Rhodesian Ridgeback |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Rhodesian Ridgeback |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რიჯბეკი დღეს, რამდენადაც ვიცი, ევროპაში და ამერიკაში სანადიროდ აღარ გამოიყენება, ერთგული კომპანიონისა და ყარაულის ფუნქციას ასრულებს. მართალია, ფეცეის გამოფენებზე დღემდე მეექვსე ჯგუფში - მდევრების ჯგუფშია შეყვანილი ფოქსჰაუნდის, ბლედჰაუნდის, ბასეტის და ბიგლის გვერდით, მაგრამ მაინც ცალკე ქეჯგუფად გამოყოფენ, "მდევრების მონათესავე ჯიშების ქვეჯგუფად" - სხვათა შორის, დალმატინელთან ერთად. დალმატინელი რა მონადირეცაა, მე მგონი, ყველას მოგეხსენებათ. აფრიკაში ლომებზე ნადირობებს რაც შეეხება, ოდესღაც შეიძლება ასეც იყო, ბურების დროს. თუმცა ჯონ ჰანტერთან (გახსოვთ, ალბათ, მისი წიგნი - "მონადირე") ერდელტერიერები და შოტლანდიური ნაგაზი - კოლი ეხმარებათ ჯაგებიდან ლომების გამოდევნაში, რიჯბეკს არსად ახსენებს.
ახლა მთავარი: საგარეჯოში ერთი ცნობილი და "დამწვარი" მემდევრე მონადირეა, კარგი ანგლო-რუსულების პატრონი და მოყვარული - იაგო მათიაშვილი. იმისთვის უჩუქებიათ მშვენიერი ხვადი რიჯბეკი, აპირებს სცადოს კურდღელზე და ტურა-მელაზე. ძველით ახალ წელს ერთად ვიყავით სანადიროდ და სახლში მისულებს ვოლიერში მეორე ძუ რიჯბეკი დაგვხვდა, მშვენიერი ექსტერიერისა (ხვადს აშკარად ჯობდა). აღმოჩნდა, რომ ინა რუხაძეს (ტელევიზიის წინ რო კლუბია, იმის შეფს) მიუყვანია დასართავად. ასე რომ, ჯიშით დაინტერესებულებს მალე ლეკვების შეძენის შანსიც მოგეცემათ. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
მართალია, ფეცეის გამოფენებზე დღემდე მეექვსე ჯგუფში - მდევრების ჯგუფშია შეყვანილი ფოქსჰაუნდის, ბლედჰაუნდის, ბასეტის და ბიგლის გვერდით, მაგრამ მაინც ცალკე ქეჯგუფად გამოყოფენ, "მდევრების მონათესავე ჯიშების ქვეჯგუფად" - სხვათა შორის, დალმატინელთან ერთად. დალმატინელი რა მონადირეცაა, მე მგონი, ყველას მოგეხსენებათ. ეს ჯიშები მდევრების მონათესავებად, ე.ი. "სრულფასოვან", კლასიკურ მდევრებად იმიტომ არ ითვლებიან , რომ სხვა სისხლიც ურევიათ. მაგალითად, რიჯბექს - ჰოტენტოტური, აფრიკული ადგილობრივი მოდგმის ძაღლის, რომლისგანაც მემკვიდრეობით მიიღო ორიგინალური "ვარცხნილობა'. დალმატინელითაც ნადირობდნენ თავის დროზე, ისევე როგორც რიჯბექით. ცნობები ამის შესახებ, შეიძლება ნახო ნებისმიერ ატლასში ძაღლების შესახებ. ასე, რომ მათ მონადირული წარსული აქვთ ნამდვილად, ტყუილად მეექვსე ჯგუფში არავინ შეიყვანდა. პ.