"აპტეჩკა", რა უნდა გვქონდეს თან ??? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"აპტეჩკა", რა უნდა გვქონდეს თან ??? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
გადავწყვიტე სანადიროდ და სათვზაოთ სიარულისას, თან ვიქონიო პატარა აპტეჩკა. ხოდა თქვენი რჩევა მინდა - რა უნდა იყოს ამ აპტეჩკაში ???
ოღონდაც ეხლა თითო ქირურგი და სასწრაფო მანქანა და ეგეთები არ გვინდა.... მინიმალური ნაბორი.... თან რომ არ დაგამძიმოს და თანაც რომ რამე - შეგეშველოს საქმეში.... თან ისეთი სია გავაკეთოთ, რომ კაცმა რომ ამობეჭდოს და აფთიაქს მიაჭრას - საძებარი ჰქონდეს არაფერი... 1- შესახვევი საშუალებები ეს არის სტერილური ბინტი და ელასტიური ბინტი. აგრეთვე ეს ელასტიური ბინტი გამოიყენება როგორც დასაფიქსირებლად ასევე სისხლდენის შესაჩერებლადაც. 2- რეპარინის სპრეი ან ლიდოკაინის სპრეი- ეს არის დეზადორივით ![]() რომელსაც ვხმარობთ ტრავმებზე, მაგალითად კუნთის დაჭიმვა, მოტეხილობა, ღრძობა და სხვა. შეასხურებ და აღარ ტკივა ![]() კარგია არა ცხოვრება? ![]() 3- კეტოროლაკი ანუ კეცი ეს არის საკმაოდ ძლიერი ტკივილ გამაყუჩებელი, უტოლდება ტორადოლს, მაგრამ განსხვავება მათშორის ის არის, რომ კეცს მოყვება თავისივე შპრიცი, რაც ნაკლებ წვალებასთანაა დაკავშირებული... 4- სუპრასტინი, დიმედროლი, ტავეგილი, კლარიტინი- ესენი არიან ანტიალერგიული პრეპარატები, გამოვიყენებთ მხოლოდ ალერგიის შემთხვევაში... შეგვიძლია დავამატოთ ძლიერი ალერგიის დროს პრედნიზოლონი ან დექსამეტაზონი, "ჰორმონები" 5- პერეკისი - ანუ წყალბადის ზეჟანგი -ესეც აუცილებელი ელემენტია ჩვენს აპტეჩკაში, მისი საშუალებით ჩვენ უზრუნველყობთ ჭრილობის დამუშავებას და დეზინფექციას. 6- ზელიონკა ანუ ბრილიანტის მწვანე- ეს არის ანტისეპტიკური საშუალება და ვიყენებთ პერეკისით დამუშავების შემდეგ. 7- პარაცეტამოლი- ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო საშუალება თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, რადიკულიტის, რევმატიზმის დროს. 8- პანტენოლი- ეს არის აეროზოლი, რომელიც გამოიყენება დამწვრობისას... 9- NACL 0.9%. 500 ML-ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის, თუ ჭრილობის შედეგად წნევა დაქვეითებულია, მოწამვლა, ფაღარათი, ნაკბენი, მოტეხილობა და სე შემდეგ. 10- სისტემა. 11- ვენის კათეტერი. ეხლა რა ხდება 9.10.11 ვიყენებთ იმ შემთხვევაში, ტუ ვინმე აზრზეა ვენაში ნემსის გაკეთების. ისე აზრი არაქვს, ტყუილად უნდა დაჯიჯგო ადამიანი და ცოდოა ![]() 12- ლეიკოპლასტი იარაღებიდან საჭიროა ვიქონიოთ პინცეტი, მაკრატელი და ოროფარენგიული მილი. ეხლა ავხსნი რა არის ოროფარენგიალური მილი, ამაზე დავდებ პატარა ვიდეოს, ეხლა გადავიღებ და ნახეთ, აქ დაწერა მეზარება ![]() 1 იმას ვიტყვი რომ ეს ორო გამოიყენება კრიჭის შეკვრისას, ეპილეფიის შეტევისას და ისეთ სიტუაციებში, როდესაც საშიშია ე.წ. "ენის გადაყლაპვა", მართალია, რომ ენას არავინ არ ყლაპავს, უბრალოდ ხდება ენის დაცობა სასუნთქ გზებზე და სუნთქვა ჩერდება, რის შედეგადაც პაციენტი იღუპება, თუ კრიჭა არაა შეკრული, ანუ არაა გამოხატული ტრიზმი არ იხმაროთ ორო, უბრალოდ დაზარალებულს თავი გადააბრუნებინეთ გვერდიAთ და ამით მორჩება ყველაფერი.... 13- შპრიცი- 2, 5, 10, 20 მილილიტრიანები |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ascklefios033
იცი, სისხლძარღვოვანი ანასთამოზის დადებაც ადვილია და კომისურატომიის გაკეთებაც... რეებს წერთ აქ ცოტა დაუფიქრდით! მალე სამიდიცინოს დამთავრების გარეშე დაიწყებთ ქირურგების მომზადებას. როგორც მე15 საუკუნეში დალაქები კატარაქტის ოპერაციას აკეთებდნენ. კათეტერის ჩადგმას რომ ასწავლით მერე ფარმოკოლოგიაც მიახოლეთ, რომ იმ კათეტერში ჰაერის გარდა კიდევ რამე რომ შევიდეს ![]() ან აქ ვინმემ ანატომია იცის ექიმების გარდა, ან ერთხელ მაინც ლიტმანის ატლასი გადაუშლია. ინტრავენური კათეტერიზაციის ჩასატარებლად აშშ-ს ჯარში "ზღვის ლომები" მინიმუმ 3-4 თვიან უმცროსი მედ.მუშაკის კურსებს გადიოდნენ... აქ ჩვენ მეგობრებს ჰემოტოქსიკური, ნეიროტოქსიკური და მიოტოქსიკური შხამების სხვობა ვერ გავაგებინე რომ ავუკრძალო გიურზის ნაკბენის ჟგუტით გადაჭერა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 05:43 |