ალკოჰოლი და ნადირობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალკოჰოლი და ნადირობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მეზობელი განყოფილებიდან მომივიდა ამ თემის გახსნის იდეა, ძალიან აუცილებელი საკითხია.
ყველას გთხოვთ საღადაო პოსტებისგან თავი შეიკავოთ..... აქ საუბარი არ არის იმაზე რომ "თუ ოჩოპინტრე არ ვადღეგრძელე ისე არ ვნადირობ" ან კიდევ "სიცივეში მახურებს" ან კიდევ "ნადირობის მერე კარგია ჩარტყმა" იმედია მიხვდით თემის არსს. პირველ რიგში მედიცინაში გარკვეულ ხალხს ვთხოვ ამ თემაზე რეაგირებას, დაწერეთ რას იწვევს ალკოჰოლი, რა უკუჩვენებები აქვს და რა აქვს დადებითი, თუ გინდათ დოზების მიხევით და სახეობების მიხედვით, თუ კი, მაშინ რომელი ჯობია, თუ არა მაშინ რომელია უარესი....... ზოგადად მაინტერესებს ადამიაზე რა ზემოქმედებას ახდენს, აკარგვინებს თუ არა მაგალითად მოტორიკას, ანელებს თუ არა რეაქციას და მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება შეეხოს ამ თემას, შემდგომში გავაკეთოთ საბოლოო სტატია, მივპინოთ და დავხუროთ ერთპოსტიან თემად, რომ ყველამ იცოდეს რა და როგორ არის, პორველადი სტატიასავით დაწერეთ, მერე კითხვები წამოვა და მათზე პასუხებიც საინტერესო იქნება, საბოლოოდ ავკინძოთ და ეგ იქნება... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რაღაც ყველა თავს იკავებს ამ თემაზე საუბრისგან. მე დავწერ რაც მე ვიცი მაშინ. ლოთობაზე აღარაფერს ვამბობ, ანუ ალკოჰოლის მიღება ნადირობის პროცესში. (ზამთარში)
ალკოჰოლი იწვევს სისხლძარღვების უეცარ გაფართოვებას რაც ხელს უწყობს სისხლის აქტიურ მიმოქცევას და შესაბამისად ადამიანის შიდა ტემპერატურა იმატებს. ეს პროცესი გრძელდება მხოლოდ 10-20 წუთი, რაც მეც ხშირად გამომიყენებია ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ამ დროის გასვლის შემდეგ სისხლძარღვი ვიწროვდება იმაზე მეტად ვიდრე დალევამდე იყო. შესაბამისად უფრო შეგცივდება. განმეორების შემთხვევაში ყველაფერი თავიდან იწყება მაგრამ იმ სხვაობით, რომ თვრები. დათრობა კი ი იწვევს რეაქციის შენელებას, ხშირია შემთხვევები ნომერში ჩაძინების და არაზუსტი სროლის. ზაფხულში არაყის მიღება საერთოდ არ არის რეკომენდირებული. როგორც ზემოთ ვთქვი ალკოჰოლი აფართოვებს სისხლძარღვებს და იწევს ადამიანის შიდა ტემპერატურა. სიცხეში ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გადახურება, აორთქლება მიდის უფრო ინტენსიურად, შესაბამისად როგორც ამბობენ ურტყავს პირდაპირ ტვინში ![]() ![]() რაც შეეხება საერთოდ კოლექტიური ნადირობის შემდეგ დალევას, ბევრი მაგალითი გამოვცადეთ უკვე და უნდა შევთანხმდეთ რომ, ტყვიის ამოღება არ კმარა. ყველა თოფი უნდა დაიკეცოს და ჩაიდოს შალითაში. და ტრაკის გასაღები დავიკიდოთ გულთან ახლოს რომ არ დაგვეკარგოს ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 00:11 |