ს. თვითმხილველისგან გამიგია, ვიღაც რაიონელ მონადირეს დალმატინელი ჰყავდა და კვალზე ყეფით დასდევდაო. აფრიკაში ლომებზე ნადირობებს რაც შეეხება, ოდესღაც შეიძლება ასეც იყო, ბურების დროს. თუმცა ჯონ ჰანტერთან (გახსოვთ, ალბათ, მისი წიგნი - "მონადირე") ერდელტერიერები და შოტლანდიური ნაგაზი - კოლი ეხმარებათ ჯაგებიდან ლომების გამოდევნაში, რიჯბეკს არსად ახსენებს. პატივცემული ჰანტერი კენიაში ცხოვრობდა და ნადირობდა (აღმ. აფრიკა), ხოლო როდეზია, ამ ადგილიდან ძალიან შორს, სამხრეთშია. ამიტომაც, ნაირობის ბაზარში რიჯბექების მოხვედრა ნაკლებსავარაუდო იქნებოდა. |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეს ჯიშები მდევრების მონათესავებად, ე.ი. "სრულფასოვან", კლასიკურ მდევრებად იმიტომ არ ითვლებიან , რომ სხვა სისხლიც ურევიათ. მაგალითად, რიჯბექს - ჰოტენტოტური, აფრიკული ადგილობრივი მოდგმის ძაღლის, რომლისგანაც მემკვიდრეობით მიიღო ორიგინალური "ვარცხნილობა'. დალმატინელითაც ნადირობდნენ თავის დროზე, ისევე როგორც რიჯბექით. ცნობები ამის შესახებ, შეიძლება ნახო ნებისმიერ ატლასში ძაღლების შესახებ. ასე, რომ მათ მონადირული წარსული აქვთ ნამდვილად, ტყუილად მეექვსე ჯგუფში არავინ შეიყვანდა. პ.ს. თვითმხილველისგან გამიგია, ვიღაც რაიონელ მონადირეს დალმატინელი ჰყავდა და კვალზე ყეფით დასდევდაო. არა მგონია, ეგ მიზეზი იყოს.სხვა სისხლები თითქმის ყველა ჯიშს ურევია. კლასიკური მდევარი ვერც ვერასოდეს იქნებოდა. როგორ წარმოგიდგენია ყეფით ლომის კვალში დევნა(მინიმუმ ერთსაათიანი)? ![]() რაც შეეხება დალმატინელს, რა ფუნქციებს აღარ მიაწერენ: მეეტლე, მეხანძრე, ესკორტის ძაღლი, სამძებრო-სამაშველო სამსახურის მუშაკი, ყარაული, მეცხვარე, ვირთხიჭერია.. ცოტა მდევრისაც რო მოსდგამდეს რაიმე,სულაც არაა გასაკვირი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
Shadi shamodi
არა მგონია, ეგ მიზეზი იყოს.სხვა სისხლები თითქმის ყველა ჯიშს ურევია. კლასიკური მდევარი ვერც ვერასოდეს იქნებოდა. მდევრების ბევრი ჯიში ერთმანეთს ენათესავება და ერთმანეთისგანაა გამოყვანილი, მაგრამ არამდევრების სისხლი არ ურევიათ. თუ საწინააღმდეგო მაგალითი იცი, ნუ დამიმალავ... სწორედ ამიტომაა გამოყოფილი რიჯბექი და დალმატინელი მათგან ცალკე ქვეჯგუფად, რომ მათ შექმნაში მონაწილეობა არამდევრებმაც მიიღეს. და ვინ გითხრა, რომ ისინი კლასიკური მდევრებია?? იქნებ მითხრა, შენი აზრით, ევროპიდან ჩაყვანილი ძაღლების სახით - ჯიშთა რომელ ჯგუფის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა რიჯბექის შექმნაში, თუნდაც ამ ჯიშის ექსტერიერიდან გამომდინარე? დ პირიქით - ამ ორ ჯიშს, თუ არა 6-ე ჯგუფს, მაშ რომელს მიაკუთვნებდი? როგორ წარმოგიდგენია ყეფით ლომის კვალში დევნა(მინიმუმ ერთსაათიანი)? და ლომიც რომ დაუორკვალებს, გადახტება გვერდით და გაინაბება, შიშით აცახცახებული. ![]() ![]() გაბედული ფანტაზიაა. ![]() ![]() მაგრამ ნადირობის წესით და სტილით აშკარად მყეფარა(ლაიკა) უფროა. თუ გინახია, კვალზე მისი მუშაობის მანერა?? მე - არა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 01:50 |