Rhodesian Ridgeback |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
Rhodesian Ridgeback |
May 28 2009, 20:37
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
|
|
|
|
![]() |
Jan 26 2010, 15:55
პოსტი
#2
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
რიჯბეკი დღეს, რამდენადაც ვიცი, ევროპაში და ამერიკაში სანადიროდ აღარ გამოიყენება, ერთგული კომპანიონისა და ყარაულის ფუნქციას ასრულებს. მართალია, ფეცეის გამოფენებზე დღემდე მეექვსე ჯგუფში - მდევრების ჯგუფშია შეყვანილი ფოქსჰაუნდის, ბლედჰაუნდის, ბასეტის და ბიგლის გვერდით, მაგრამ მაინც ცალკე ქეჯგუფად გამოყოფენ, "მდევრების მონათესავე ჯიშების ქვეჯგუფად" - სხვათა შორის, დალმატინელთან ერთად. დალმატინელი რა მონადირეცაა, მე მგონი, ყველას მოგეხსენებათ. აფრიკაში ლომებზე ნადირობებს რაც შეეხება, ოდესღაც შეიძლება ასეც იყო, ბურების დროს. თუმცა ჯონ ჰანტერთან (გახსოვთ, ალბათ, მისი წიგნი - "მონადირე") ერდელტერიერები და შოტლანდიური ნაგაზი - კოლი ეხმარებათ ჯაგებიდან ლომების გამოდევნაში, რიჯბეკს არსად ახსენებს.
ახლა მთავარი: საგარეჯოში ერთი ცნობილი და "დამწვარი" მემდევრე მონადირეა, კარგი ანგლო-რუსულების პატრონი და მოყვარული - იაგო მათიაშვილი. იმისთვის უჩუქებიათ მშვენიერი ხვადი რიჯბეკი, აპირებს სცადოს კურდღელზე და ტურა-მელაზე. ძველით ახალ წელს ერთად ვიყავით სანადიროდ და სახლში მისულებს ვოლიერში მეორე ძუ რიჯბეკი დაგვხვდა, მშვენიერი ექსტერიერისა (ხვადს აშკარად ჯობდა). აღმოჩნდა, რომ ინა რუხაძეს (ტელევიზიის წინ რო კლუბია, იმის შეფს) მიუყვანია დასართავად. ასე რომ, ჯიშით დაინტერესებულებს მალე ლეკვების შეძენის შანსიც მოგეცემათ. |
|
|
|
Jan 26 2010, 20:24
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
მართალია, ფეცეის გამოფენებზე დღემდე მეექვსე ჯგუფში - მდევრების ჯგუფშია შეყვანილი ფოქსჰაუნდის, ბლედჰაუნდის, ბასეტის და ბიგლის გვერდით, მაგრამ მაინც ცალკე ქეჯგუფად გამოყოფენ, "მდევრების მონათესავე ჯიშების ქვეჯგუფად" - სხვათა შორის, დალმატინელთან ერთად. დალმატინელი რა მონადირეცაა, მე მგონი, ყველას მოგეხსენებათ. ეს ჯიშები მდევრების მონათესავებად, ე.ი. "სრულფასოვან", კლასიკურ მდევრებად იმიტომ არ ითვლებიან , რომ სხვა სისხლიც ურევიათ. მაგალითად, რიჯბექს - ჰოტენტოტური, აფრიკული ადგილობრივი მოდგმის ძაღლის, რომლისგანაც მემკვიდრეობით მიიღო ორიგინალური "ვარცხნილობა'. დალმატინელითაც ნადირობდნენ თავის დროზე, ისევე როგორც რიჯბექით. ცნობები ამის შესახებ, შეიძლება ნახო ნებისმიერ ატლასში ძაღლების შესახებ. ასე, რომ მათ მონადირული წარსული აქვთ ნამდვილად, ტყუილად მეექვსე ჯგუფში არავინ შეიყვანდა. პ.ს. თვითმხილველისგან გამიგია, ვიღაც რაიონელ მონადირეს დალმატინელი ჰყავდა და კვალზე ყეფით დასდევდაო. აფრიკაში ლომებზე ნადირობებს რაც შეეხება, ოდესღაც შეიძლება ასეც იყო, ბურების დროს. თუმცა ჯონ ჰანტერთან (გახსოვთ, ალბათ, მისი წიგნი - "მონადირე") ერდელტერიერები და შოტლანდიური ნაგაზი - კოლი ეხმარებათ ჯაგებიდან ლომების გამოდევნაში, რიჯბეკს არსად ახსენებს. პატივცემული ჰანტერი კენიაში ცხოვრობდა და ნადირობდა (აღმ. აფრიკა), ხოლო როდეზია, ამ ადგილიდან ძალიან შორს, სამხრეთშია. ამიტომაც, ნაირობის ბაზარში რიჯბექების მოხვედრა ნაკლებსავარაუდო იქნებოდა. |
