვდივარ ინიციატივით რომ ამ ჯიშის გადარჩენის ეგიდა ოჩოინტრელებმა ავიღოთ ჩვენ თავზე, ავღრიცხოთ ყველა აფსოლიტურად, კინოლოგებისგან ავიღოთ კონსულტაციები რომელი წყვილების დართვა უფრო მიზანშეწონილია და ა.შ. ამაზე კარგს და რეალურს ჩვენ საქმიანობაში ამ ეტაზე ვერ ვხედავ......... ეხლა გვჭირდება მოხალისეები რომლებიც იმის გარდა რომ ძაღლს მოუვლია თან უნდა ანადირონ მთელი პროგრამით, თუ ამ თემას რეზონანში მოყვება კლუბის ანგარიშიდანაც შეიძლება ნაწილობრივ დაფინანსდეს ეს საკითხი, სრულფასოვანი რა თქმა უნდა არა მაგრამ მაგალითად შეიძლება აცრებზე ზრუნვა ავიღოთ ჩვენ თავზე ან რამე ეგეთი, რა თქმა უნდა თუ არტონს ამის საშუალება არ ექნება... ხო, თუ შანსები იქნა და დაგვითმეს ლეკვები მათი მომავალი პატრონებიც ობიექტურად შევარჩიოთ გარკვეული ირობების გათვალისწინებით პ.ს. თბილისში არსებობს ამ ძაღლის თანამედროვე სურათები და ამ დღეებში მოვიპოვებ გისმენთ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
აბა დავიწყეთ.............
გავედით კვლევით ექსპედიციაში, პრინციპში რაღა კვლევითი, უბრალოდ გავიგეთ რომ ერთ კაცს ყავდა და პირდაპირ მივადექით, ჩავედით ჩვენ ძმა გურულოსან ოზურგეთში და მისი დახმარებით ვიპოვეთ ეს კაცი. თავიდანვე ვიტყვი რომ სხვა მოლოდინები მქონდა, სამწუხაროთ განსხვავებული სურათი ნახე, თავს ნაღდად ვერ დავდებ ვერაფერზე მაგრამ ესე მომეჩვენა, დანარჩენი მომდევნო ნაბიჯების ამბავია....... მოკლედ ეს ადამიანია, გაგონილი გვქონდა რომ მხოლოდ იგი აქცევდა ამ ჯიშს ყურადრებას, წინასწარ დარეკილი მქონდა და გველოდებოდა კიდევაც..... შემოგვეგება, მაგრამ ძაღლები არ ჩანდნენ, ჭიშკარშივე დაგვიწყო ჩასვლის ამბავზე ლაპარაკი და სახლში შეუპატიჟებლად დაიწყო ეზოში ძაღლების ძებნა... ისტორია რომელსაც ეხლა ისმენთ არის ერთ ადამიანზე რომელზეც ეჭვი აქვს რომ როდესღაც მოპარა, ძაღლები, ესე გვიყვებოდა რაღაც ისტორიებს ამ ძაღლის გარშემო, ვისთან რა ეგულებოდა და ა.შ. და აი ის ე.წ. ჩაქირებიც გამოჩდნენ...... თქვენგან მარცნივ არის მამა ![]() ![]() ![]() ნუ ეს პოინტერიც ყავს რა ![]() ესეთი სახეებით ვისმენდით რას კაცმა არ იცის ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეხლა თქვენ განსაჯეთ რა და როგორ, მე რატომღაც წარმოდგენილი მქონდა, რომ ლაიკის ბიძაშვილს ვნახავდი თუმცა კი ხედავთ ნაკვთებსაც, ფორმასაც და აღნაგობასაც, რაც შეეხება ყურებს, რაც მოყვა ის იყო რომ ტრადიციულად აჭრიდნენ გურულები, მიზეზი როგორც აგვიხსნა იყო "გონჩებივით რომ ვანადიროთ ჯაგებში უსისხლიანდებათო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვაჭრითო", უბრალოდ დაკიდებული რომ არ ქონდეთ მიზანი ეგ არისო. რაც მოვიკითხეთ ძველ ხალხში ყველამ გვითხრა რომ მართლა მახინჯი ძაღლია და "დვარნიაშკას" გავსო, მაგრამ მე ნამეტანი მომეჩვენა, იმედია ვცდები... ჩემი აზრით ამ ძაღლებში ჩაქირა თუ მართლა არის ალბათ მაქსიმუმ 20-40%-ია, არ ვიცი რატომ მაგრამ მაინც ესე ვიტყოდი. აი მოისმინეთ რას ამბობს მაგალითად ბეწვზე, მე პირადად არ გამიგია რომ ძუს და ხვადის ბეწვი განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, სახეზე 3 ძაღლია და მათ შორის განსხვავებებსაც დააკვირდით, მაგალიტად ახსენა რომ მამაზე ყურები არ დამიჭრიაო, მაგრამ ჩემი ხედვით აფსოლიტურად სხვადასხვაა ან დედა და მამა არიან სხვადასხვა ან კიდევ არ ვიცი რა... მოკლე ექკურსი ამ ოჯახზე: მეხუთე თოაბააო ჩვენ ოჯახში რომ ვინახავთ ამ ჯიშიო, გვიყვებოდა რომ ეზოში ყოველთვის 10 ძაღლამდე ყოველთვის, გარკვეული გაჭირვებები გადავიტანეთ, საჭმელს ვიკლებდი და ძაღლებს ვაჭმევდიო ოღონდ გადამერჩინაო, თუმცა ნანახში ნამდვილად შეიმჩნეოდა რომ რაღაც ძალიან უჭირდა სიტუაციას ზოგადად, პირადი აზრებიდან თავს შევიკავებ, უბრალოდ ვეცდები რაც ვნახე ის გითხრათ, დანარჩენი ეთად გადავწყვიტოთ ღირს თუ არა ინიციატივის გაგრძელება...... სახლში გავაგრძელეთ საუბარი ![]() ![]() აგერ შეგიძლიათ ნახოთ მომავალი შეჯვარებისთვის დასმულ კითხვაზე საით წავიდა საუბარი, როგორც ჩანს ძალიან გაგვიჭირდება წყვილების შერჩევა, ნუ მე ამ პასუხის მერე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, და საერთოდ სელექციისთვის როგორ ირჩევა ძღლები კარგათ მოისმინეთ, ძალიან სამწუხაროა რაც შეეხება მის სანადირო თვისებებს, ამაზეც გვითხრა რამოდენიმე სიტყვა, პირველადი დანიშნულება არისო ბეწვეულზე ორიენტაცია, კვალზე მისდევსო დადანახვის თანავე იწყებს ყეფასო, პრინციპში ლაიკის თვისებებს გავდა ყველაფრი, ხეებზე მიკვალება, ღორზე და დათვზე მუშაობა, ძალიან უშიშარი ხასიათიო, მაგრამ თავისი სუსტი აღნაგობის და ავი ხასიათის გამო ხშირ შემთხვევაში თითონ ხდება მსხვერპლიო.... აგერ კიდევ გადახედეთ სურათებს, იქნება მე მეშლება რამე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ ეს ისაა რაც ეხლა მახენდება, თუ რაიმე კითხვები გაქვთ გამოშვით პ.ს. თუ ვინმეს სადმე გაგიგიათ ჩაქირას კერა, მზად ვარ ისევ ჩემივე ინიციატივით წავიდე და მოვიძიო, ხო კიდევ ერთი საინტერესო რაღაც გვითხრა მომ ჩაქირა უმეტესად ყავისფერიაო, არის თეტრსაყელოებიანებიცო მაგრამ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 23:36 |