ლეკვის გაზრდა, ... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ლეკვის გაზრდა, ... |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
აქ დავწეროთ თუ რა ინფორმაცია მოგვეპოვება ლეკვის გაზრდის შესახებ. საკუთარი მეთოდებიც თუ გაქვთ ეგეც დაწერეთ, ბევრს დააინტერესებს ალბათ.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მისმინეთ, სიბრძნეები უნდა ვილაპარაკო
![]() ბარემ ჩემ პირად და ძაიან მწარე გამოცდილებასაც მოვყვები, ლეკვების პატრონებს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ... რაც ყველაზე ძალიან შემეშალა ლეკვობის პერიოდში ის იყო რომ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევდი, ყოველ გასეირნებაზე ვფიქრობდი ეხლა მეზარება და შემდეგზე გადავაჩვევ რამე მავნე ჩვევასთქო, უფრო სწორედ გასვლაზე მავნე ჩვევები არ აქვთ, აღზრდის შემდეგ ეჩვევიან ამას....... ყოველთვის მიყვარდა ლაღი და თავისუფალი ძაღლები, ძმაკაცივით რომ გიყურებენ, მაგრამ ეგრე არ ყოფილა, იმხელა სიჯიუტეს მიეჩვია ამ თავისუფლებაში რომ თუ რაც საშველი აქვს იმის ნახევარს მივაღწიე ძალიან ბედნიერი ვიქნები... არავითარ შემთხვევაში არ მიაჩვიოთ მანქანაში სკამზე ჯდომას, ჯობია საბარგულში ან "კოვრიკზე" დაიწყოთ პირველივე შემთხვევიდან, რამოდენიმეჯერ იწუწუნებს მაგრამ მთელი ცხოვრება დაისვენებთ... არ მიაჩვიოთ თქვენზე შემოხტომას, ძალიან საშიშია ნადირობის დროს, მაშინ როდესაც თოფი ხელში გეჭირებათ... თენგომ მასწავლა რამოდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი მეთოდი და ჩემი ძაღლისნაერ იეღოველსაც კი რამოდენიმე ჯერზე გაკეთების შემდეგ ამის კეთებას მოარიდა, მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც შემოგახტებათ დაიჭირეთ ორივე თათით და მაწარეთ მოუჭირეთ, იმ დონეზე რომ წკმუტუნი დაიწყოს, არ შეგეცოდოთ.... ესე ქენით რამოდენიმეჯერ ან კიდევ დაიჭირეთ თათები და ფეხი უკანა თათზე დაადგით, კარაქივით მუშაობს ეს ტექნიკა ![]() კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ მიაჩვიოთ ჭამას იმ დროს როდესაც თქვენ ჭამთ, ყოველთვის მოარიდეთ მაგიდას, თუ იმასაც მიაღცევთ რომ ბრძანების გარეშე არ ჭამოს ხომ უფრო უკეთესია..... ყოველთვის გააფრთხილეთ მეგობრები რომ არაფერი არ დაუგდონ ძაღლს, მე როდესაც მაგას ვაჩვევდი ეგ შეეცოდათ ზუსტად და თავისი ჭკუით კარგი საქმე გამიკეტეს და ძაღლი შიმშილით არ მომიკლეს, მაგრამ დღემდე ვიშუშებ იარებს ![]() კიდევ რა შემეშალა და ის რომ დაბმას არ მივაჩვიე, ნებისმიერი ძაღლი უნდა იტანდეს ამას ყველანაირი წუწუნის გარეშე... კიდვ ის იყო რომ - კიდევ ბევრი რამე იყო, ჯერჯერობით ეს დაიმახსოვრეთ ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 09:36 |