ჩაქირას გადარჩენის ინიციატივა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩაქირას გადარჩენის ინიციატივა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩაქირაზე საქმეები ესეა.........
მე და ლევანა90 ვიყავით გუშინ კინოლოგიურ ფედერაციაში, მგონი ესე ქვიათ, გვინდოდა გაგვეგო ამ ჯიშის ასავალ დასავალი. აღმოჩნდა რომ ეს ჯიში საერთოდ არ არის დარეგისტრირებული და რამდენადაც თითონ იციან საქართველოში დაახოებით 15 ერთეული შეიძლებათ მოიძიოთო, თითონ ფედერაციაში არც იციან საერთოდ ვის ყავს და ვის არა, 1 ნომერი მომცეს ვიღაც ჩაქირისტის რომელიც არის დაინტირესებული ამ ჯიშით, ცხოვრობს გურიაში და ეტყობა ძალიან უნდა რომ გადაარჩინოს ჯიში, თუმცა ფედერაციაში იმ კაცის გვარიც არ იციან,. გაგაჯიჟებს ეს ხალხი, რომ კითხო ჩვენ ვართ რაც ვართო და ესეთი ინფორმაცია რომ არ მოეოვება იმ ორგანიზაციას რომელიც ირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული ამ საკითხით მგონი სუფთა გრუზინული საქმეა........ ხო, ისიც გვითხრეს რომ ძაღლებს არ გაყიდიანო, ურჩევნიათ გააჩუქონ ნაღდ მონადირეებზეო და გაუმარჯოთ ღმერთმა, მგონი ყველაზე კარგი მიდგომაა როგორც ხვდებით 15 ძაღლიდან ძალიან ძნელი იქნება სრულფასოვანი სისხლის გამოყვანა, ძალიან ბევრი წელი დაჭირდება სისხლის გაშლას ანუ ნათესაური კავშირების დაშორებას ეხლა რა მაინტერესებს, ჩვენი ფორუმიდან რომელი ხართ დაინტერესებული ამ საკითხებით, ანუ ვის გაქვთ პირობები რომ აიყვანოთ, მოუაროთ და მიხედოთ ამ ძაღლს? ანუ სრულფასოვანი მიხედვა ჭირდება ყველა ერთეულს ოლომდე....... მე უნდა დაურეკო მეაპტრონეს და კარგად გამოვკითხო რა და როგორ არის, რა შანსებია რომ გავაკეთოთ და გვეშველოს? აი როდეაც იძახით რომ ჩვენი ეგიდით რამე გავაკეთოთო ან ძაღლები დავარეგისტრიროთ კლუბში, ისაო და ესაო, მე გამოვდივარ ინიციატივით რომ ამ ჯიშის გადარჩენის ეგიდა ოჩოინტრელებმა ავიღოთ ჩვენ თავზე, ავღრიცხოთ ყველა აფსოლიტურად, კინოლოგებისგან ავიღოთ კონსულტაციები რომელი წყვილების დართვა უფრო მიზანშეწონილია და ა.შ. ამაზე კარგს და რეალურს ჩვენ საქმიანობაში ამ ეტაზე ვერ ვხედავ......... ეხლა გვჭირდება მოხალისეები რომლებიც იმის გარდა რომ ძაღლს მოუვლია თან უნდა ანადირონ მთელი პროგრამით, თუ ამ თემას რეზონანში მოყვება კლუბის ანგარიშიდანაც შეიძლება ნაწილობრივ დაფინანსდეს ეს საკითხი, სრულფასოვანი რა თქმა უნდა არა მაგრამ მაგალითად შეიძლება აცრებზე ზრუნვა ავიღოთ ჩვენ თავზე ან რამე ეგეთი, რა თქმა უნდა თუ არტონს ამის საშუალება არ ექნება... ხო, თუ შანსები იქნა და დაგვითმეს ლეკვები მათი მომავალი პატრონებიც ობიექტურად შევარჩიოთ გარკვეული ირობების გათვალისწინებით პ.