სოკოები, მდებარეობა მანგლისი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სოკოები, მდებარეობა მანგლისი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 10 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საქართველო ![]() |
მოგესალმებით ყველას! მართალია ეს ფორუმი მონადირეთა და მეთევზეთა მცოდნეებისათვის არის და დამწყებთათვის, მაგრამ სოკოც კარგი რამეა. მონადირეობის რა გითხრათ სულ 2-3 ვარ ნამყოფი სანადიროდ გაბზარულ-კონდახიანი 1 ლულიანი იჟი მაქვს და კარგი შტიკი
![]() მანგლისი - მოდის ვარყა (მთაში ეძახიან "გრუზძ") მოდის ძირითადად წიწვოვანში, არის თავიდან ბოლომდე თეთრი ფერის. ამოდის წიწვის და ფოთლების ქვეშ და მიწისაგან და ფოთლებისგან ედება თავზე მოყვითალო ფერი. მისი შემჩნევა არის რთული თუ ზემოდან დახედავთ რადგან არის წიწვების ქვეშ, როდესაც გრუზძს ეძებთ უნდა დააკვირდეთ ქვემოდან ზემოთ, ანუ როდესაც არის აღმართი, არ უნდა ეძებოთ ზემოდან ქვემოთ უნდა შეხედოთ ქვემოდან, ასე შეიძლება ბევრი სოკო გამოგრჩეთ. ასევე იზრდება ოჯახებად, როდესაც აღმოაჩენთ 1 ან რამდენიმე სოკოს აუცილებლად უნდა მოთხაროთ მინიმუმ 1 მეტრი გარშემო მიწა აუცილებლად ნახავთ კიდე. დახასიათება: არის ერთ-ერთი მწარე სოკოთა ოჯახიდან. იზრდება სიგანე 1სმ დან 50 სმ მდე. სიმაღლე - 1სმ დან 10 სმ მდე. მომზადების წესი: პირველ რიგში მოკრეფიდან კარგად უნდა გავრეცხოთ, დანით უნდა მოვაშოროთ მიწა და წიწვები, ოღონდ ფრთხილად რომ ბევრი ხორცი არ მოვაშოროთ. შემდეგ რომ კარგად გავრეცხავთ უნდა გამდინარ წყალში იყოს 1 საათით. შემდეგ ჩავყრით დიდ ქვაბში და ავადუღებთ, ვადუღებთ 10-15 წუთი მეტი არა თორემ შეიძლება დაიშალოს. შემდეგ გამოვრთავთ და იმავე ქვაბში გავაჩერებთ დილამდე. ამით სრულიად მოშორდება სიმწარე. შემდეგ უკვე ტექნოლოგიის მიხედვით დავამარინადებთ, ყველას თავისი ტექნოლოგია აქვს მე პირადად ესე ვაკეთებ, ძმარს ვასხავ წყალს 1 ლიტრზე 300 გრამი რომ ძალიან მძაფრი არ იყოს სოკო დამარინადებული, ვისაც კაი მჭავე უყვარს შეუძლია არც გაუკეთოს წყალი. ძმარს ვადუღებთ და ვაციებთ. ვდებთ ადუღებული წყლით კარგად გარეცხილ ქილებში სოკოს ფენა-ფენა ვალაგებთ დაფნის ფოთოლს და ქინძს (ოღონდ გამხმარს) რომ ავავსებთ სოკოს შემდეგ ჩავასხავთ ძმარს პირამდე ავსებთ და ცოტა ხნით დაველოდებით ძმარი ჩაიწევს ქვემოთ და გაიჟღინთება სოკოები, შემდეგ დავამატებთ ძმარს ავავსებთ პირამდე და კარგად დავხუფავთ. 1 კვირაში შეგიძლიათ გახსნათ და მიირთვათ. შეგიძლიათ ზამთრამდეც შეინახოთ. აგერ ჩვენი მოკრეფილი 30 სმ სიგანის გრუზძი ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 10 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საქართველო ![]() |
ცოტ ცოტას კიდევ ვიტყვი სოკოებზე რომლებიც მანგლისში მოდის.
მოდის - მასლიატა. არის ყავისფერი, ზედაპირი აქვს პრიალა ხელს რომ მოკიდებთ ლორწოვანია, შიგნითა მხარე აქვს "გუპკის" რბილი. ასევე მოდის შხამიანი მასლიატა რომელსაც რომ მოჭრით გული აქვს იისფერი ძალიან საშიში სოკოა. მასლიატა იჭმევა როგორც შემწვარი ასევე დამარინადებული. ქამა - არის სულ თეთრი. იჭმევა შემწვარი, მთაში ჭამენ უმსაც. მოდის კლდიან ადგილებში. ტყის ქამა - არის თეთრი და ზემოდან აქვს ყავისფერი კანი. მოდის წიწვოვანშიც და ფოთლოვანშიც. იჭვმევა შემწვარი. დათვის ქამა - იზრდება 20-60 სმ სიგანის არის, ზედაპირი აქვს მუქი ყავისფერი ხოლო უკანა მხარე აქვს შავი. ძირითადად მოდის ფოთლოვანში. იჭმევა შემწვარი. რიჟიკი - არის მომცრო ზომის სოკო, არის ნარინჯისფერი მთლიანად. ძალიან გემრიელია შემწვარი და დამარინადებული. დათვა - მოდის ფოთლოვანში არის ძალიან მწარე სოკო. კრასნუშკა - არის თეთრი სოკო და ზედაპირი აქვს წითელი არის მომცრო ზომის. იჭმევა შემწვარი და დამარინადებული. მოდის როგორც ფოთლოვანში ასევე წიწვოვანში. კომბოსკო - არის ძალიან იშვიათი სოკო - მიმსგავსებული არის ყვავილოვანი კომპოსტოსა და ზღვის კომპოსტოსი. მოდის ფოთლოვანში და წიწვოვანში, არის ღია მწვანე და ღია ყავსიფერი. იჭმევა როგორც შემწვარი ისე დამარინადებული. ბელიე გრიბი - თეთრი სოკო - არის სულ თეთრი მომცრო ზომის, იზრდება ოჯახებად. მის გარშემო 1-10 მეტრამდე სიგრძეზე. მოდის როგორც წიწვოვანში ასევე ფოთლოვანში. მისგან კეთდება სოკოს სუფი. ხის სოკო - იზრდება ხეზე (წიწვოვანზე) - მთაში ჭამენ მაგრამ მე არასდროს გამისინჯავს. მოდის კიდევ ერთი სოკო არის სულ ყავისფერი მცირე ზომის სახელი აღარ მახსოვს არის ძალიან მწარე სოკო, დალბობისგან და გადადუღებისაგანაც არ გასდის სიმწარე. ვისაც ცხარე საჭმელი უყვარს მათთვისაა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2025 - 02:34 |