|
|
|
Jan 28 2010, 16:22
პოსტი
#4
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ეს ჯიშები მდევრების მონათესავებად, ე.ი. "სრულფასოვან", კლასიკურ მდევრებად იმიტომ არ ითვლებიან , რომ სხვა სისხლიც ურევიათ. მაგალითად, რიჯბექს - ჰოტენტოტური, აფრიკული ადგილობრივი მოდგმის ძაღლის, რომლისგანაც მემკვიდრეობით მიიღო ორიგინალური "ვარცხნილობა'. დალმატინელითაც ნადირობდნენ თავის დროზე, ისევე როგორც რიჯბექით. ცნობები ამის შესახებ, შეიძლება ნახო ნებისმიერ ატლასში ძაღლების შესახებ. ასე, რომ მათ მონადირული წარსული აქვთ ნამდვილად, ტყუილად მეექვსე ჯგუფში არავინ შეიყვანდა. პ.ს. თვითმხილველისგან გამიგია, ვიღაც რაიონელ მონადირეს დალმატინელი ჰყავდა და კვალზე ყეფით დასდევდაო. არა მგონია, ეგ მიზეზი იყოს.სხვა სისხლები თითქმის ყველა ჯიშს ურევია. კლასიკური მდევარი ვერც ვერასოდეს იქნებოდა. როგორ წარმოგიდგენია ყეფით ლომის კვალში დევნა(მინიმუმ ერთსაათიანი)? რაც შეეხება დალმატინელს, რა ფუნქციებს აღარ მიაწერენ: მეეტლე, მეხანძრე, ესკორტის ძაღლი, სამძებრო-სამაშველო სამსახურის მუშაკი, ყარაული, მეცხვარე, ვირთხიჭერია.. ცოტა მდევრისაც რო მოსდგამდეს რაიმე,სულაც არაა გასაკვირი |
|
|
|
Jan 29 2010, 11:31
პოსტი
#5
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
Shadi shamodi
არა მგონია, ეგ მიზეზი იყოს.სხვა სისხლები თითქმის ყველა ჯიშს ურევია. კლასიკური მდევარი ვერც ვერასოდეს იქნებოდა. მდევრების ბევრი ჯიში ერთმანეთს ენათესავება და ერთმანეთისგანაა გამოყვანილი, მაგრამ არამდევრების სისხლი არ ურევიათ. თუ საწინააღმდეგო მაგალითი იცი, ნუ დამიმალავ... სწორედ ამიტომაა გამოყოფილი რიჯბექი და დალმატინელი მათგან ცალკე ქვეჯგუფად, რომ მათ შექმნაში მონაწილეობა არამდევრებმაც მიიღეს. და ვინ გითხრა, რომ ისინი კლასიკური მდევრებია?? იქნებ მითხრა, შენი აზრით, ევროპიდან ჩაყვანილი ძაღლების სახით - ჯიშთა რომელ ჯგუფის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა რიჯბექის შექმნაში, თუნდაც ამ ჯიშის ექსტერიერიდან გამომდინარე? დ პირიქით - ამ ორ ჯიშს, თუ არა 6-ე ჯგუფს, მაშ რომელს მიაკუთვნებდი? როგორ წარმოგიდგენია ყეფით ლომის კვალში დევნა(მინიმუმ ერთსაათიანი)? და ლომიც რომ დაუორკვალებს, გადახტება გვერდით და გაინაბება, შიშით აცახცახებული. გაბედული ფანტაზიაა. მაგრამ ნადირობის წესით და სტილით აშკარად მყეფარა(ლაიკა) უფროა. თუ გინახია, კვალზე მისი მუშაობის მანერა?? მე - არა. |
|
|
|
Jan 29 2010, 17:23
პოსტი
#6
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
