ალკოჰოლი და ნადირობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ალკოჰოლი და ნადირობა |
Feb 3 2010, 04:25
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მეზობელი განყოფილებიდან მომივიდა ამ თემის გახსნის იდეა, ძალიან აუცილებელი საკითხია.
ყველას გთხოვთ საღადაო პოსტებისგან თავი შეიკავოთ..... აქ საუბარი არ არის იმაზე რომ "თუ ოჩოპინტრე არ ვადღეგრძელე ისე არ ვნადირობ" ან კიდევ "სიცივეში მახურებს" ან კიდევ "ნადირობის მერე კარგია ჩარტყმა" იმედია მიხვდით თემის არსს. პირველ რიგში მედიცინაში გარკვეულ ხალხს ვთხოვ ამ თემაზე რეაგირებას, დაწერეთ რას იწვევს ალკოჰოლი, რა უკუჩვენებები აქვს და რა აქვს დადებითი, თუ გინდათ დოზების მიხევით და სახეობების მიხედვით, თუ კი, მაშინ რომელი ჯობია, თუ არა მაშინ რომელია უარესი....... ზოგადად მაინტერესებს ადამიაზე რა ზემოქმედებას ახდენს, აკარგვინებს თუ არა მაგალითად მოტორიკას, ანელებს თუ არა რეაქციას და მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება შეეხოს ამ თემას, შემდგომში გავაკეთოთ საბოლოო სტატია, მივპინოთ და დავხუროთ ერთპოსტიან თემად, რომ ყველამ იცოდეს რა და როგორ არის, პორველადი სტატიასავით დაწერეთ, მერე კითხვები წამოვა და მათზე პასუხებიც საინტერესო იქნება, საბოლოოდ ავკინძოთ და ეგ იქნება... |
|
|
|
![]() |
Feb 4 2010, 01:37
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
კარგით, შევეცდები სრული სტატია დავწერო, მაგრამ ეს ისევ ზღვაში წვეთი იქნება იმასთან შედაებით რაც ამ ქიმიურ ნაერთთან მიმართებაში მოიპოვება.
იმედია გამოგადგებათ წავედით! რა არის ალკოჰოლი? ბევრი მითები არსებობს ალკოჰოლის შესახებ, ზოგი სპეციალურად გამოგონილი, ზოგი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაგრამ ფაქტია რომ ალკოჰოლი მეცნიერებაში ალკოჰოლად რჩება და მასზე არსებული ინფორმაცია ცვლილებებს არ ექვემდებარება... ალკოჰოლი ბევრნაირი არსებობს, ზოგს არომტი აქვს, ზოგს ფერი აქვს, ზოგს სუნი აქვს, მაგრამ ალკოჰოლის ძირითადი შემადგენლობა არის ეთილის სპირტი და წყალი, ძნელი მისახვედრი არ არის რომ ადამიანებს ალკოჰოლში წყალი არ იზიდავს, მთელი ხიბლი ეთილის სპირტშია ეთილის სპირტის მიმზიდველობისთვის, მსოფლიოში უამრავი დამატკბობელი, არომატიზატორი, საღებავი, ათასი ქიმიური კომპონენტია გამოგონებული, მაგრამ მათ დიდი არსებითი მნიშვნელობა არა აქვთ რადგან ალკოჰოლი უშუალოდ თრობის ეფექტისთვის გამოიყენება, ამიტომ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი უამრავ ალკოჰოლურ სასმელებს შორის არის, ეთილის სპირტის კონცენტრაცია რა არის ეთილის სპირტი? მოდით სკოლის ქიმიის გაკვეთილებიდან გავიხსენოთ რომ არსებობს ნახშირ-წყალბადოვანი ნაერთი (CH), რომლებსაც შეიძლება მიერთებული ქონდეს ერთი ან რამოდენიმე ჰოდროქსილ ჯგუფი, (OH) თუ ეს შემცველობა 2-ზე ნაკლებია - ქვიათ ერთატომიანი სპირტები, 2 და მეტი შემცველობისას - მრავალატომიანი სპირტები, ამათგან ჩვენთვის საინტერესოა ერთატომიანი სპირტების რამდენიმე წარმომადგენელი СН3ОН - მეთანოლი (ხის სპირტი) СН3СН2ОН - ეთილის სპირტი მრავალატომიანიდან აღსანიშნავია ეთილენგლიკოლი - რომელიც ანტიფრიზის შემადგენლობაში შედის კიდევ ბევრია, მაგრამ არ არის ჩვენთვის საინტერესო და აღარ ჩამოვყვები სამივე სპირტი ადამიანისთვის ტოქსიკურია შესაბამის დოზებში: ეთილენგლიკოლი- 20-70 მლ, მეთანოლი - 30-100 მლ, ეთილის სპირტი - 250-400 მლ, რატომ ეს სამი სპირტი, მეთანოლი, ეთილენგლიკოლი და ეთილის სპირტი ერთმანეთს ძალიან გავს ფიზიკური პარამეტრებით (შეფერილობა, სუნი, გემო ) ამათგან პირველი ორი არის ძალიან ტოქსიკური, 20 მლც კი საკმარისია ადამიანის სიკვდილისთვის, მეთანოლი და ეთილენგლიკოლი ეთილის სპირტში რომ არ აერიოს ადამიანს და რომ არ დალიოს შემთხვევით, მათ ღებავენ ლურჯად ან სხვა მყვირალა ფერად, მთავარია მივხვდეთ რომ ადამიანი მოწამლულია მეთანოლით ან ეთილენგლიკოლით, რადგან მისი მკურნალობა მარტივია იმის გამო რომ მისი ანტიდოტი(გამანეიტრალებელი) სწორედ ეთილის სპირტია (მოწამვლის შემთხვევაში საკმარისია 100 გრამი არაყის მიღება და მოწამლული 5-10 წუთში წასწაულებრივ განიკურნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეტალური გამოსავალ გარანტირებულია) აქედან გამომდინარე, საყოველთაოდ მიღებულია რომ "ალკოჰოლის" ქვეშ იგულისხმება ეთილის სპირტი ალკოჰოლის მოქმედება ალკოჰოლის მიღებისას, ძალიან მცირე ნაწილი შეიწოვება კუჭის კედლებიდან, უმეტესი ნაწილის შეწოვა კი ხდება წვრილი ნაწლავიდან... (ამიტომ მითი იმის შესახებ რომ თუ კარაქს შეჭამ ან ქონიანს, არ დათვრები, მითად რჩება, ამ მეთოდს აქვს ის პრინციპი რომ კუჭის კედლებიდან არ მოხდეს შეწოვა, მაგრამ თუ კუჭში არ მოხდა ალკოჰოლის დაყოვნება და გადავიდა წვრილ ნაწლავში, თრობის ეფექტს გვერდს ვერ ავუვლით, ამიტომ საჭიროა კუჭში იყოს საჭმელი და წინასწარ ცხიმმიღებული და "კედლებ ამოგლესილი" კუჭი გადამუშავების პროცესში იყოს, ამ დროს წვრილ ნაწლავში გადამშვები სპინკტერი ("კლაპანი") დაკეტილია, და ჩასული ალკოჰოლი საჭმელტან ერთად ბრუნავს, და მცირედი ნაწილი ნეიტრალდება კუჭში მცირე რაოდენობით არსებული სპეციალური ფერმენტებით, კედლებიდან კი ის მინიმლური შეწოვაც აღკვეცილია "ცხიმით გაპოხვის" გამო ანუ უბრალოდ ყოვნდება თრობის დადგომა, საბოლოოდ ალკოჰოლი მაინც გადავა წვრილ ნაწლავში და გვიან მაინც გამოიწვევს თრობას) როგორც კი შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან, ალკოჰოლი სისხლში ხვდება 5-10 წუთის შემდეგ, ალკოჰოლის კონცეტრაციის პიკი სისხლში უზმოზე დგება 30-60 წუთში, ნაჭამზე 60-120 წუთში სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია პირდაპირპროპორციულია ალკოჰოლით ინტოკსიკაციასთან (მოწამვლა), როდესაც სისხლში არის ალკოჰოლის 0.1% ანუ (100მგ ალკ. - 100მლ სისხლში) შეესაბამება მსუბუქ თრობას(იგივე მოწამვლას), ალკოჰოლის 0.2% შეესაბამება, საკმაოდ ძლიერ თორბას (მოწამვლას), ამ დროს დარღვეულია მოძრაობის კოორდინაცია და ა.