ს. თბილისში არსებობს ამ ძაღლის თანამედროვე სურათები და ამ დღეებში მოვიპოვებ გისმენთ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გულს ნუ გაიტეხთ ბიჭებო ცდა ბედის მონახევრეაო .ბოლოსდაბოლოს რაღაცით ხომ უნდა დაგვეწყო ძებნა .მთავარია არ გავჩერდეთ და ჩვენ ჩვენი ძალედით იქნებ რამით ვიპოვოთ. მე მაგალითად ზაფხულში 2 კვირით ლაზეთში აუცილებლად უნდა წავიდე ამ საქმისათვის და დარწმუნებული ვარ მიზანსაც მივაღწევ .რაც შეეხება თქვენს ვიზიტს გურიაში ერთი კარგი ნაბიჯი გადაიდგა რისთვისაც დიდ მადლობას მოგიხდით კერძოდ ვიტოს და მერე ბიჭებს .მე ბევრისგან მსმენია და წამიკითხავს ამ ძაღლის შესახებ და ეს თემაც იმიტომ გავხსენი. მაგრამ თითქმის ყველა იძახის და წერს რომ საქართველოში ძალიან ცოტა ენგზემპლიარიღა შემორჩაო და ისინიც გადაგვარულები(უკვე ნაჯვარაბი) არიანო რაც ფაქტიურად თქვენი ვიზიტით დაადასტურეთ პირველრიგში ეჭვს იწვევს ის გარემოება რომ ჩაქირას ყურებს არაჭრიდენ და მას ბუნებრივად დაცქვეტილი ყურები ქონდა . აიკიდევ დამატებით ერთი დასტური რას ამბობს ჩვენი თანამემამული ( სანადირო ძაღლების წვრთნა -დაგეშვა .2009 წ )ავრორი მალხაზ სეხნიაშვილი ."ჩაქირა" ტანად პატარა ძაღლია ,მისი სიმაღლე დაახლოებით 45-50 ს.მ-ია თავით ტურას მსგავსიაქვს მყეფარების ყველა ჯიშის წარმომადგენელივით აცქვეტილი ყურებით ,სხეული მოკლე , წაბლის ფერი უხეში ბეწვი,მკერდი,მუცელი,ფეხები, და კუდის ბოლო ,თეთრი აქვს .ჯიშის დამახასიაეთებელი ნიშანი : კისერზე თეთრი საყელოს მაგვარი ზოლი.კისერი მოკლე და მკვრივი.წინა კიდურები სწორი პირდაპირი,ხოლო უკანა სახსრებში მოხრილი .თვალები ცბიერი და ავი გამომეტყველების .მის თვალებს ხშირად წითელი ფერი დაჰკრავს ,რაც განსაკუთრებული სიავის ნიშანია.და უცხო პირების მიმართ განსაკუთრებით სიავით,შეუპოვრობით და უნდობლობით გამოიჩევა .მოკლედ დამატებით ეს კაცი კიდევ ბევ რამეებს წერს რომელიც ეხლა გავიგე და ძალიან დავინტერესდი ამ წიგნით (ეხლა საახალწლოდ მაჩუქეს და არცვიცი სად იყიდეს)მოკლედ პ.ჟორდანიასაც დაუწერია თურმე ამძაღლზე და ეს ყველაფერი +ჩემი მოძიებული იმფორმაციაც გადმოცემებითაც აბსოლითურად ერთმანითს ემთხვევა და ეს სურათიც რომელიც მოძიებულია ეციკლოპედიიდან სინამდვილეს შეესაბამება. რაც სამწუხაროდ ერთად ერთი აღმოჩდა .მოკლედ არვიცი ბიჭებო როგორ გამიგეთ მაგრამ იმედია მიზანს მივაღწევთ
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 09:56 |