Shadi shamodi მდევრების ბევრი ჯიში ერთმანეთს ენათესავება და ერთმანეთისგანაა გამოყვანილი, მაგრამ არამდევარი ჯიშების სისხლი არ ურევიათ. თუ საწინააღმდეგო მაგალითი იცი, ნუ დამიმალავ... სწორედ ამიტომაა გამოყოფილი რიჯბექი და დალმატინელი მათგან ცალკე ქვეჯგუფად, რომ მათ შექმნაში მონაწილეობა არამდევრებმაც მიიღეს. ასეთი მაგალითია ბლადჰაუნდი, წმინდა ჰუბერტის მდევარი, მდევართაგან ალბათ ყველაზე ძველი კულტურული ჯიში, რომლის ჩამოყალიბებაში არამცირედი წვლილი მიუძღვით მასტიფებს. ისტორიულ ასპექტში კი მართალი ხარ: თუ აქსიომად ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ პირველი მგელძაღლა (ძაღლების წინაპარი) უეჭველად მდევარი იყო (აბა რა იქნებოდა?), არამდევვართა სისხლი, მონადირე ჯიშებს კი არა, დეკორატიულებსაც უმნიშვნელოდ უნდა ერიოს. რიჯბეკის და დალმატინელის ამ ქვეჯგუფში ერთად ყოფნას, შეიძლება, კიდევ უფრო ბანალური მიზეზი აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. გადავიკითხე რიჯბეკის შესახებ რაღაც მასალები და აღმოჩნდა, რომ ფრენსის რიჩარდ ბარნსს, ამ ჯიშის მთავარ ენთუზიასტს, 1922 წელს პირველი კლუბის დამაარსებელს და პირველი სტანდარტის ავტორს, ეს სტანდარტი დიდწილად დალმატინელის სტანდარტის მიხედვით შეუდგენია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ფეცეიმ რიჯბეკი ("სალომე ძაღლი!!" რაც შეეხება, პირად გამოცდილებას, ძალიან მწირია: პადმასკოვიაში კორპუსის აივნიდან ვუყურებდი, როგორ გამოეკიდა კატას, როგორ შეაგდო გარაჟის სახურავზე, ერთი-ორჯერ შეუყეფა ზდილობის გულისთვის და მალევე გაანება თავი.. |
|
|
|
Jan 29 2010, 19:13
პოსტი
#7
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
ასეთი მაგალითია ბლადჰაუნდი, წმინდა ჰუბერტის მდევარი, მდევართაგან ალბათ ყველაზე ძველი კულტურული ჯიში, რომლის ჩამოყალიბებაში არამცირედი წვლილი მიუძღვით მასტიფებს. ისტორიულ ასპექტში კი მართალი ხარ: თუ აქსიომად ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ პირველი მგელძაღლა (ძაღლების წინაპარი) უეჭველად მდევარი იყო (აბა რა იქნებოდა?), არამდევვართა სისხლი, მონადირე ჯიშებს კი არა, დეკორატიულებსაც უმნიშვნელოდ უნდა ერიოს. მგონი ძალიან უკან წავედით... ამ ჯიშის შექმნის პერიოდი - მდევრების ჩამოყალიბების გარიჟრაჟია, როცა თანამედროვე ჯიშების უდიდესი ნაწილი არც იქნებოდა გამოყვანილი, მაშინდელი სინამდვილისა და მითის ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია, გასაკვირი არცაა, რომ მსხვილ ნადირზე შედეგიანი ნადირობისთვის ყველანაირი რასის ძაღლებს ურევდნენ ერთმანეთს. წმ. ჰუბერტის მდევრისგან, როგორც ამბობენ, მომდინარეობს ყველა დასავლური მდევრის ჯიში. ამ ლოგიკით, ყველა მათგანის ფესვები მოლოსოიდურია მეტნაკლებად, მაგრამ... მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა და გამოიკვეთა მდევართა რასა - განსხვავებული მანერით მომუშავე ძაღლების ერთობლიობა, მას შემდეგ გაუმჯობესების მიზნით, არამდევრის სისხლის შერევა, ბუნებრივია, რომ გამოირიცხება, როგორც სარისკო (სამუშაო თვისებების საზიანოდ) ანუ ეს ჯგუფი თავისთავში უმჯობესდებოდა. პირიქით კი - მდევრების გამოყენება სხვა ჯიშების გამოსაყვანად, რამდენიც გინდა... თუ აქსიომად ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ პირველი მგელძაღლა (ძაღლების წინაპარი) უეჭველად მდევარი იყო (აბა რა იქნებოდა?), არამდევართა სისხლი, მონადირე ჯიშებს კი არა, დეკორატიულებსაც უმნიშვნელოდ უნდა ერიოს. ????????????????? |
