ტკბილი მოგონებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტკბილი მოგონებები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
აქ დავწეროთ ნადირობის ტკბილ მოგონებებზე, რაც ჩვენ გადაგვხდენია. ვეცადოთ კომენტარების გარეშე
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 114 რეგისტრ.: 15-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ერთ ისეთ ნაკლებ თოვლიან წელიწადს როგორიც ახლაა, პირველი თოვლობისას მეგობრებმა ეშვზე სანადიროდ დამპატიჟეს და მეც რა თქმა უნდა სიხარულით დავთნხმდი. მოვემზადეთ და რიჟრაჟამდე ადგილზე ვიყავით. ადგილობრივები შესაშურად დინჯად იქცეოდნენ და სულაც არ ჩქარობდნენ, რასაც ვერ ვიტყოდი ჩვენზე თბილისელ მონადირეებზე... განსაკუთრებით ვერ ვისვენებდი მე, მაგრსმ გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი. ბოლოს ვერ მოვითმინე და ვიკითხე: ცოტა ხომ არ ვიგვიანებთ თქვა? სულაც არ გაკვირვებიათ ასეთი კითხვა და მიპასუხეს: არაო, ჯერ ღრუტუნები კარგად დაწვნენ და ხვრინვა ამოუშვან მერე მივიდეთო.
დაიწყო ნომრებში განაწილება, ჩემ ჯგუფს მთაზე მადასასვლელი უნდა ჩაეკეტა. თოვლი ცოტა იდო მაგრამ რაც უფრო ზევით მივიწევდით თითქმის წელამდე ნამქერები გვხდებოდა. ყოველ ხუთ წუთში ვცვლიდით მოწინავეს და 1-2 წთ-იან შესვენებებს ვაკთებდით. მთის წვერზე რომ მოვექეცით ისე გაჭირდა სიარული მივხვდი ყველაზე უპერსპექტივო ადგილი შეგვხვდა, ნაკლები შანსი იყო ნადირს ძნელადსავალი გზა აერჩია გასაქცევად. მაგრამ მაინც ძალინ კმაყოფილი ვიყავი, თოფით ხელში ამ შესანიშნავ ბუნებაში სეირნობით, მართალი გითხრათ სულ არ მადარდებდა, რომ იმ დღეს ნადირი შეიძლება თვალით ვერ მენახა. ბოლოს დავრჩი მარტო ნომერში და მიწყდა ჩემი მეგობრების ფეხის ხმაც, დაისადგურა სრულმა სიჩუმემ, არანაირი ხმაური, თოვლიანი გაყინული ტყე და მე. გარემო მოვათვალიერე ეს იყო ფოთლოვანი ტყე მეჩხერი ბუჩქნარით. ავირჩიე შედარებით ღია ადგილი უფრო მეტი ხედვის არე რომ მქონოდა, მოვიხსენი ზურგჩანთა, ხის ძირში მივაგდე, ჩამოვჯექი და თოფი მუხლებზე დავიდე. კვლავ სრული მდუმარება ბუნებისა თითქოს დროც გაჩერდა, სადღაც შორს დაიწყეს სარეკი, თოფების სროლამ და ძაღლების ყეფამ გამოაღვიძა ტყე. მშვიდად ვარ ვიცი არაფერი გამოვა ჯერ, მაგრამ უცებ ბუჩქნარში რაღაც მოძრაობას მოვკარი თვალი, არ გავნძრეულვარ დავაკვირდი და დიდი ძაღლის ოდენა სილუეტი შევნიშნე მეჩხერ ღეროებს შორის. თოფი ფრთხილად დავუმიზნე და მოძრაობას გავაყოლე, ველოდები სანამდე ღია ადგილში გამოვა, ასეთი ადგილი კი მხოლოდ ერთია მის გზაზე და დაახლოებით 2-3 მეტრი. უფრო კარგად ვაკვირდები და კაი ძაღლის ხელა ბუთხუზა ფოცხვერი არ მოდის ღირსეული მშვიდი ნაბიჯებით... გულმა ბაგაბუგი დაიწყო და ისეთი რაოდენობის ადრენალინი დატრიალდა ჩემს სისხლში სიტყვებით ვერ აგიწერთ, ყველას გამოცდილი გექნებათ. ბოლოს გამოვიდა ღია ადგილში, გამოვიდა და გაჩერდა, მომხედა ერთი წამი და გააგრძელა გზა. ქათქათა თეთრ ბეწვზე ჯანგისფერი წინწკლები ჰქონდა შიგნით შავი უფრო მცირე ლაქებით, ყურებზე კოხტად აპრეხილი შავი ფუნჯები და დიდი თვალები. იმ წამს ჩვენი მზერები რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მივხვდი ვერ ვესვროდი... გავატრე და მანაც ისევე მშვიდად გააგრძელა გზა როგორც მოვიდა ეტყობა ნადირის ალღომ აგრძნობინა ჩემგან საფრთხე არ ელოდა. ამის შემდეგ ბევრი განსჯა მოვისმინე ამ ისტორიის ზოგი მაქებდა ზოგიც მკიცხავდა ეგეთი შანსი ყველა მონადირეს კი არ ეძლევაო, მაგრამ არასოდეს მინანია მაშინდელი გადაწყვეტილება, რადგან სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება ის განცდები და ის სილამაზე რაც მაშინ ვნახე. (პირველად დავწერე საერთოდ რაღაცა, გთხოვთ მაპატიოთ თუ რამე ისე ვერაა) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2025 - 21:53 |