შ. ალკოჰოლის 0.4% დროს უკვე დგება კომატოზური("გათიშული") მდგომარეობა ალკოჰოლის 0.6-0.7% ის დროს სუნთქვის ცენტრზე ზემოქმედებით და სუნთქვის გაჩერებით დგება სიკვდილი პროცენტულობა ვარირებადია, და დამოკიდებული ორგანიზმის მასაზე, აგებულებაზე (კუნთოვანი სიჭარბე, ცხიმოვანი სიჭარბე) და სისხლში გამანეიტრალებელი ფერმენტების რაოდენობაზე აღარ ჩავუღრმავდები ალკოჰოლის ზემოქმედებას უჯრედებზე და ორგანოებზე, თორემ შორს წაგვიყვანს. ბევრს აინტერესებს როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ადამიანის ქცევაზე და ნერვულ სისტემაზე, ეს რომ გავიგოთ აუცილებელია მინიმალური ცოდნა თუ რისგან შედგება თავის ტვინის ქსოვილები, ისინი ჩეულებრივი უჯრედებისგან დიდად არ განსხვავდებიან, ნეიორონებიც იგივე უჯრედებია, მხოლოდ ნერვული, სხვა უჯრედებისგან იმით განსხვავდებიან რომ ერთამნეთთან აქტიური კავშირის დამყარება შეუძლიათ ელეკტრული იმპულსებით, რომელიც გატარდება უჯრედის წანაზარდ კუდში, რომელსაც -აქსონები ქვია, ეს აქსონები ერთმანეთს უკავშირდებიან დაბოლოება-სინაფსებით,სწორედ სინაფსებიტ ხდება ერთი ნეირონიდან (უჯრედიდან) იმპულსის გადაცემა მეორე ნეირონზე (უჯრედზე) ამ სინაფსების დონეზე მქომედებს ყველა ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჩათვლით, განსხვავება მათი მოქმედების მექანიზმშია, მაგალითად კოკაინი უფრო სტიმულანტია ვიდრე დეპრესანტი, ალკოჰოლი კი დეპრესანტების ჯგუფს განეკუთვნება სწორედ თრობის ეფექტია, რომელიც ასე მოსწონთ ადამიანებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ადამიანების მცირე პოპულაცია, რომლებსაც არ მოსწონთ თრობის ეფექტი და ვერ ღებულობენ მისგან სიამოვნებას ალკოჰლის ამტანობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უშუალოდ ორგანიზმიდან გამომდინარე, არის რამდენიმე ფაქტორი 1. სისხლში გამანეიტრალებელი ფერმენტის - ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას კონცენტრაცია. ამ ფერმენტის საშუალებით ალკოჰოლის საკმაო რაოდენობა ნეიტრალდება, ამიტომ თუ ბევრი გვაქვს ეს ფერმენტი, უფრო მეტი ალკოჰოლი განეიტრალდება და უფრო ნაკლებად დავთვრებით, სხვათაშორის, ფერმენტის რაოდენობა მემკვიდრეობითაც გადაეცება, ამიტომ გვარში კარგი მსმელები თუ გვყავდა არ არის გამორიცხული ეს გადაეცეს მომავალ თაობას... ამიტომ ადამიანი შეიძლება მცირე მასის იყოს მაგრამ ფერმენტის რაოდენობა ქონდეს ბევრი და ამიტომ "კარგად სვამდეს" 2. ადამიანის მასას ლოგიკურად დიდი ნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია მასა, მით უფრო დიდია სისხლის და