ლეკვის გაზრდა, ... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ლეკვის გაზრდა, ... |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
აქ დავწეროთ თუ რა ინფორმაცია მოგვეპოვება ლეკვის გაზრდის შესახებ. საკუთარი მეთოდებიც თუ გაქვთ ეგეც დაწერეთ, ბევრს დააინტერესებს ალბათ.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლეკვის კვება
ძაღლს ლეკვობიდან უნდა მივაჩვიოთ სწორი ჭამა,ამის მერე ადვილად მივხვდებით საკვების არმიღების მიზეზი ავადმყოფობაა თუ იმის იმედი,რომ საკვები არ იქნება აღებული და ის მშიერი არ დარჩება.ლეკვები,როგორც პატარა ბავშვები,მთელ საკვებს ეგრევე არ მიირთმევენ და ტოვებენ,რადგან იმის იმედი აქვთ,რომ პატრონი ჯამს არ აიღებს და დანარჩენს შესანსლავენ როცა მოშივდებათ.თუ ლეკვმა მთელი საკვები არ შეჭამა და სათამაშოდ გაიქცა,საჭმელი უნდა მოვაშოროთ შემდგომ კვებამდე.საჭიროების შემთხვევაში ეს უნდა გავიმეოროთ,ანუ არ შეჭამა ის რაოდენობა საკვებისა,რაც მისთვის იყო განკუთვნილი (ამ დროს უნდა ვიცოდეთ ეს რაოდენობა ლიტერატურიდან,ვეტექიმის რჩევიდან და ა.შ. სხვადასხვა კლასის საკვების სხვადასხვა რაოდენობა უნდა მივცეთ,რაც ყოველ შეფუთვაზე გარკვევით წერია),მოაშორეთ ჯამი!!!ამ დროს ლეკვი შეიძლება ცოტა გახდეს კიდეც,მაგრამ ამაში საშიში არაფერია.თუ ლეკვს დავუთმობთ(პატარაა,საცოდავია, მერე შეჭამს) და საკვებს დავუტოვებთ,ამის გადაჩვევა ძნელი იქნება და მის ჯამში სულ საკვების დატოვება მოგვიწევს.აღნიშნულმა კი შეიძლება მის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს,რადგან ჯამში დიდ ხანს დატოვებული საკვები,განსაკუთრებით ზაფხულში,მალე ფუჭდება,ესევა სხვადასხვა მწერი და ა.შ. ასევე,არასოდეს არ უნდა მიაწოდოთ ლეკვს საკვები მაგიდიდან თქვენი სადილობის დროს!!!ლეკვი უნდა კვებოთ ერთსა და იმავე დროს(ეცადოთ მაინც),ამით ის არ გაწუწკდება.ასევე უნდა ედგას წყალი,რაც ხშირად უნდა შეუცვალოთ. არასოდეს არ დაუტოვოთ საკვებიანი ჯამი,მას შემდეგ რაც შეჭამა და ჩატოვა შიგნით!!! ამ პოსტის იმედზეც ნუ იქნებით,დამატებითი კონსულტაციისათვის მიმართეთ პირად ვეტექიმს ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 11:05 |