Rhodesian Ridgeback - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Rhodesian Ridgeback
კუდიგორელი
პოსტი May 28 2009, 20:37
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi















ვინმეს თუ მოგეპოვებათ ამ ძაღლზე სხვა რაიმე ინფორმაცია დაყარეთ რა აუცილებლად. ძალიან ვარ დაინტერესებული ამ ჯიშის ძაღლებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
შადი შამოდი
პოსტი Jan 26 2010, 15:55
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



რიჯბეკი დღეს, რამდენადაც ვიცი, ევროპაში და ამერიკაში სანადიროდ აღარ გამოიყენება, ერთგული კომპანიონისა და ყარაულის ფუნქციას ასრულებს. მართალია, ფეცეის გამოფენებზე დღემდე მეექვსე ჯგუფში - მდევრების ჯგუფშია შეყვანილი ფოქსჰაუნდის, ბლედჰაუნდის, ბასეტის და ბიგლის გვერდით, მაგრამ მაინც ცალკე ქეჯგუფად გამოყოფენ, "მდევრების მონათესავე ჯიშების ქვეჯგუფად" - სხვათა შორის, დალმატინელთან ერთად. დალმატინელი რა მონადირეცაა, მე მგონი, ყველას მოგეხსენებათ. აფრიკაში ლომებზე ნადირობებს რაც შეეხება, ოდესღაც შეიძლება ასეც იყო, ბურების დროს. თუმცა ჯონ ჰანტერთან (გახსოვთ, ალბათ, მისი წიგნი - "მონადირე") ერდელტერიერები და შოტლანდიური ნაგაზი - კოლი ეხმარებათ ჯაგებიდან ლომების გამოდევნაში, რიჯბეკს არსად ახსენებს.
ახლა მთავარი: საგარეჯოში ერთი ცნობილი და "დამწვარი" მემდევრე მონადირეა, კარგი ანგლო-რუსულების პატრონი და მოყვარული - იაგო მათიაშვილი. იმისთვის უჩუქებიათ მშვენიერი ხვადი რიჯბეკი, აპირებს სცადოს კურდღელზე და ტურა-მელაზე. ძველით ახალ წელს ერთად ვიყავით სანადიროდ და სახლში მისულებს ვოლიერში მეორე ძუ რიჯბეკი დაგვხვდა, მშვენიერი ექსტერიერისა (ხვადს აშკარად ჯობდა). აღმოჩნდა, რომ ინა რუხაძეს (ტელევიზიის წინ რო კლუბია, იმის შეფს) მიუყვანია დასართავად. ასე რომ, ჯიშით დაინტერესებულებს მალე ლეკვების შეძენის შანსიც მოგეცემათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Jan 26 2010, 20:24
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (Shadi shamodi @ Jan 26 2010, 16:55) *
მართალია, ფეცეის გამოფენებზე დღემდე მეექვსე ჯგუფში - მდევრების ჯგუფშია შეყვანილი ფოქსჰაუნდის, ბლედჰაუნდის, ბასეტის და ბიგლის გვერდით, მაგრამ მაინც ცალკე ქეჯგუფად გამოყოფენ, "მდევრების მონათესავე ჯიშების ქვეჯგუფად" - სხვათა შორის, დალმატინელთან ერთად. დალმატინელი რა მონადირეცაა, მე მგონი, ყველას მოგეხსენებათ.

ეს ჯიშები მდევრების მონათესავებად, ე.ი. "სრულფასოვან", კლასიკურ მდევრებად იმიტომ არ ითვლებიან , რომ სხვა სისხლიც ურევიათ. მაგალითად, რიჯბექს - ჰოტენტოტური, აფრიკული ადგილობრივი მოდგმის ძაღლის, რომლისგანაც მემკვიდრეობით მიიღო ორიგინალური "ვარცხნილობა'. დალმატინელითაც ნადირობდნენ თავის დროზე, ისევე როგორც რიჯბექით. ცნობები ამის შესახებ, შეიძლება ნახო ნებისმიერ ატლასში ძაღლების შესახებ. ასე, რომ მათ მონადირული წარსული აქვთ ნამდვილად, ტყუილად მეექვსე ჯგუფში არავინ შეიყვანდა.
პ.ს. თვითმხილველისგან გამიგია, ვიღაც რაიონელ მონადირეს დალმატინელი ჰყავდა და კვალზე ყეფით დასდევდაო.

