ბაზიდიანი სოკოები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბაზიდიანი სოკოები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ყურა სოკო (კაცისყურა, გარდამრიდი იუდას ყური)
hirneola judae ![]() ![]() ნაყოფსხეული - მჯდომარეა სუბსტრატზე, 12სმ-მდე დიამეტრისაა და ადამიანის ყურს ჰგავს,ნაოჭიანია, ელასტიური, ლაბისებრი, გარედან მოყვითალო-ყავისფერია, მოიისფრო-ნაცრისფერი ან მოწითალო-მურა, წვრილხავერდოვანი ზედაპირით; შიგნითა მხრიდან ნაცრისფერ-იისფრიდან ნაცრისფერ-წითლამდე, ტიტველი. სპორები - 11-15(23)X5-7(8) მკმ. ცილინდრულია, მოხრილი. იზრდება ცოცხალდიდგულა ტოტებზე, ზოგჯერ გამხმარი მურყნის მერქანზედაც გაზაფხულ-შემოდგომით. შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საჭმელად ხმარობენ. საქართველოში საჭმელად არ გამოიყენება. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ირმისბაწარა
hericium coralloides ![]() ![]() ნაყოფსხეული - ძლიერ დატოტვილია და მოგვაგონებსაწეწილ ბაწრის გორგალს; თეთრია ან მოყვითალო. "ეკლები" გრძელი, წაწვეტებული და მრავალრიცხოვანი აქვს. ყველა მიმართულია ქვევით, თეთრია ან ღია მოყვითალო. რბილობი - თეთრია, ოდნავ მომწარო გემოთი. სპორები - სფეროსებრია, 3-5 მკმ დიამეტრისა, უფერული. იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი წიფელზე; გვხვდება აგრეთვე ცოცხალი ხეების ფუღუროში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი წყარო საქართველოს სოკოები გულა სოკო hericium erinaceum ![]() ![]() ნაყოფსხეული - გულის ფორმისაა ან უფრო მომრგვალო 5-18 სმ დიამეტრისა, ფეხის გარეშეა; ჯერ მოვარდისფროა, შემდეგ თეთრი, მურა ან ჯანგისფერი ელფერით. რბილობი - თეთრია, ხორცოვანი " ეკლები" გრძელია დამიმართულია ქვემოთ. სპორები - ელიფსისებურია ან კვერცხისებრი 5-7X4,5-6 მკმ. იზრდება ერთეულებად, უმთავრესად მუხაზე. გამოიყენება საჭმელად ახალი წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 18:58 |