უჯრედების მოცულობა, შესაბამისად ალკოჰოლის გადანაწილება ხდება უფრო დიდ მოცულობაზე და თრობისთვის უფრო მეტი ალკოჰოლია საჭირო 3. დიდი მნიშვნელობა აქვს, ორგანიზმის აგებულებას, ცნობილია რომ, დაკუნთული ადამიანი უფრო ნაკლებად დათვრება, ვიდრე მასზე უფრო დიდი სხიმების მქონე ადამიანი, რადგან კუნთი დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, სადაც ალკოჰოლი გაზავდება, ხოლო ცხიმი რაც არ უნდა ბევრი იყოს, ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს H2O-ს და ალკოჰოლი ვერ ზავდება ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით სავსებით რეალურია, პატარა ტანის ჩასხმულმა ყმაწვილმა, თეფშზე თავი დაადებინოს ტიტანური წონის, ჩასუქებულ, ღაბაბიან ბიძიას : ) ) ) ალკოჰოლი თავიდანვე იყო მსოფლიოს შთაგონების წყარო, ბევრმა ქვეყანამ გადაიტანა ალკოჰოლური რევოლუცია 19-ე საუკუნის დასაწყისში ამერიკაში ალკოჰოლის პიკი იყო, რომს და ვისკის მიქონდა ამერიკა, 18-ე საუკუნეში ჯინის ეპიდემია გადაიტანა ინგლისმა, მაგრამ რეალურ დროში ყველაზე დიდი მომხმარებელი მაინც რუსეთი რჩება, ისინი თვითონვე აღიარებენ რომ ალკოჰოლთან უზომო დამოკიდებულებამ თითქმის 1 საუკუნით ჩამოარჩინა, მათი პიკი ჯერ არ დამდგარა და როგორც ამბობენ: Каков наш предел пьянства – никто не знает ყველაფრის დაწერა ერთ პოსტში შეუძლებელია, ამიტომ თუ კითხვები გექნებათ გამოუშვით... მაქსიმალურად ვეცადე სამედიცინო ტერმინებით არ დამეწერა, თუ რამე მაინც გაიპარა ბოდიშს გიხდით ესეც მცირე ვიდეოროლიკი ალკოჰლის შესახებ |
|
|
|
ვიტო ალკოჰოლი და ნადირობა Feb 3 2010, 04:25
ჭალიმგელა რაღაც ყველა თავს ი... Feb 3 2010, 10:02
ლეკი გეთანხმები +100. და კი... Feb 3 2010, 20:26
დიტო რატომღაც მედიკოსე... Feb 3 2010, 21:57
ვიტო კაით
ჭალიმგელა
ან... Feb 4 2010, 01:14
ვიტო Davitus
შენ გაიხაე რა, ზ... Feb 4 2010, 01:56
Davitus ციტატა(vito @ 4th February 2010 ... Feb 4 2010, 04:31
მაჭარა 2. არსებობს თუ არა რ... Feb 4 2010, 09:06
Davitus ციტატა(Giorgi Macharashvili @ 4th... Feb 4 2010, 13:46
ფეოლა მთავარი ზომიერება... Feb 4 2010, 14:38
ზახარა დალევა ზომიერად ატ... Feb 4 2010, 14:53
ბესო ციტატა(Davitus @ 4th February 201... Feb 4 2010, 15:01
bala Davitus
ამდენი რამ გვას... Feb 4 2010, 15:02
შოთა.03 გამომდინარე იქიდა... Mar 3 2010, 19:10
davidgure ჩემის მოკრძალებულ... Mar 3 2010, 22:05
Aragvispireli ციტატა(davidgure @ Mar 3 2010, 23... Mar 7 2010, 09:14
გოგა მე თუ მკითხავ არან... Mar 3 2010, 22:14
შოთა.03 გოგა
ციტატა(giorgevich ... Mar 3 2010, 22:37
გოგა ციტატა(SHOTA @ 3rd March 2010 ... Mar 3 2010, 22:39
შოთა.03 გოგა
შენ მაგას ისე... Mar 3 2010, 22:41
Davitus ციტატა(SHOTA @ 3rd March 2010 ... Mar 4 2010, 04:20
შოთა.03 Davitus
ციტატა(Davitus @ 4th Mar... Mar 4 2010, 08:30