QUOTE (Shadi shamodi @ Jan 26 2010, 16:55) *
აფრიკაში ლომებზე ნადირობებს რაც შეეხება, ოდესღაც შეიძლება ასეც იყო, ბურების დროს. თუმცა ჯონ ჰანტერთან (გახსოვთ, ალბათ, მისი წიგნი - "მონადირე") ერდელტერიერები და შოტლანდიური ნაგაზი - კოლი ეხმარებათ ჯაგებიდან ლომების გამოდევნაში, რიჯბეკს არსად ახსენებს.

პატივცემული ჰანტერი კენიაში ცხოვრობდა და ნადირობდა (აღმ. აფრიკა), ხოლო როდეზია, ამ ადგილიდან ძალიან შორს, სამხრეთშია.
ამიტომაც, ნაირობის ბაზარში რიჯბექების მოხვედრა ნაკლებსავარაუდო იქნებოდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jan 28 2010, 16:22
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(AlekoN @ Jan 26 2010, 21:24) *
ეს ჯიშები მდევრების მონათესავებად, ე.ი. "სრულფასოვან", კლასიკურ მდევრებად იმიტომ არ ითვლებიან , რომ სხვა სისხლიც ურევიათ. მაგალითად, რიჯბექს - ჰოტენტოტური, აფრიკული ადგილობრივი მოდგმის ძაღლის, რომლისგანაც მემკვიდრეობით მიიღო ორიგინალური "ვარცხნილობა'. დალმატინელითაც ნადირობდნენ თავის დროზე, ისევე როგორც რიჯბექით. ცნობები ამის შესახებ, შეიძლება ნახო ნებისმიერ ატლასში ძაღლების შესახებ. ასე, რომ მათ მონადირული წარსული აქვთ ნამდვილად, ტყუილად მეექვსე ჯგუფში არავინ შეიყვანდა.
პ.ს. თვითმხილველისგან გამიგია, ვიღაც რაიონელ მონადირეს დალმატინელი ჰყავდა და კვალზე ყეფით დასდევდაო.


არა მგონია, ეგ მიზეზი იყოს.სხვა სისხლები თითქმის ყველა ჯიშს ურევია. კლასიკური მდევარი ვერც ვერასოდეს იქნებოდა. როგორ წარმოგიდგენია ყეფით ლომის კვალში დევნა(მინიმუმ ერთსაათიანი)? newsmile058.gif გარეგნობით კი მდევარს წააგავს, მაგრამ ნადირობის წესით და სტილით აშკარად მყეფარა(ლაიკა) უფროა. რამდენადაც ვიცი, რუსეთში სწორედ ამ მხრივ სცადეს მისი გამოყენება. დიდ შედეგებს მიაღწიესთქო, ვერ ვიტყვი. ეს ქოჩორზურგა ძაღლები მოსკოვის რეგიონთაშორისო სამონადირეო გამოფენაზე პირველად 2004 წელს გამოჩდნენ. ერთი წლის მერე უკვე ოცდაორი ძაღლი იყო გამოფენილი და მათგან მხოლოდ ერთს ქონდა მე-3 ხარისხის დიპლომი ვოლიერის მაჩვზე. თუმცა ვიცი, რომ ვოლიერის ღორზეც და დაბმულ დათვზეც ბევრ მათგანს აცდევინეს ბედი. დღეს რიჯბეკი ეგზოტიკის მოყვარულ მონადირეთა თავმოწონების საგანი უფროა, ვიდრე სხვა "პროფესიონალი" ჯიშების კონკურენტი. შეიძლება ვცდები კიდეც.
რაც შეეხება დალმატინელს, რა ფუნქციებს აღარ მიაწერენ: მეეტლე, მეხანძრე, ესკორტის ძაღლი, სამძებრო-სამაშველო სამსახურის მუშაკი, ყარაული, მეცხვარე, ვირთხიჭერია.. ცოტა მდევრისაც რო მოსდგამდეს რაიმე,სულაც არაა გასაკვირი newsmile045.gif ისე, მაგის ნადევნი არ გაიშვა.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Jan 29 2010, 11:31
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



Shadi shamodi
QUOTE (Shadi shamodi @ Jan 28 2010, 17:22) *
არა მგონია, ეგ მიზეზი იყოს.სხვა სისხლები თითქმის ყველა ჯიშს ურევია. კლასიკური მდევარი ვერც ვერასოდეს იქნებოდა.

