" ვერნიე კარონი ", Verney Carron |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
" ვერნიე კარონი ", Verney Carron |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
გაუმარჯოს ძმებო, ეს ფირმა ბევრი მონადირისთვის საოცნებო თოფებს და სხვადასხვა იარაღის ბრენდებისთვის ლულებს ამზადებს. აბა ვინ რა იცის დავწეროთ
მე პირადად ოცნებად მაქვს ვიქონიო ნახევრად ავტომატური იარაღი V12 თავისი 10 და 15 სანტიმეტრიანი დამაგრძელებელი ლულებით და 82 სანტიმეტრიანი აბეერ ლულით. ეს არის საბატე თოფი რომელიც გამოდის მაგნუმის და თუ არ ვცდები სუპერ მაგნუმის ლულებზე, ასევე ძალიან კარგია ნახევრადავტომატი ალტო-6. ცნობილი მოდელებია საჟიტერი, კომბინირებული თოფების მთელი სერიით და ა.შ დანარჩენს მერე დავწერ კიდეე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
კლოდ ვერნიე 1800 წლის იანვარს, საფრანგეთში სენტ-ეტიენში დაიბდა. 1820 წელს მან მეიარაღე ოსტატთა შორის გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. მრეწველობის და ხელოვნების მუზეუმში~ დღესაც ინახება ვერნიეს მაშინდელი ნამუშევარი, რომელიც იმ დროის ყველაზე მშვენიერ ეგზემპლარად არის აღიარებული. სწორედ ამ თოფმა დაუდო დასაბამი საიარაღო ფირმას, რომელსაც 1830წელს ცნობილი მეიარაღის კარონის ერთადერთ ასულ ანტუანეტაზე დაქორწინების შემდეგ Verney-Carron-ი უწოდა კლოდ ვერნიემ. უფროსი ვაჟი კლოდი 1839 წელს შეეძინა. მოგვიანებით, მან უმცროს ძმებთან ერთად ჩაიბარა ფირმის მმართველობა. 1870 წელს, კლოდ ვერნიეს გარდაცვალების შემდეგ უმცროსმა კლოდმა ფირმის დასახელებას ერთი სიტყვა მიუმატა და `ძმები ვერნიე-კარონი~ უწოდა. ამ დასახელებით მან 1917 წლამდე იარსება.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მეიარაღეთა ოჯახმა საიარაღო ფაბრიკაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გადაწყვიტა, რისთვისაც საკუთარი და ახლო მეგობარ¬ ნათესავთა ფინანსური რესურსები გამოიყენა და ფირმის ტვიფრმაც ასეთი სახე მიიღო Verney-Carron-ს.ა 30-იანი წლების ეკონომიკურმა კრახმა და დეპრესიამ უარყოფითად იმოქმედა ფირმაზე და სხვა გზა რომ აღარ ჰქონდათ ვერნიე-კარონ ს.ა. გაცილებით მომგებიან საქმიანობას შეუდგა. 1936 წლიდან ფირმამ თევზსაჭერი მოწყობილობების, ჩოგბურთის აქსესუარების და ველოსიპედების გამოშვება დაიწყო. ამ მრავალფეროვანმა ასორტიმენტმა კომპანიას მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლები გადაატანინა. ომის დასასრულს ფირმამ მართალია მცირერიცხოვანი მუშახელითა და მოძველებული დანადგარებით, მაგრამ მაინც ახალი სახელით GEFAR აღდგენა სცადა. ვერნიეს მეორე შთამომავალმა ბიზნესში ჩართვა 1948 წელს გადაწყვიტა. მოგვიანებით იგი გაიცნობს მცირე საწარმოს მფლობელ ერთ იტალიელს, რომელსაც ის ის იყო შეექმნა საფანტით სანადირო ნახევრად ავტომატური მსუბუქი თოფის ახალი კონსტრუქცია და მისი სერიული წამოებისათვის ფული სჭირდებოდა. ლიცენზიას ხელი 1954 წელს მოეწერა. ეს იყო ფირმის გადამწყვეტი მომენტი და `Verney-Carron-მა თანამედროვე ინდუსტრიულ საწარმოთა შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. Sagittare – (მშვილდოსანი) პირველი ფრანგული მასობრივი ვერტიკალურ ლულებიანი იარაღი – 1966 წელს გამოუშვეს და მალე ბაზრის ლიდერადაც მოგვევლინა. 