მც - 108, МЦ- 108 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მც - 108, МЦ- 108 |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() მც 108 ეს იყო ასე ვთქვათ მც 8-ს გაუმჯობესებული ვარიანტი, კონსტრუქტორების თქმით, ის "მინუსები" რომელიც შეიმჩნეოდა მც 8-ში იქნა გამოსწორებული, თუმცა შედარებით უდიერად მზადდებოდა ცალკეული ეგზემპლარები. მც-108 ძალიან მალე გახდა პოპულარული სპორცმენებს შორის, ამ თოფის მთავარი ღირსება ხომ მისის რესურსი იყო.... ერთი სახლეტი და არა ავტომატური დამცავი სტენდზე სროლის დროს მეტ კონფორტს ქმნიდა. თუმც თოფი ჩამორჩებოდა, აწყობა გამართვით თავის წინამორბედს, ეს ეხებოდა როგორც მეტალის ნაწილების ხესთან შეერთებას , ასევე საკონდახე კაკლის ხარისხს, ზოგ შემთხვევაში კი საერთოს (ალბათ ეკონომიის აზრით) ორ სასხლეტიანი მც 108-ს მექანიზმში ათავსებდნენ ერთს. ანუ: ორი სასხლეტის ჭრილში მოთავსებული იყო ერთი სასხლეტი, მეორესათვის განკუთვნილი ადგილი კი ღიად იყო დატოვებული.....უსიამოვნო წუნია.... ყოველივე ამის და მიუხედავად მც 108 ჯერ კიდევ რჩება ბევრი სპორცმენის საყვარელ იარაღად, დღეს დღეობითაც ასპარეზობენ ამ თოფებით, როგორც მც 8-მ ასევე მც 108 დიდი როლი ითამაშა საბჭოთა სასტენდო სპორტის განვითარებაში.ეს თოფი იმსახურებს პატივისცემას.... სასხლეტ დამცემი მექანიზმი ერთ სასხლეტიანია, სროლის თანმიმდევრობა ფიქსირებული, მიყოლებით ჯერ ქვედა ლულაზე მუშაობს შემდეგ ზედაზე. დამცავი არა ავტომატური. ლულის ცევიოსთან სეერთების სისტემა ორიგინალური. ცევიოზე დატანებულია ჰორიზონტალური ჭრილები ქვედა ლულის გაგრილების მიზნით. სასანგრე სტენდის მოდიფიკაციას აქვს ინდექსი მც - 108 - 03 ლულების სიგრძე 750მმ. ლულების სევიწროება ქვედა ლულა; 1მმ. ზედა ლულა; 1,25მმ. ლულების წონა1,500კგ მკაცრად მრგვალი სტენდი მოდიფიკაციას აქვს ინდექსი მც - 108 - 04 ლულების სიგრძე 675მმ ლულების შევიწროება; ორივე ლულა გაფართოებით ლულის წონა 1,450კგ თოფის წონა 3,500 დან 3,600 მდე, მოდიფიკაციის მიხედვით. ![]() მც 108 შეკმვეთის სურვილის მიხედვით კეთდებოდა ნებისმიერი გაფორმებით და ჩოკური შევიწროებებით ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 144 რეგისტრ.: 13-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbuilisi ![]() |
ცკიბი ტულაშია და 1989 წლამდე მართლა კარგ თოფებს უშვებდა. საერთოდ მც პრემიუმ კლასის თოფებს უშვებდა. მე მაქვს 1985 წელს გამოშვებული ტრანშეინი სტენდისთვის საუკეთესო მდგომარეობაში. არ შევადარებ არცერთ თოფს უმაგრესი რამეა. სტენდზე რომ ჭავალთ წამოვიღებ და დარწმუნდებით. ჩემი არის ოლომპიური მოდელი წამოწეული პლანკით ეგეთი თოფი სხვა არ მქონდა ნანახი საქართველოში და ჩემმა ძმაკაცმა დამირტყა პენალი ამ რამოდენიმე თვის წინ გააზრო ვიღაცამ გასაყიდად და ამანაც დაითრია. ჩემს სამეგობროში არის 5 მც 108. 1 მც. 8. 1 მც 6. 1 მც 10. მოკედ რომ ვთქვათ მცს დიდ პატივს ვცემთ იმიტომ რომ უამრავი დადებითი თვისება აქვს. ერთერთი ჩემი ძმაკაცის თოფი რომელიცსპორტის ოსტატია დაახლოებით 200 000 ვაზნა აქვს ნასროლი რემონტის გარეშე და კიდე ისეთ ხოდზეა გეგონება ახალიაო. ასე რომ არ წამოკრათ ხელი მცს. მითუმეტეს იმ საზოგადოებას მივმართავ ვისაც არ უნახავს ამ თოფის შესაძლებლობები
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2025 - 01:35 |