მდევრების ბევრი ჯიში ერთმანეთს ენათესავება და ერთმანეთისგანაა გამოყვანილი, მაგრამ არამდევრების სისხლი არ ურევიათ. თუ საწინააღმდეგო მაგალითი იცი, ნუ დამიმალავ...
სწორედ ამიტომაა გამოყოფილი რიჯბექი და დალმატინელი მათგან ცალკე ქვეჯგუფად, რომ მათ შექმნაში მონაწილეობა არამდევრებმაც მიიღეს.
და ვინ გითხრა, რომ ისინი კლასიკური მდევრებია??
იქნებ მითხრა, შენი აზრით, ევროპიდან ჩაყვანილი ძაღლების სახით - ჯიშთა რომელ ჯგუფის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა რიჯბექის შექმნაში, თუნდაც ამ ჯიშის ექსტერიერიდან გამომდინარე?
დ პირიქით - ამ ორ ჯიშს, თუ არა 6-ე ჯგუფს, მაშ რომელს მიაკუთვნებდი?

QUOTE (Shadi shamodi @ Jan 28 2010, 17:22) *
როგორ წარმოგიდგენია ყეფით ლომის კვალში დევნა(მინიმუმ ერთსაათიანი)?

და ლომიც რომ დაუორკვალებს, გადახტება გვერდით და გაინაბება, შიშით აცახცახებული. newsmile01.gif newsmile01.gif
გაბედული ფანტაზიაა. newsmile027.gif newsmile041.gif

QUOTE (Shadi shamodi @ Jan 28 2010, 17:22) *
მაგრამ ნადირობის წესით და სტილით აშკარად მყეფარა(ლაიკა) უფროა.

თუ გინახია, კვალზე მისი მუშაობის მანერა?? მე - არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jan 29 2010, 17:23
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(AlekoN @ Jan 29 2010, 12:31) *
Shadi shamodi

მდევრების ბევრი ჯიში ერთმანეთს ენათესავება და ერთმანეთისგანაა გამოყვანილი, მაგრამ არამდევარი ჯიშების სისხლი არ ურევიათ. თუ საწინააღმდეგო მაგალითი იცი, ნუ დამიმალავ...
სწორედ ამიტომაა გამოყოფილი რიჯბექი და დალმატინელი მათგან ცალკე ქვეჯგუფად, რომ მათ შექმნაში მონაწილეობა არამდევრებმაც მიიღეს.


ასეთი მაგალითია ბლადჰაუნდი, წმინდა ჰუბერტის მდევარი, მდევართაგან ალბათ ყველაზე ძველი კულტურული ჯიში, რომლის ჩამოყალიბებაში არამცირედი წვლილი მიუძღვით მასტიფებს. ისტორიულ ასპექტში კი მართალი ხარ: თუ აქსიომად ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ პირველი მგელძაღლა (ძაღლების წინაპარი) უეჭველად მდევარი იყო (აბა რა იქნებოდა?), არამდევვართა სისხლი, მონადირე ჯიშებს კი არა, დეკორატიულებსაც უმნიშვნელოდ უნდა ერიოს.