|
|
|
კუდიგორელი Rhodesian Ridgeback May 28 2009, 20:37
aragveli ვინმეს თუ აქვს კას... Jun 26 2009, 11:07
aragveli ახლა შევეცდები ორი... Aug 18 2009, 11:01
ზაზა aragveli,
თბილისში არის ... Aug 18 2009, 11:38
aragveli ხო გამოფენაზე ანგლ... Aug 18 2009, 11:49
ზაზა ჩვენთან ეს ძაღლი ა... Aug 18 2009, 16:56
ნოსო aragveli
შეილება აქ მყო... Aug 18 2009, 17:29
ზაზა ციტატა(ნოსო @ Aug 18 2009... Aug 18 2009, 19:03
BEK_M კარგი ძაღლია ის რო... Aug 18 2009, 20:39
salamandra ციტატა(BEK_M @ Aug 18 2009, 09... Aug 19 2009, 00:33
919 როდე8იული რიჯბეკი ... Aug 19 2009, 00:30
aliko34 ციტატა(919 @ Aug 19 2009, 01... Nov 19 2010, 13:00
ვიტო salamandra
კაი გამარჯობა ... Aug 19 2009, 00:44
AlekoN არაგველი
გამოფენა... Sep 29 2009, 17:31
ზაზა არლეკინს ხომ გონჩს... Sep 30 2009, 08:42
AlekoN არლეკინი მდევრის ჯ... Sep 30 2009, 11:27
ROMMEL http://www.kleo.ru/encyclopedia/dog/rhodes...ridge... Oct 18 2009, 17:29
ლევანა90 რავიცი რამდენათ დ... Oct 26 2009, 15:23
AlekoN QUOTE (ლევანა90 @ Oct 26 2009, 04... Oct 29 2009, 00:58
ჭალიმგელა ამ ვიდეოთი თუ ვიმს... Oct 29 2009, 10:23
bacha-bacha კუდიგორელი
ციტატა... Nov 15 2009, 11:54
919 bacha-bacha
რა გითხრა აბა?... Nov 15 2009, 20:34
შალვა პირველად ვნახე ძაღ... Nov 15 2009, 21:26
Bonehill სანადიროდ იშვიათო... Nov 16 2009, 09:31
AlekoN QUOTE (Bonehill @ Nov 16 2009, 10:31) ს... Jan 22 2010, 12:39
kupra ციტატა(AlekoN @ Jan 22 2010, 13... Mar 30 2010, 14:23
kupra არლეკინი იტალიური ... Jan 21 2010, 23:21
ლევანა90 სამწუხაროდ ინგლის... Jan 22 2010, 18:18
mgm ციტატა(Shadi shamodi @ Jan 28 201... Jan 28 2010, 22:18
AlekoN Shadi shamodi
QUOTE (Shadi shamodi @ Jan 28 2... Jan 29 2010, 11:40
AlekoN როდეზიულ რიჯბექს მ... Jan 27 2010, 22:56
mgm ციტატა(AlekoN @ 29th January 2010... Jan 29 2010, 11:32
ვიტო საერთოდ რატომ გამო... Feb 1 2010, 09:01
AlekoN RE: Rhodesian Ridgeback Mar 21 2010, 14:36
kuzmishi ისევ ანგლოებსა და ... May 18 2010, 14:01
aliko34 მოგესალმებით!!
მ... Nov 19 2010, 15:50
ღლიღვა ზუსტად გუშინ იყო ა... Nov 19 2010, 17:07
OKROS_VELIDAN ძაღლსაშენი " OKROS VELIDA... Dec 24 2010, 17:18
kupra ეს დზაგლი საერტოდ ... Apr 17 2011, 19:08
ako jangira3 გამოპენაზე რომ იყო... Apr 30 2012, 13:46
aragveli რა უნდოდა გამოფენა... Apr 30 2012, 17:18
kuzmishi არლეკინებზე გამოფ... May 2 2012, 15:19![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th November 2025 - 18:47 |