1970-1975 წლები ფირმის აყვავების ხანად იქცა და წარმოება გაორმაგდა. მართალია 1980 წლის დამდეგს ფირმას ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ მალე `Verney-Carron-მა ხელშეკრულება ხელისუფლებასთან ახალი ფრანგული საიერიშო შაშხანის წარმოებაზე. შაშხანა FAMAS-ის სახელითაა ცნობილი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს 10 წელი დასჭირდა, სამაგიეროდ მოგებამ ფირმის მფლობელებს საშუალება მისცა საწარმოს მთლიანი რეკონსტრუქცია მოეხდინათ. გარდა ამისა, ფირმის წარმატებას ისედაც შევიწროებულ იარაღის ბაზარზე რამდენიმე სიახლეც განაპირობებდა. კერძოდ, 1984 წელს, როცა ენრი ვერნიე-კარონის ნაწარმზე მოულოდნელად იკლო მოთხოვნამ, მისმა ბიძაშვილმა, პიერ ვერნიე-კარონმა გააგრძელა საწარმოს მოდერნიზაცია და 1985 წელს წარმოებაში ჩაუშვეს `საჟიტერი~, ვერტიკალურ ლულებიანი სანადირო თოფი, რომელსაც მსუბუქი შენადნობისგან ჩამოსხმული ლულის კოლოფი ჰქონდა. `საჟიტერი~ კარგა ხანს ლიდერობდა ბაზარზე. სამი წლის შემდეგ ვერტიკალურლულიანო თოფების ახალი სერია `სუპერი~ გამოჩნდა, ახალი მოდელით - `ტრაპი~მას სხვა მოდიფიკაციებიც მოჰყვა, მაგალითად, 1993 წელს ვერსია `პლიუმი~ წარმოადგინეს. გარდა ამისა `სუპერ-9~ ვერსიის `საჟიტერის~ მოდელებში მუდმივად იცვლებოდა ხაზები. შაშხანა `იმპექტის~ წარმოებაში დანერგვამ კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა ფირმას იარაღის ბაზარზე. ახალი თავდაცვითი იარაღის `ფლეშბოლის~ გამოსვლა კი (1990წ) იმით აღინიშნა, რომ რამდენიმე ქვეყნის საპოლიციო უწყებებმა ის საუკეთესოდ აღიარეს და ამ იარაღით აღჭურვა გადაწყვიტეს. `სუპერ-9~ სერიის წარმატება `საჟიტერის~ მომავალმა განაპირობა – გადაწყდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე უცხოური იარაღისათვის კონკურენცია წარმოების ულტრათანამედროვე მეთოდების დანერგვით გაეწიათ. 1994 წელს გამოვიდა `საჟიტერ ნუველ ტექნოლოჟი~ - მოდელი, რომელიც მონადირეებმა ერთხმად მოიწონეს. 1995 წელს კლოდ ვერნიე-კარონი გადადგა და კომპანიის ხელმძღვანელობა ვაჟს ჟანს (მეიარაღეთა ოჯახის მეექვსე თაობა) ჩააბარა. დირექტორთა საბჭოში შევიდნენ პიერ ვერნიე-კარონი და ხავიერ დე ვერონ დე ლა კომბი. ამჟამად Verney-Carron-ს მძლავრი საწარმოო ბაზა აქვს, ულტრათანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით. ამისი წყალობით ფირმა საუკეთესო ხარისხის ლულებს, მექანიზმებსა და სანადირო თოფებს უშვებს. ფირმის ყველა გლუვლულიან სანადირო თოფს ხუთწლიანი გარანტია აქვს, ეს კი დაახლოებით 100 000 გასროლაა. კომპანია ყოველწლიურად 12000 ლულას უმზადებს ფირმებს `რემინგტონს~, `ბრაუნინგსა~ და `რუგერს~. ფირმის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების პოტენციალი ისეთ პერსპექტიულ იარაღზე მუშაობის საშუალებას იძლევა, რომელიც მომავალში ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს. მრავალწლიანი კვლევითი მუშაობის შედეგია ის დამაგრძელებლებიც, რომელსაც ფირმა აწარმოებს. მათ შორის უნიკალურია მოწყობილობა რომელიც გლუვლულიანი ნახევრადავტომატური თოფებისთვისაა განკუთვნილი, მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს. იგი ერთადერთი და უნიკალურია, ერთადერთია მისი გამომშვები ფირმაც - `Vერნეყ-ჩარრონ~-ი. ეს მოწყობილობაა დამაგრძელებელი ლულა ABR-ი, რომლის სიგრძე 82 სანტიმეტრია, იგი უბრალოდ ეხრახნება თოფის ძირითად ლულას. ABR-ი იდეალურია შორს და მაღლამფრენ ფრინველებზე