Davitus ციტატა(SHOTA @ 4th March 2010 ... Mar 4 2010, 17:23
ჭალიმგელა ამაზე მეტი რაღა უნ... Mar 4 2010, 17:31
kupra მემგონი სულ არაა ს... Mar 5 2010, 02:54
levani-78 გაუმარჯოს ეთილის ს... Mar 6 2010, 17:30
919 მართალია ჭალიმგელ... Mar 6 2010, 18:06
ჭალიმგელა მე მართლა კმაყოფილ... Mar 6 2010, 22:06
გოგა ციტატა(Giorgi @ 6th March 2010 ... Mar 6 2010, 22:22
ჰერცოგი997 ყველა იარაღი საშიშ... Mar 6 2010, 22:25
919 ჭალიმგელა
გოგა
გე... Mar 6 2010, 23:17
919 Aragvispireli
100გრ არაყი უკ... Mar 7 2010, 10:35
jagermeister ნადირობას გააჩნია.... Mar 7 2010, 12:37
919 jagermeister
ნომერში რომ დ... Mar 7 2010, 13:47
akela1954 ლევან სიმონიანი მო... Mar 8 2010, 17:00
შოთა.03 ისე მე რაც თვალზე ტ... Mar 8 2010, 17:07
akela1954 შოთა.03
ყველაფერი ი... Mar 8 2010, 17:18
შუკა ოდითგავნე ჩვენი წ... Jun 5 2010, 02:06
GIZOVICHI შუკა
ნადირობა ომი... Jun 5 2010, 11:22
hunter87 100%-ით მართალი ხარ, ს... Jul 18 2010, 10:51
ჭალიმგელა უუუუუხ..... ეხლა კიდე... Jul 23 2010, 08:49
ზახარა თემა დასუფთავდა ოფ... Dec 22 2010, 13:55
სინდრომი7 55 წლის ვარ სეზონის ... Sep 17 2013, 16:15
gelka72 სიმთვრალით ბევრი ... Sep 17 2013, 20:00
HUNTER FREDY ნადირობა და ალკოჰო... Sep 17 2013, 20:42
koba1973 ციტატა(irakli fofxadze @ 17th Sep... Mar 19 2015, 11:06
დაქსი koba1973
არ შეიძლება ია... Mar 19 2015, 22:14
assassin29 დაქსი
ციტატა(davita74 ... Mar 20 2015, 00:21
დაქსი assassin29
სავაზნეში კია... Mar 20 2015, 00:38
assassin29 დაქსი
ციტატა(davita74 ... Mar 20 2015, 00:46
დაქსი assassin29
რა ვერ გაიგე?? ... Mar 20 2015, 01:11
assassin29 აა სავაზნეში მჭიდი... Mar 20 2015, 02:08
დაქსი assassin29
ციტატა(levani mgebrishvili... Mar 20 2015, 18:20
assassin29 ციტატა(davita74 @ 20th March 2015... Mar 20 2015, 19:35
დაქსი assassin29
უფფფფფ, არადა ... Mar 20 2015, 20:16
assassin29 ციტატა(davita74 @ 20th March 2015... Mar 20 2015, 20:36
Davitus იარაღს თუ სამარიაჟ... Mar 20 2015, 20:38
jola ჰოლივუდის ფილმებშ... Mar 20 2015, 20:55
დაქსი Davitus
გეთანხმები 100%assa... Mar 20 2015, 21:00
assassin29 ციტატა(davita74 @ 20th March 2015... Mar 20 2015, 21:02
დაქსი assassin29
ციტატა(levani mgebrishvili... Mar 20 2015, 21:21
დაქსი assassin29
ამასაც გადახ... Mar 20 2015, 21:26
koba1973 ალბათ ყველამ იცის ... Mar 20 2015, 21:49
assassin29 დაქსი
შეტაკების დ... Mar 20 2015, 22:44
დაქსი assassin29
ის ვალდებულია... Mar 20 2015, 22:50
assassin29 დაქსი
თუ ასეა ალბა... Mar 20 2015, 22:56
დაქსი assassin29
ვააა ესე წერია... Mar 20 2015, 23:17![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th November 2025 - 13:02 |