რიჯბეკის და დალმატინელის ამ ქვეჯგუფში ერთად ყოფნას, შეიძლება, კიდევ უფრო ბანალური მიზეზი აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. გადავიკითხე რიჯბეკის შესახებ რაღაც მასალები და აღმოჩნდა, რომ ფრენსის რიჩარდ ბარნსს, ამ ჯიშის მთავარ ენთუზიასტს, 1922 წელს პირველი კლუბის დამაარსებელს და პირველი სტანდარტის ავტორს, ეს სტანდარტი დიდწილად დალმატინელის სტანდარტის მიხედვით შეუდგენია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ფეცეიმ რიჯბეკი ("სალომე ძაღლი!!" newsmile05.gif ) სულ ახლახან - 1996 წელს აღიარა და მდევრების ჯგუფშიც ახლა დააბინავა, როცა ჯიშის ოდინდელი ლომგულობისა და მონადირეობისაგან, სამწუხაროდ, მარტო სახელი და გვარიღაა დარჩენილი.. newsmile019.gif
რაც შეეხება, პირად გამოცდილებას, ძალიან მწირია: პადმასკოვიაში კორპუსის აივნიდან ვუყურებდი, როგორ გამოეკიდა კატას, როგორ შეაგდო გარაჟის სახურავზე, ერთი-ორჯერ შეუყეფა ზდილობის გულისთვის და მალევე გაანება თავი..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   Rhodesian Ridgeback   May 28 2009, 20:37
- - aragveli   ვინმეს თუ აქვს კას...   Jun 26 2009, 11:07
- - aragveli   ახლა შევეცდები ორი...   Aug 18 2009, 11:01
- - ზაზა   aragveli, თბილისში არის ...   Aug 18 2009, 11:38
- - aragveli   ხო გამოფენაზე ანგლ...   Aug 18 2009, 11:49
- - ზაზა   ჩვენთან ეს ძაღლი ა...   Aug 18 2009, 16:56
- - ნოსო   aragveli შეილება აქ მყო...   Aug 18 2009, 17:29
|- - ზაზა   ციტატა(ნოსო @ Aug 18 2009...   Aug 18 2009, 19:03
- - BEK_M   კარგი ძაღლია ის რო...   Aug 18 2009, 20:39
|- - salamandra   ციტატა(BEK_M @ Aug 18 2009, 09...   Aug 19 2009, 00:33
- - 919   როდე8იული რიჯბეკი ...   Aug 19 2009, 00:30
|- - aliko34   ციტატა(919 @ Aug 19 2009, 01...   Nov 19 2010, 13:00
- - ვიტო   salamandra კაი გამარჯობა ...   Aug 19 2009, 00:44
- - AlekoN   არაგველი გამოფენა...   Sep 29 2009, 17:31
- - ზაზა   არლეკინს ხომ გონჩს...   Sep 30 2009, 08:42
- - AlekoN   არლეკინი მდევრის ჯ...   Sep 30 2009, 11:27
- - ROMMEL   http://www.kleo.ru/encyclopedia/dog/rhodes...ridge...   Oct 18 2009, 17:29
- - ლევანა90   რავიცი რამდენათ დ...   Oct 26 2009, 15:23
|- - AlekoN   QUOTE (ლევანა90 @ Oct 26 2009, 04...   Oct 29 2009, 00:58
- - ჭალიმგელა   ამ ვიდეოთი თუ ვიმს...   Oct 29 2009, 10:23
- - bacha-bacha   კუდიგორელი ციტატა...   Nov 15 2009, 11:54
- - 919   bacha-bacha რა გითხრა აბა?...   Nov 15 2009, 20:34
- - შალვა   პირველად ვნახე ძაღ...   Nov 15 2009, 21:26
- - Bonehill   სანადიროდ იშვიათო...   Nov 16 2009, 09:31
|- - AlekoN   QUOTE (Bonehill @ Nov 16 2009, 10:31) ს...   Jan 22 2010, 12:39
|- - kupra   ციტატა(AlekoN @ Jan 22 2010, 13...   Mar 30 2010, 14:23
- - kupra   არლეკინი იტალიური ...   Jan 21 2010, 23:21
- - ლევანა90   სამწუხაროდ ინგლის...   Jan 22 2010, 18:18
- - Shadi shamodi   რიჯბეკი დღეს, რამდ...   Jan 26 2010, 15:55
|- - AlekoN   QUOTE (Shadi shamodi @ Jan 26 2010, 16:55...   Jan 26 2010, 20:24
|- - Shadi shamodi   ციტატა(AlekoN @ Jan 26 2010, 21...   Jan 28 2010, 16:22
|- - mgm   ციტატა(Shadi shamodi @ Jan 28 201...   Jan 28 2010, 22:18
|- - AlekoN   Shadi shamodi QUOTE (Shadi shamodi @ Jan 28 2...   Jan 29 2010, 11:31
||- - Shadi shamodi   ციტატა(AlekoN @ Jan 29 2010, 12...   Jan 29 2010, 17:23
||- - AlekoN   QUOTE (Shadi shamodi @ Jan 29 2010, 18:23...   Jan 29 2010, 19:13
|- - AlekoN   Shadi shamodi QUOTE (Shadi shamodi @ Jan 28 2...   Jan 29 2010, 11:40
- - AlekoN   როდეზიულ რიჯბექს მ...   Jan 27 2010, 22:56
- - mgm   ციტატა(AlekoN @ 29th January 2010...   Jan 29 2010, 11:32
- - ვიტო   საერთოდ რატომ გამო...   Feb 1 2010, 09:01
- - AlekoN   RE: Rhodesian Ridgeback   Mar 21 2010, 14:36
- - kuzmishi   ისევ ანგლოებსა და ...   May 18 2010, 14:01
- - aliko34   მოგესალმებით!! მ...   Nov 19 2010, 15:50
- - ღლიღვა   ზუსტად გუშინ იყო ა...   Nov 19 2010, 17:07
- - OKROS_VELIDAN   ძაღლსაშენი " OKROS VELIDA...   Dec 24 2010, 17:18
- - kupra   ეს დზაგლი საერტოდ ...   Apr 17 2011, 19:08
- - ako jangira3   გამოპენაზე რომ იყო...   Apr 30 2012, 13:46
- - aragveli   რა უნდოდა გამოფენა...   Apr 30 2012, 17:18
- - kuzmishi   არლეკინებზე გამოფ...   May 2 2012, 15:19


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2025 - 02:39