სანადიროდ, განსაკუთრებით იხვსა და ბატზე. ABR-ი ისვრის შორს, ზუსტად და სამიზნეზე ტოვებს საფანტის თანაბრად განაწილებულ გროვას. ABR-ის ღირსებად უნდა ჩაითვალოს დაზიანების სიშორის გაზრდა, საფანტის მიტანის კონცენტრაცია, სროლის ხმის მნიშვნელოვნად შემცირება, ასევე უკუდარტყმითი ეფექტის შერბილება. დასასრულს, მონტაჟისა და დემონტაჟის სიმარტივე. ორსაუკუნოვანი გამოცდილების წყალობით Verney-Carron-ი მრავალფეროვან სანადირო გლუვლულიან თუ ხრახნილლულიან იარაღს აწარმოებს. ერთ-ერთი საუკეთესო თოფი, ნახევრადავტომატური საფანტის `ალტო-6~ სხვა მისი კლასის თოფებისგან სიმსუბუქით, ბალანსირებითა და სინატიფით გამოირჩევა. სროლის დროს იგი თანაბარი სიმსუბუქით აწვდის სავაზნიდან ლულას ვაზნებს და ასევე მსუბუქად ახდენს მის ექსტრაქციას. მნიშვნელობა არ აქვს მსუბუქსაფანტიანია ტყვია თუ მძიმე 24 გრამიდან ზევით ყველა მასის ვაზნას თოფი უპრობლემოდ ისვრის(ბევრ ცნობილ ფერმატა იარაღს მცირე მუხტიანი ვაზნების სროლისას პრობლემა ექმნება). კონდახი მხარზე კარგადაა მორგებული., ავტომატიკაც მშვენივრად მუშაობს, საფანტი მიზანს კარგად ხვდება – მონადირესაც მეტი რა უნდა. თვით თავგადაკლული `ბრაუნინგისტებიც~, რომ ჰგონიათ, ამ ფირმის იარარს ბადალი არ ყავს, `ალტო-6~-ის მოსინჯვის შემდეგ მისი თაყვანისმცემლები ხდებიან. რაც შეეხება ABR დამაგრძელებელს დეტალური გამოცდის გარეშე, მათზე დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია, ერთი რამ ფაქტია – 70 ნაბიჯზე ნასროლმა 1 ნომერმა საფანტმა შიფერის ფირფიტა გახვრიტა. `ალტო-6~-ისათვის სამი მოდიფიკაციის ლულებს უშვებენ _ 76სმ 71სმ და 66სმ სიგრძისას, საფანტის საასროლი სამიზნით და ტყვიის სასროლი სპეციალური მოწყობილობით. ეხლა მცირეოდენი ინფორმაცია ამ ფირმის სანადირო თოფების შესახებ: მათი ძირითადი წონა 2,45-დან 3 კილოგრამამდე მერყეობს. ამზადებენ .410, 28, 20, 16, 12 კალიბრის ლულებს. Fირმის საამაყო მოდელია `ბეკასირი~ _ 12 კალიბრიანი, 2,55 კგ_იანი თოფი, რომლის ლულის სიგრძე 66 სმ-ია. აგრეთვე 2,7 კგ-იანი `ბეკასირი~, რომლის ლულის სიგრძე 71 სმ-ია, მსგავსი კატეგორიის თოფია პოსტსაბჭოურ საიარაღო ბაზარზე პოპულარპბით გამორჩეული `ბერეტა ულტრა ლაინი~(წონა 2,5კგ). Verney-Carron-ის ყველაზე მძიმე, საბატე-ჰორიზონტალურლულებიანი თოფი, რომელსაც 89-მილიმეტრიანი სავაზნე აქვს, 4,1 კგ-ს იწონის. ლულები ქრომირებული ფოლადისგან მზადდება, ძნელად იჟანგება და დამატებით ქრომირებასაც არ საჭიროებს. არ არის აუცილებელი, ნადირობის შემდეგ მაშინვე ზუმბას სტაცოთ ხელი, როგორც ამას `მერკელების~ პატრონები აკეთებენ ხოლმე. ფირმა თოფის ხის ნაწილების დასამზადებლად მხოლოდ და მხოლოდ კაკლის ხეს იყენებს. ძვირფას და შეკვეთილ მოდელებს გრავირებას ხელით უკეთებენ, შედარებით იაფი ნაწარმის გრავირება კი ლაზერულ-კომპიუტერულო მეთოდით ხდება. რომ არ იპრიალოს, ხის ნაწილებს, გარდა ტრადიციული გასაჟღენთი საშუალებებისა, სპეციალური სითხითაც ფარავენ. მაღალხარისხიანი გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი და კომბინირებული თოფებისა და შტუცერების წარმოებით, კალიბრების ფართო დიაპაზონითა და ხელმისაწვდომი ფასებით Verney-Carron-ი დღეს სანადირო იარაღის მწარმოებელ ფირმათა შორის ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერთაგანია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 21:27 |